საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-13
ბიუროს ნომერი 346
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ჩემი ელექტრონული მთავრობა"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041201216421
06.05.2020
საქართველოს პარლამენტი
სათაური: ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადება "თემ" გორისთვის ქალაქის
სტატუსის აღდგენის შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთავაზობთ, რომ
განხილული იქნას საკითხი იმის თაობაზე, რომ მიღებული იქნას საკანომდებლო ცვლილება,
რომლითაც ქ. გორს აღუდგება 2017 წელს გაუქმებული ქალაქის სტატუსი. 2017 წელს ქ.
გორს, განხორციელებლი საკანონმდებლო ცვლილებებით, გაუუქმდა ქალაქის
(თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. მოგეხსენებათ, რომ ქ. გორი წაწრმოადგენს
საქართველოს ისტორიულ ქალაქს: მასში განთავსებული ქ. უფლისციხე წარმოადგენს
საქართველოს პირველ დედაქალაქს, მასში განთავსებული ისტორიული გორის ციხე 3
ათასწლეულ ისტორიას ითვლის, ქ. გორი აღწერილია მრავალი საუკუნის წინ მსოფლიოში
ცნობილი მრავალი ისტორიკოსის, გეოგრაფისა და მოგზაურის მიერ, რაც საყოველთად
ცნობილ ფაქტს წარმოადგენს. _________ "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"-ს
თანახმად, "ქალაქი" არის "დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია
სამრეწველო საწარმოები და ტურისტულ, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ
დაწესებულებათა ქსელი და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურკულტურული ცენტრის ფუნქციებს. ქალაქის ინფრასტრუქტურა ორიენტირებული არ არის
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე. ქალაქის კატეგორიას შეიძლება
მიეკუთვნოს დასახლება, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5000-ზე მეტია
(მუხლი 4(1)(გ). ___________ ქალაქი გორი აკმაყოფილებს ყველა ზემოთჩამოთვლილ
პარამეტრს: (1) ქ. გორში განლაგებულია მრავალი ცნობილი სამრეწველო საწარმო; (2)
მსოფლიოში ცნობილი ტურისტული, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ
დაწესებულებათა ქსელი და იგი (3) ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული
ცენტრის ფუნქციებს. ____________ შესაბამისად, გთავაზობთ, რომ საქართველოს ორგანულ
კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: კანონის 151-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით: _________„1. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი „ადგილობრივი
თვითმმართველობის შესახებ“ 2005 წლის საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული
აქვთ და ამ კანონით ენიჭებათ ქალაქებს: თბილისს, გორს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და
ბათუმს.“
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ.
მობილური:
ელფოსტა: