„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-13
ბიუროს ნომერი 346
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში
ცვლილების
(საქართველოს
შეტანის
თაობაზე“
საკანონმდებლო
მაცნე
საქართველოს
ორგანული
(www.matsne.gov.ge),
კანონის
27.09.2019,
სარეგისტრაციო კოდი: 150000000.04.001.017930) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ:
ა.ა) კანონის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონის პროექტი:
2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა
საქართველოს ორგანული კანონი N5005-Iს „საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
აღნიშნული კანონის მიღების მიზანი იყო „საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა ბავშვის
უფლებათა კოდექსთან. აღნიშნულის გათვალისწინებით კანონის ამოქმედების
თარიღიც განისაზღვრა ბავშვის უფლებათა კოდექსის სრულფასოვნად ამოქმედების
თარიღის შესაბამისად - 2020 წლის 1 ივნისიდან.
ვინაიდან, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ბავშვის
უფლებათა კოდექსის სრულფასოვნად ამოქმედების თარიღის ცვლილებას და მის
დადგენას 2020 წლის 1 სექტემბრიდან, ამდენად, ზემოთ აღნიშნული N5005-Iს კანონის
ამოქმედების ვადაც უნდა განისაზღვროს 2020 წლის 1 სექტემბრიდან, ნაცვლად 2020
წლის 1 ივნისისა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის
პროექტით
შემოთავაზებული
ცვლილების
განხორციელება
აუცილებელია „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N5005-Iს საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონის პროექტთან „ბავშვის
უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
ა.ბ) კანონის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის
პროექტის
მიღების
შემთხვევაში
უზუნველყოფილ
იქნება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
N5005-Iს
საქართველოს
ორგანული
კანონის
შესაბამისობა საქართველოს კანონის პროექტთან „ბავშვის უფლებათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“.
ა.გ) კანონის პროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N5005-Iს
საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების ვადის განსაზღვრას 2020 წლის 1
სექტემბრიდან, ნაცვლად 2020 წლის 1 ივნისისა.
ა.დ) კანონის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში
არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
ვრცელდება
წარმოდგენილ
პროექტთან
მიმართებით.
ა.ე) კანონის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონის პროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, „ბავშვის უფლებათა
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტის
ამოქმედების თარიღის შესაბამისად.
ა.ვ) კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვას):
კანონის პროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვას.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ, საქართველოს სახალხო
დამცველისთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2019 წლის 20 სექტემბრის N5005-Iს საქართველოს
ორგანული კანონით საქართველოს სახალხო დამცველისადმი განსაზღვრული
დამატებითი
ფუნქციების
უზრუნველსაყოფად
დამცველის
აპარატისათვის
2
საშტატო
გათვალისწინებულია
ერთეულის
დამატება,
სახალხო
რისთვისაც
ყოველწლიურად გათვალისწინებულია ხარჯი 31 200 ლარის ოდენობით, ე.ი.
ყოველთვიურად 2 600 ლარის ოდენობით. მიიღებდა რა აღნიშნულ თანხას,
დასახელებული 2 საშტატო ერთეული 2020 წლის 1 ივნისიდან (კანონის ამოქმედების
დღიდან)
ყოველთვიურად
გადაიხდიდა
შესაბამისი
ოდენობის
საშემოსავლო
გადასახადს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით
ზემოთ აღნიშნული კანონის ამოქმედების ვადა იცვლება და განისაზღვრება 2020 წლის
1 სექტემბრიდან, შესაბამისად აღნიშნული 2 საშტატო ერთეული საშემოსავლო
გადასახადის გადაიხდას დაიწყებს 3 თვის დაგვიანებით, რაც შესაბამისი ოდენობით
შეამცირებს 2020 წლის ბიუჯეტის შემოსავლებს.
ხოლო მომდევნო 3 წლის განმავლობაში კანონპროექტის მიღება გავლენას არ
მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2019 წლის 20 სექტემბრის N5005-Iს საქართველოს
ორგანული კანონით საქართველოს სახალხო დამცველისადმი განსაზღვრული
დამატებითი ფუნქციების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია 2020 წელს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახალხო დამცველის დაფინანსების გაზრდა 66 200
ლარით, რისი მიზნობრივი ხარჯვა უნდა დაიწყოს იმავე კანონის ამოქმედებიდან 2020 წლის 1 ივნისიდან. მომდევნო წლებშიც იმავე მიზნებისთვის ყოველწლიურ
ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნება 66 200 ლარი, რაც იძლევა ყოველთვიურად
დაახლოებით 5 500 ლარის დახარჯვის შესაძლებლობას.
ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტით ზემოთ აღნიშნული კანონის
ამოქმედების ვადა იცვლება და განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბრიდან,
შესაბამისად მითითებული თანხის ხარჯვა დაიწყება 3 თვით გვიან, რაც გამოიწვევს
2020 წლის ბიუჯეტში თანხის დაზოგვას იმ ოდენობით, რაც უნდა დაეხარჯა უწყებას
ამ 3 თვის განმავლობაში - დაახლოებით 16 500 ლარი.
ხოლო მომდევნო 3 წლის განმავლობაში კანონპროექტის მიღება გავლენას არ
მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ
პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2019 წლის 20 სექტემბრის N5005-Iს საქართველოს
ორგანული კანონით საქართველოს სახალხო დამცველისადმი განსაზღვრული
დამატებითი
ფუნქციების
უზრუნველსაყოფად
დამცველის
აპარატისათვის
2
საშტატო
გათვალისწინებულია
ერთეულის
დამატება,
სახალხო
რისთვისაც
ყოველწლიურად გათვალისწინებულია ხარჯი 31 200 ლარის ოდენობით, ე.ი.
ყოველთვიურად 2 600 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, დასახელებული 2 საშტატო
ერთეული კუთვნილი ანაზღაურების მიღებას დაიწყებენ 2020 წლის 1 სექტემბრიდან,
ნაცვლად 2020 წლის 1 ივნისისა. აღნიშნული გარემოება 2020 წელს წარმოადგენს
ფინანსური შედეგებს ამ პირებისთვის იმ ოდენობით, რა ოდენობის ანაზღაურებაც
უნდა მიეღოთ მათ 3 თვის განმავლობაში.
ხოლო მომდევნო 3 წლის განმავლობაში კანონპროექტის მიღება ფინანსურ
შედეგებს არ გამოიწვევს.
ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი 2020-2023 წლებში არ ითვალისწინებს გადასახადის,
მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან
დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას
და
მათ
წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - სოფო კილაძე, მერაბ ქვარაია, შალვა
კიკნაველიძე, დიმიტრი მხეიძე, ილია ნაკაშიძე