საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, სოფიო კილაძის, ვანო ზარდიაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/316; 03.04.2019) საქართველოს კანონის პროექტების მეორე მოსმენით განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.05.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-5227/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-13
ბიუროს ნომერი 346

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-5227/20 11-05-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, სოფიო კილაძის, ვანო ზარდიაშვილისა და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/316; 03.04.2019). საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო მეორე მოსმენით განხილვის ბოლო ვადად დადგენილია 2020 წლის 12 მაისი. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა იმყოფება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, რაც დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა განსახილველი საკითხების დამუშავებისა და საკომიტეტო განხილვის კუთხით, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და განსახილველი საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge