საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომართვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის (№1-5776/20; 15.04.2020) ) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-19
ბიუროს ნომერი 347
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-5304/20
16-05-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშის
თაობაზე“ (N1-5776/20; 15.04.2020), საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 22
აპრილის N343/8 გადაწყვეტილებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
განისაზღვრა წამყვან კომიტეტად, ხოლო იურიდიულ საკითხთა და ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებს მიმდინარე წლის 19
მაისამდე დაევალათ სავალდებულო დასკვნების შემუშავება.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიდან გამომდინარე სავალდებულო დასკვნის
მქონე კომიტეტების მიერ მიმდინარე წლის 19 მაისამდე ვერ ხერხდება სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშის განხილვა. მიმდინარე წლის 15
მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშის განხილვის ვადის 30 დღით
გაგრძელების თაობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშის განხილვის ვადა გააგრძელოთ 30
დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge