„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-27
ბიუროს ნომერი 351
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
“საქართველოს კანონში ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 05/02/2020. სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019769) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს მთავრობამ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე დაამტკიცოს „ტექნიკური
რეგლამენტი − მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“, რომელიც დაეფუძნება
უნივერსალური დიზაინის სტანდარტებსა და პრინციპებს, „მისაწვდომი და გამოყენებადი
შენობებისა და მოწყობილობების“ (ICC A117.1) სტანდარტების გათვალისწინებით“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს კანონში ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ტექნიკური რეგლამენტის − მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ მისაღებად
საჭირო სამუშაოები მიმდინარეობდა და დღემდე მიმდინარეობს უწყვეტად. თუმცაღა,
ყველასთვის ცნობილია, რომ ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული პანდემიის გამო
გამოცხადებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა, რის შემდგომაც ტექნიკური რეგლამენტის
მისაღებად საჭირო სამუშაოების გადავადება გახდა აუციელებელი.
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს
საქართველოს მთავრობისთვის
ვადის
განსაზღვრა ,,ტექნიკური რეგლამენტის - მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“
მისაღებად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია იმ აუცილებლობით, რომ საქართველოს
მთავრობას შესაძლებლობა ჰქონდეს გასწიოს ის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც
საჭიროა ,,ტექნიკური რეგლამენტის - მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ მისაღებად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, საქართველოს მთავრობას დღეს არსებული გამოწვევების
გათვალისწინებით მიეცემა გონივრული ვადა, რათა შეძლოს ,,ტექნიკური რეგლამენტის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“-ის მიღება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსს
წარმოადგენს საქართველოს
მთავრობისთვის
გონივრული ვადის განსაზღვრა „ტექნიკური რეგლამენტის − მისაწვდომობის ეროვნული
სტანდარტები“ მისაღებად, რომელიც დაეფუძნება უნივერსალური დიზაინის სტანდარტებსა
და პრინციპებს, „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობებისა და მოწყობილობების“ (ICC A117.1)
სტანდარტების გათვალისწინებით“. ვინაიდან COVID-19-ის გამო ქვეყანაში გამოცხადდა
საგანგებო მდგომარეობა, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ტექნიკური რეგლამენტის
მისაღებად საჭირო სამუშაოების გადავადება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება წინამდებარე კანონპროექტთან
დაკავშირებით, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონისთვის უკუძალის მინიჭება არ არის
გათვალისწინებული.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შედეგად, კანონპროექტით განსაზღვრული ტექნიკური
რეგლამენტის „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ მიღების ახალი ვადის შემდგომ,
კერძოდ მაქსიმუმ პირველი სექტემბრიდან,
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის
შემთხვევაში გათვალისწინებული ჯარიმები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში. გავლენის
ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობასა და
ჯარიმის შესაბამის ოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანო,
ტექნიკური
რეგლამენტით
„მისაწვდომობის
ეროვნული
სტანდარტებით“
გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენის საქმიანობას განხორციელებენ გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან, მაქსიმუმ 2020
წლის პირველი სექტემბრიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ტექნიკური
რეგლამენტის
მიღების
ვალდებულება ნაცვლად
2020 წლის 12 მაისისა, გადაიწევს 2020 წლის პირველი
სექტემბრამდე, შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტით გათავალისწინებული მოთხოვნების
დარღვევისათვის შესაბამისი პირები დაჯარიმდებიან ტექნიკური რეგლამენტის ძალაში
შესვლიდან, არა უგვიანეს 1 სექტემბრიდან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ იცვლება გადასახადის ოდენობის განსაზღვრის წესი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რატი იონათამიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი