საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი სერგო შავგულიძის, არჩევის საკითხი.

წარდგინება მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.03.2020
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ინიციატორი
საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი
#07-1/34/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სერგო შავგულიძის, ვახტანგ აბაშიძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურების თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2020-05-21

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-5296/20 15-05-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს გეგზავნებათ, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სერგო შავგულიძის, ვახტანგ აბაშიძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურები (№07- 1/34; 11.03. 2020). აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილბის პროექტი. კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-5292/20 15-05-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სერგო შავგულიძის, ვახტანგ აბაშიძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურების თაობაზე (№07- 1/34; 11.03. 2020) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 15 მაისის სხდომაზე განიხილა და საქართველოს პლენარულ სხდომაზე კენჭის საყრელად წარმოგიდგენთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ სერგო შავგულიძის, ვახტანგ აბაშიძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ფარული კენჭისყრის შედეგად (მომხრე-9), რეკომენდაციას უწევს ვახტანგ აბაშიძის კანდიდატურას არჩეულ იქნეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად. კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად არჩევის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-13 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. არჩეულ იქნეს ------- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად 6 წლის ვადით. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის --------. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2020 წლის -№---- – Iს არჩილ თალაკვაძე