საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს (ეკატერინე ციმაკურიძე) მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-2045/20; 06.02.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-21
ბიუროს ნომერი 348
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-5374/20
20-05-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ა(ა)იპ − დემოკრატიის ინდექსი − საქართველოს (ეკატერინე ციმაკურიძე),
მის.: ქ.თბილისი, ბესიკის ქ. N4
ტელ.: 577070577
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ა(ა)იპ − დემოკრატიის ინდექსი − საქართველოს (ეკატერინე ციმაკურიძე) მიერ
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტებთან დაკავშირებით (N1-2045/20; 06.02.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 19 მაისის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ − დემოკრატიის ინდექსი − საქართველოს (ეკატერინე
ციმაკურიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N1-2045/20; 06.02.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი მდგომარეობს სახელმწიფო
ინსპექტორისთვის
დაცვის
სპეციალური
ღონისძიების
გამოყენების
შესახებ
გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების უფლებამოსილების მინიჭებაში; კერძოდ,
საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, დაცვის სპეციალური ღონისძიების
ობიექტურად
აღსასრულებლად,
პროცესის
მონაწილის
რეალური
დაცვის
უზრუნველსაყოფად და ამ საკითხში სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის პრევენციისათვის
საჭიროა, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და
აღსრულება განახორციელოს არა პროკურორმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ
ისეთმა მიუკერძოებელმა ინსტიტუტმა, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია.
II. კომიტეტის შეფასება
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრების თანახმად, საკანონმდებლო წინადადების
ავტორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაცვის სპეციალური ღონისძიების
გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების მექანიზმი შესაძლებელს
ხდის
აღნიშნულ
თვითნებობას,
პროცესში
სახელმწიფო
ორგანოების
პრაქტიკული
ანალიზით
არ
არის
მხრიდან
ადგილი
გამყარებული.
ჰქონდეს
საკანონმდებლო
წინადადებაში საუბარია მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე და ჰიპოთეტურ
საფრთხეზე, რომელიც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს შესაძლოა შეექმნას დაცვის
სპეციალური ღონისძიების აღსრულებასთან დაკავშირებული ამჟამად მოქმედი მექანიზმის
გამო.
კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების
თაობაზე
გადაწყვეტილების
მიღების
და
აღსრულების
პროცესში
თვითნებობის
გამოსარიცხად, ამჟამად მოქმედი ნორმების თანახმად, ამ პროცესში რამდენიმე უწყების
ჩართულობაა გათვალისწინებული. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის
სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი
საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, იმავე მუხლის მე3 ნაწილის მიხედვით, პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის კონკრეტულ ღონისძიებებს
იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად,
პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვისა და დაცვის კონკრეტული
ღონისძიებების განხორციელების პროცედურებს ერთობლივად განსაზღვრავენ საქართველოს
იუსტიციის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების უფლებამოსილება სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს იმის გამო უნდა მიენიჭოს, რომ ის არის დამოუკიდებელი ორგანო.
ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ
გადაწყვეტილების მიმღები ამჟამინდელი სუბიექტი - საქართველოს პროკურატურა,
საქართველოს
სამსახურის
კონსტიტუციის
მსგავსად,
ასევე
65-ე
მუხლის
თანახმად,
სახელმწიფო
ინსპექტორის
დამოუკიდებელ
ორგანოს
წარმოადგენს.
შესაბამისად,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების
მოთხოვნა იმ არგუმენტით, რომ ის დამოუკიდებელი ორგანოა - არ არის დასაბუთებული.
კომიტეტის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო
წინადადებით
მოთხოვნილი
ცვლილების
განხორციელების
საჭიროება
პრაქტიკული
ანალიზით სათანადოდ დასაბუთდება, შესაძლებელია, ამ მიმართულებით გაგრძელდეს
მსჯელობა. ამ ეტაპზე ასეთი ცვლილების განხორციელება, რომელიც თავის მხრივ ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზეც მოახდენს გავლენას, სათანადო დასაბუთების გარეშე გაუმართლებელია.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ა(ა)იპ − დემოკრატიის ინდექსი − საქართველოს (ეკატერინე
ციმაკურიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N1-2045/20; 06.02.2020) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი