საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს (ეკატერინე ციმაკურიძე) მიერ წარმოდგენილ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-2047/20; 06.02.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.05.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-5375/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-21
ბიუროს ნომერი 348

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-5375/20 20-05-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ა(ა)იპ − დემოკრატიის ინდექსი − საქართველოს (ეკატერინე ციმაკურიძე), მის.: ქ.თბილისი, ბესიკის ქ. N4 ტელ.: 577070577 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ა(ა)იპ − დემოკრატიის ინდექსი  საქართველოს (ეკატერინე ციმაკურიძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N1-2047/20; 06.02.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 19 მაისის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ − დემოკრატიის ინდექსი  საქართველოს (ეკატერინე ციმაკურიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N1-2047/20; 06.02.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ არასრულწლოვნის გამოკითხვისას უნდა განხორციელდეს გამოკითხვის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, აღნიშნული საკანონმდებლო სამართალდამცავი ორგანოს ცვლილების განხორციელება წარმომადგენლის მხრიდან საჭიროა, რათა არასრულწლოვანზე ზეწოლის შესაძლებლობა გამოირიცხოს. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge II. კომიტეტის შეფასება კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების დროს არასრულწლოვანზე ზეწოლის გამოსარიცხად საქართველოს კანონმდებლობა მთელ რიგ სამართლებრივ მექანიზმებს ითვალისწინებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში. რაც შეეხება არასრულწლოვნის დაკითხვას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის გამოძიების ეტაპზე დაკითხვა დაუშვებელია. არასრულწლოვანი უნდა დაიკითხოს მხოლოდ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს. გარდა ამისა, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა პირებმა უნდა განახორციელონ. კერძოდ, სპეციალიზებული უნდა იყოს პოლიციელი, გამომძიებელი, პროკურორი, სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების პერსონალი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის გამოკითხვა/დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. აღნიშნულ პროცესს შესაძლოა დაესწროს ფსიქოლოგიც, რომელიც აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ვინაიდან არასრულწლოვნის გამოკითხვა მისი თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო დაკითხვა მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლის მართლმსაჯულების არასრულწლოვნის თანდასწრებით პროცესს ხორციელდება, სპეციალიზებული გამოკითხვა/დაკითხვას მისი არასრულწლოვანთა პირები კანონიერი ახორციელებენ და წარმომადგენელი, ადვოკატი და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგი ესწრება - კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ არასრულწლოვნის გამოკითხვა/დაკითხვის პროცესის სავალდებულო აუდიო-ვიდეო ჩაწერის საჭიროება არ არის სათანადოდ დასაბუთებული, თუმცა კომიტეტის სხდომაზე ასევე აღინიშნა ისიც, რომ სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს მსჯელობის გაგრძელება. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ა(ა)იპ − დემოკრატიის ინდექსი  საქართველოს (ეკატერინე ციმაკურიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი (N1-2047/20; 06.02.2020)