საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა „სოციალური სამართლიანობისათვის“ და პოლიტიკური ორგანიზაცია „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის“ სახელით - ახალი პოლიტიკურ ძალთა გაერთიანების (მამუკა ტუსკაძე, ლაშა სტურუა) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-168/20; 08.01.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.05.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-5376/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-21
ბიუროს ნომერი 348

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-5376/20 20-05-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, პოლიტიკურ მოძრაობას „სოციალური სამართლიანობისათვის“, პოლიტიკურ ორგანიზაციას „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ მის.: თბილისი, კავთისხევის N14 ტელ.: 591219009 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობისათვის“ და პოლიტიკური ორგანიზაციის „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ სახელით − ახალ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანების (მამუკა ტუსკაძე, ლაშა სტურუა) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-168/20; 08.01.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 19 მაისის კომიტეტის სხდომაზე განიხილა პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობისათვის“ და პოლიტიკური ორგანიზაციის „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ სახელით  ახალ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანების (მამუკა ტუსკაძე, ლაშა სტურუა) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-168/20; 08.01.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით შეიქმნას მრავალმანდატიანი რეგიონული ოლქები, კერძოდ, 73 ერთმანდატიანი ოლქის ნაცვლად შეიქმნას 73 მრავალმანდატიანი ოლქი მანდატების შემდეგი გადანაწილებით: გურია  3 მანდატი, აჭარა  6 მანდატი, სამეგრელო  7 მანდატი, იმერეთი 11 მანდატი, დასავლეთ მთიანეთი  1 მანდატი, აღმოსავლეთ მთიანეთი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge  1 მანდატი, შიდა ქართლი  5 მანდატი, ქვემო ქართლი  7 მანდატი, ჯავახეთი  4 მანდატი, კახეთი  7 მანდატი, თბილისი  21 მანდატი. ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენში შეტანილ იქნეს პარტიული ნომრის გარეშე და პარლამენტის წევრი გახდეს საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარობის იმდენი კანდიდატი რამდენი მანდატიც არის კონკრეტულ საარჩევნო ოლქში. II. კომიტეტის შეფასება წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის 11 მარტს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საქართველოში მოქმედ ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე გამოკვეთილ პრინციპებზე დაფუძნებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც ახლებურად აწესრიგებს 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციურ კანონში რეგლამენტირებულ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებით წესს, რაც, გულისხმობს საარჩევნო სისტემის ცვლილებას და მაჟორიტარული მანდატების შემცირებას. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელონით, პარლამენტის წევრების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილია საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პროცესებში მონაწილე ყველა მხარის ჩართულობით სხვა ცვლილებებთან ერთად განიხილავს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებულ შესაბამის ცვლილებებს საქართველოს საარჩევნო კოდექსში. ეს ცვლილებები დაეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ, კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების საკომიტეტო განხილვებისას წარმოადგინონ მათი მოსაზრებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განცალკევებით განხილვა და მიღებულად ცნობა მიზანშეუწონელია. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობისათვის“ და პოლიტიკური ორგანიზაციის „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ სახელით − ახალ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანების (მამუკა ტუსკაძე, ლაშა სტურუა) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი (N1-168/20; 08.01.2020) საკომიტეტო