საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების საბა აკობიას და ხატია ქენქაძის მიერ წარმოდგენილ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (N1-2128/20; 07.02.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-21
ბიუროს ნომერი 348
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-5377/20
20-05-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
საბა აკობიას,
ხატია ქენქაძეს
მის.: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N1, ბ. 37,
ტელ.: 579957665
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქეების საბა აკობიას და ხატია ქენქაძის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-2128/20; 07.02.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 19 მაისის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების საბა აკობიას და ხატია ქენქაძის
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-2128/20; 07.02.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების
თანახმად, არასრულწლოვანს გამოკითხვის/დაკითხვის დროს ყოველთვის უნდა ჰქონდეს
უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა
ის გადახდისუუნარო ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX, XX და XXII
თავებითა და 1441−1443 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის საქმეზე
გამოსაკითხი პირი/მოწმე.
II. კომიტეტის შეფასება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილის
თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული
და
დაზარალებული
ყოველთვის
უზრუნველყოფილი არიან უფასო იურიდიული დახმარებით (თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ
არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი დაცვა შეთანხმებით), ხოლო არასრულწლოვან
გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით შეუძლია ისარგებლოს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არის გადახდისუუნარო ან საქართველოს სისხლის
სამართლის
კოდექსის
XIX,
XX
და
XXII
თავებითა
და
1441−1443
მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის1 საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმე.
არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის, გამართლებულისა და
დაზარალებულისთვის
გადახდისუუნარობის
მიუხედავად
უფასო
იურიდიული
დახმარებით სარგებლობის უფლების მინიჭება დაკავშირებულია იმ საკითხთან, თუ
კონკრეტულად რა მნიშვნელობის სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს უშუალოდ ამ
არასრულწლოვნის მიმართ მართლმსაჯულების პროცესში. ვინაიდან მართლმსაჯულების
პროცესში დამდგარი სამართლებრივი შედეგი გავლენას ახდენს უშუალოდ არასრულწლოვან
ბრალდებულზე, მსჯავრდებულზე, გამართლებულსა და დაზარალებულზე, კანონმდებელმა
მათ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება გადახდისუუნარობის
მიუხედავად მიანიჭა. არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს კი უფასო იურიდიული
დახმარებით სარგებლობის უფლება მხოლოდ ზემოხსენებულ შემთხვევებში აქვს, რადგან
მისი როლი მართლმსაჯულების პროცესში განსხვავებულია. შესაბამისად, ამ პროცესში
დამდგარი სამართლებრივი შედეგიც უშუალოდ მასზე ისეთ გავლენას არ ახდენს, როგორსაც
უშუალოდ ბრალდებულზე, მსჯავრდებულზე, გამართლებულსა და დაზარალებულზე
(განსხვავებულია შედეგიც).
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოხსენებული
ნორმებით
განსაზღვრული
პირს/მოწმეს
დანაშაულების
გადახდისუუნარობის
საქმეებზე
მიუხედავად
გამოსაკითხ
უფასო
არასრულწლოვან
იურიდიული
დახმარებით
სარგებლობის უფლება 2018 წლის 30 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების
შედეგად მიენიჭა. არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირისთვის/მოწმისთვის ამ უფლების
მინიჭება სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული ნორმებით განსაზღვრული
დანაშაულების ხასიათმა და ბუნებამ განაპირობა. ამ შემთხვევაში არასრულწლოვანი
გამოსაკითხი
პირისთვის/მოწმისთვის
გადახდისუუნარობის
მიუხედავად
უფასო
იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლების მინიჭება არასრულწლოვნის მეორეული
ვიქტიმიზაციის რისკის შემცირების მიზანს ემსახურება.
კომიტეტი მიიჩნევს, რომ 2018 წლის 30 მაისის ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილების
შედეგად, დანაშაულის ხასიათისა და ბუნების გათვალისწინებით, მართებულად შეირჩა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული ნორმებით განსაზღვრული ის
დანაშაულები, რომელთა ჩადენის საქმეზე გამოსაკითხ არასრულწლოვან პირს/მოწმეს
დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ; დანაშაული
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ; წამება; წამების მუქარა;
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.
1
გადახდისუუნარობის მიუხედავად უფლება აქვს, უფასო იურიდიული დახმარებით
ისარგებლოს.
შესაბამისად,
სისხლის
სამართლის
კოდექსის
აღნიშნულ
ნორმათა
ჩამონათვალის ამ კუთხით გაფართოება არ არის დასაბუთებული.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თუ არასრულწლოვანს უფასო
იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის საქმეზე
გამოკითხვისას გადახდისუუნარობის მიუხედავად მიეცემა, ეს მეტისმეტად გადატვირთავს
საჯარო სამართლის იურიდიული პირს იურიდიული დახმარების სამსახურს. შესაბამისად,
საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილების გაზიარება აღნიშნულ
სამსახურთან კონსულტაციის გარეშე არ არის მიზანშეწონილი. გადატვირთვის შედეგად
კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება აღნიშნული სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობა. კომიტეტის
სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში,
სამომავლოდ ამ მიმართულებით შესაძლებელია მსჯელობის გაგრძელება, თუმცა ამ ეტაპზე
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებული
ცვლილების
განხორციელება,
ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეების საბა აკობიას და ხატია
ქენქაძის
მიერ
წარმოდგენილი
მართლმსაჯულების
კოდექსში
საკანონმდებლო
ცვლილებებისა
და
წინადადება
დამატებების
„არასრულწლოვანთა
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2128/20; 07.02.2020) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი