ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მომართვა საქართველოს პარლამენტის 22 მაისის პლენარულ სხდომაზე არდასწრების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.05.2020
ავტორი
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
ნომერი
#2-5455/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-22
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ 2-5455/20 22-05-2020 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს ასლი: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 22 მაისს დაგეგმილი საგანგებო სესიის პლენარული სხდომის თავმჯდომარე(ებ)ს განცხადება საპარლამენტო ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები“ განცხადება პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვისა და მონაწილეობისაგან უარის თაობაზე ბატონო არჩილ, ფრაქციის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ ინიცირებული „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები არაკონსტიტუციურია და ჩვენი ქვეყნისთვის დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია, საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ემიჯნება საკითხის განხილვასა და კენჭისყრას. შესაბამისად, ფრაქცია იყენებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით მონიჭებულ უფლებას და წარმოგიდგენთ განცხადებას 2020 წლის 22 მაისს დაგეგმილ საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაში მონაწილოებაზე უარის თაობაზე (ბოიკოტი). პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge