„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-27
ბიუროს ნომერი 351
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ2“ ქვეპუნქტი:
„პ2) დისტანციური სწავლება – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე,
უმაღლესი განათლების მისაღებად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული
ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელებული,
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი
ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას სტუდენტისა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური
სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო
პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების
გამოყენება;“.
2. მე–7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის პ18“ ქვეპუნქტი:
„პ18) ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლების, აგრეთვე
ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის თაობაზე;“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 477 მუხლი:
„მუხლი 477. დისტანციური სწავლება
1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის წარმართვას
დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით.
2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული
კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას,
როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ
კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს
ხორციელდება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით, თითოეული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების
აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევას და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, დისტანციური სწავლების
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შეიმუშავებენ დისტანციური სწავლებისათვის
შერჩეული
აპლიკაციის/პლატფორმის
გამოყენებასთან
დაკავშირებულ
ინსტრუქციას/ვიდეოგზამკვლევს და უზრუნველყოფენ სტუდენტებისა და პერსონალისთვის
გაცნობას.
5. იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კომპონენტების ჩამონათვალს,
რომელთა ფარგლებშიც დაშვებული იქნება დისტანციური სწავლება, სსიპ – განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დისტანციური
ფორმით წარმართვის, მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
7. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური
სწავლების ფორმის დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის
შესახებ გადაწყვეტილებას, აგრეთვე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
თაობაზე გადაწყვეტილებას, რომლებმაც უმაღლესი განათლების მისაწოდებლად უნდა
გამოიყენონ დისტანციური სწავლების ფორმა, იღებს საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–
სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი
მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 477 მუხლით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა
და შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2020 წლის დასაწყისში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის
მიზნით საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში
საგანმანათლებლო პროცესის განხორციელება შეიზღუდა ყველა დაწესებულებაში, გარდა
ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, რომლებსაც
საშუალება
მიეცათ
სასწავლო
პროცესი
განეხორციელებინათ
დისტანციური
სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით, შესაძლებლობის შემთხვევაში.
„საგანგებო
მდგომარეობის
მოქმედების
პერიოდში
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2020 წლის 31 მარტის №205 დადგენილებით დარეგულირდა საქართველოში საგანგებო
მდგომარეობის მოქმედების ვადაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დისტანციურ
რეჟიმში სწავლა–სწავლების განხორციელების წესები.
სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გამო საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით
მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლების სერვისების მიწოდება
გახდა. შემუშავდა სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლითაც შესაძლებელი გახდა განათლების
სისტემაზე ახალი კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შემცირება და სწავლა-სწავლების
უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა. დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით,
სამინისტრომ უზრუნველყო Microsoft-ის პროდუქტების გამოყენებით უნივერსიტეტების
მიერ სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.
ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზგასასმელია უმაღლესი სასწავლებლების
ლექტორების ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მიდგომა როგორც დისტანციური სწავლების
ფარგლებში დანერგილი სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში. აღნიშნულიდან
გამომდინარე, ხელისუფლების მიზანია წარმატებულად განხორციელებული ელექტრონული
სწავლების შედეგად, სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდეგ, სასწავლო
კურიკულუმებში ელექტრონული რესურსების გამოყენების კომპონენტი გაძლიერება.
საყურადღებოა ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს მიერ
პანდემიის პირობებში სწავლა/სწავლების პროცესის დისტანციური ფორმით წარმატებით
განხორციელებასთან დაკავშირებით გამოხატული არა მხოლოდ დადებითი შეფასებები,
არამედ ის ფაქტიც, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო
ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების
სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს
მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული
ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. შესაბამის რეიტინგში საქართველო
ფინეთის შემდეგ დაფიქსირდა მეორე ადგილზე იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც დიდი
წარმატებით გაართვეს თავი ამ გამოწვევას განათლების შეუფერხებელი მიწოდების
მიმართულებით.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და ხარისხიანი განათლების მიღების
შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა/სწავლების პროცესი არამხოლოდ საგანგებო
მდგომარეობის მოქმედების პერიოდში განხორციელდეს დისტანციურად, არამედ სხვა
დროსაც, და საჭიროების შემთხვევაში, ან დამატებით შესაძლებლობად იქნეს განსაზღვრული
დისტანციური, ელექტრონული კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით უმაღლესი
განათლების მიწოდება.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ამჟამად
ითვალისწინებს ელექტრონული სწავლების ტერმინსა და ამ ფორმატში უმაღლესი
განათლების მიწოდების შესაძლებლობას. არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილია კანონში დამატებით გაჩნდეს უმაღლესი განათლების დისტანციური
სწავლების ფორმატშიც მიწოდების შესაძლებლობაც. დისტანციური სწავლების პრაქტიკაში
სრულყოფილად განხორციელების მიზნებისათვის აუცილებელია მინისტრს მიენიჭოს
უფლებამოსილება, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაამტკიცოს დისტანციური
სწავლების განხორციელების წესი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე
დაამტკიცოს იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომელთა ფარგლებშიც დაშვებული იქნება ამ
ფორმატის სწავლება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებული პრობლემის გადასაჭრელად და გამოწვევების სათანადოდ გასამკლავებლად
აუცილებელია უმაღლესი საგანმანათბელო დაწესებულებების მიერ უმაღლესი განათლების
მიწოდების დისტანციური ფორმის დანერგვისათვის გაიწეროს საკანონმდებლო საფუძველი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ
შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოსაცემად. ამდენად, აუცილებელია
პირველ რიგში ზემოთ დასახელებული საკითხი მოგვარდეს საკანონმდებლო დონეზე, ხოლო
შემდგომ კანონქვემდებარე აქტებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
მიერ უმაღლესი განათლების მიწოდების მიმართულებით დაინერგება მნიშვნელოვანი და
მოქნილი მექანიზმი იმ მიზნით, რომ პირველ რიგში სტუდენტებს მიეწოდოთ
კვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი უმაღლესი განათლება, აგრეთვე
ლექტორებისთვის
დისტანციური
ფორმით
სწავლების
განხორციელება
იქნება
სტუდენტებთან
ინტერაქციის
მოსახერხებელი
და
ხელმისაწვდომი
საშუალება.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება დადებით შედეგს მოგვცემს ამ პირთა
სასწავლო პროცესში მეტი ენთუზიაზმით ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების
მიმართულებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ზემოთ მითითებული პრობლემების გადაჭრისა და დასახული
მიზნების უზრუნველყოფის მიზნით ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს: კანონს ემატება
დისტანციური სწავლების ტერმინი, რომელიც იქნება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესი განათლების მისაღებად
ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა
საშუალებების
გამოყენებით
განხორციელებული,
საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ
ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების
განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის
ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.
კანონის მე–7 მუხლს, სადაც გაწერილია მინისტრის უფლებამოსილებები უმაღლესი
განათების სფეროში, ემატება ჩანაწერი, რომ ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს
გადაწყვეტილებას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო
პროცესის შეჩერების, განახლების, აგრეთვე ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის
დისტანციურად წარმართვის თაობაზე, რითაც მიღწეული იქნება სასწავლო პროცესის
უწყვეტობის მიზანი.
გარდა აღნიშნულისა, კანონს ემატება 477 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს
დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ დამატებით რეგულაციებს. კერძოდ, ამ მუხლის
მიხედვით, დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის წარმართვას
დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით.
ამ ტიპის სწავლება განხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით.
ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის
გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული
− როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება.
დისტანციური სწავლების განხორციელების მიზნით, თითოეული უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
უზრუნველყოფს
დისტანციური
სწავლების
აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევას და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა. უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებები, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად,
შეიმუშავებენ
დისტანციური
სწავლებისათვის
შერჩეული
აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებულ ინსტრუქციას/ვიდეოგზამკვლევს
და უზრუნველყოფენ სტუდენტებისა და პერსონალისთვის გაცნობას.
გარდა აღნიშნულისა, დამატებული მუხლით განისაზღვრება, რომ იმ უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა ფარგლებშიც დაშვებული იქნება
დისტანციური სწავლება, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრი. მინისტრი დაამტკიცებს აგრეთვე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
სასწავლო პროცესის დისტანციური ფორმით წარმართვის, მიღებული შედეგების შეფასების
წესსა და პირობებს.
ამასთან,
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
დისტანციური სწავლების ფორმის დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების
პერიოდის შესახებ გადაწყვეტილებას, აგრეთვე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომლებმაც უმაღლესი განათლების
მისაწოდებლად უნდა გამოიყენონ დისტანციური სწავლების ფორმა, მიიღებს საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი შესაბამის შემთხვევებში,
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.
კანონპროექტის გარდამავალი დებულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრს ევალება ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში
დაამტკიცოს ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მნიშვნელოვანია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა შემდეგი
გარემოებების გამო: საქართველოში სასწავლო პროცესი შეჩერდა საგანგებო მდგომარეობის
ვადით. ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე მოქმედებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დროებითი წესები, რომელიც
ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური, ელექტრონული საკომუნიკაციო
საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმები მოქმედებს მხოლოდ
იმ ვადით, რა ვადითაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. შესაბამისად,
დისტანციური სწავლების ფორმის გამოყენების შესაძლებლობის მუდმივად დანერგვისათვის
აუცილებელია შეიქმნას საკანონმდებლო საფუძველი იმისათვის, რომ მინისტრმა
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაარეგულიროს კონკრეტული წესები და
რეგულაციები დისტანციური ფორმით სწავლების განსახორციელებლად. ამდენად, საჭიროა
მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს შესაბამისი ცვლილების/დამატების განხორციელება
კანონში, რათა შემდგომ ასევე დაჩქარებულად განხორციელდეს ამ წესების დამტკიცება და
უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსებისწყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიუჯეტი..
ამასთან, კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ასიგნებების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
სამინისტროს მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული მისაღები ნორმატიული და
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მომზადდება სამინისტროს არსებული
ადამიანური რესურსის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული
ფუნქციების ფარგლებში, და შესაბამისად ამ პირების მიერ დასახელებული ფუნქციის
შესრულება არ გამოიწვევს რაიმე დამატებით ხარჯს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისი
ღონისძიებები ფინანსდება და მომავალშიც დაფინანსდება უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების არსებული ბიუჯეტის ფარგლებში (საკუთარი შემოსავლების საფუძველზე)
და არ საჭიროებს დამატებითი ასიგნებების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ მოახდენს რაიმე
გავლენას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ლექტორებზე ან სტუდენტებზე,
ცვლილება ითვალისწინებს უმაღლესი განათლების უწყვეტად მიწოდების უზრუნველყოფის
მექანიზმებს, რაც დადებითად აისახება როგორც სტუდენტებზე, ისე აკადემიურ პერსონალზე
– სტუდენტი მიიღებს გაღებული სწავლის საფასურის შესაბამის განათლებას უწყვეტ რეჟიმში,
აკადემიური პერსონალისათვის კი უზრუნველყოფილი იქნება აკადემიური საქმიანობის
უწყვეტად განხორციელების შესაძლებლობა, ხოლო სახელმწიფოსათვის დისტანციურ
სწავლებაზე გადასვლა იქნება იმის გარანტია, რომ მის მიერ დაფინანსებული უმაღლესი
განათლება მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების
მიუხედავად. ამდენად, კანონპროექტი ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებებისათვის არა დამატებით მოთხოვნების, არამედ გარკვეული პირობების
დაცვით
საგანმანათლებლო
საქმიანობის
განსახორციელებლად
დამატებითი
შესაძლებლობების მიცემას.
ამასთან აღსანიშნავია, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებულია
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისა
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური (დანართი №2)
და „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1
ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის საფასური (დანართი №2). წარმოდგენილი ცვლილებები არ ითვალისწინებს
მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საფასურების ზრდას
(განსხვავებული საფასურების დაწესებას).
ცვლილება არ ითვალისწინებს არც სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო სასწავლო
გრანტის ოდენობის ზრდას. ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
81-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და
სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს შორის ხელშეკრულებით განისაზღვრება უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი პროგრამით სწავლის საფასური, ასევე
საგანმანათლებლო პროგრამის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში მასში შესაძლო
ცვლილებების შეტანის პირობები.
დისტანციური სწავლების ფორმა, რომელიც გათვალისწინებულია ცვლილებით
საგანგებო მდგომარეობამდე არ მოქმედებდა საქართველოში შესაბამისად უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებს არათუ არჩევის არამედ მისი განხორციელების
შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ. საგანგებო მდგომარეობის დროს უნივერსიტეტების მიერ
უმაღლესი განათლების მიწოდების პროცესში გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სახის
ელექტრონული რესურსები, აღნიშნული რესურსები (მაგალითად ZOOM ან სხვა
ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებები რიგ შემთხვევებში უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებს
გააჩნდათ,
თუმცა
ისეთ
შემთხვევებში
როდესაც
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწიათ ამ პროგრამების შესყიდვა, ეს ღონისძიება
უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების
ბიუჯეტის, საკუთარი შემოსავლების საფუძველზე, როგორც ეს ხდება საგანმანათლებლო
პროგრამის განხორციელების სპეციფიკიდან გამომდინარე და სახელმწიფოს ამ მხრივ
დამატებითი ხარჯები არ გაუწევია. შესაბამისად, მომავალშიც დისტანციური წესით
უმაღლესი განათლების მიწოდების შემთხვევაში არ ივარაუდება რაიმე დანახარჯების გაწევა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
როგორც აღინიშნა, იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კომპონენტების
ჩამონათვალს, რომელთა ფარგლებშიც დაშვებული იქნება დისტანციური სწავლება, სსიპ –
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. აღნიშნულის
შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განისაზღვრება
ცალკეული კომპონენტი (მაგალითად არსებობს სასწავლო კომპონენტი, კვლევითი
კომპონენტი და სხვ.), რომლის განხორციელებასაც უმაღლესი საგანმანათებლო
დაწესებულება შეძლებს დისტანციურად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.