საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიხეილ დაუშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.05.2020
ავტორი
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი
ნომერი
#1-6740/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-27
ბიუროს ნომერი 351

📜 ტექსტი

წერილი
*00000235* № 00000235 22/05/2020 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს ბატონო არჩილ, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დანართის სახით წარმოგიდგენთ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 12 ფურცელი. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი დაუშვილი მიხეილი
ანგარიში
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ანგარიში 2019 წელი "საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს ბიზნესომბუდსმენის აპარატში 2019 წელს შემოსული განცხადებების სტატისტიკა 1. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა 1200 1063 1000 800 600 400 305 200 0 შეხვედრა 2. კორესპონდენცია ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა საქმიანობის სფეროების მიხედვით წარმოება 61 სხვა სფეროები 56 საცალო და საბითუმო ვაჭრობა 49 მომსახურება 48 მშენებლობა, ინფრასტრუქტურა 28 უძრავი ქონება 12 საფინანსო სექტორი 12 ჯანდაცვა 9 სოფლის მეურნეობა 9 ტურიზმი 8 ტრანსპორტირება, ლოჯისტიკა 7 მრეწველობა 6 0 10 20 30 40 50 60 70 1 3. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით 3% 3% 1% 1% 1% 4% თბილისი აჭარა 4% ქვემო ქართლი 5% იმერეთი შიდა ქართლი 5% სამეგრელო-ზემო სვანეთი მცხეთა-მთიანეთი 58% კახეთი გურია 15% სამცხე-ჯავახეთი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 4. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა მოპასუხე უწყებების მიხედვით მომართვიანობის სტატისტიკა მოპასუხე უწყებების მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მასში შემავალი უწყებები 126 სხვა უწყებები 38 ადგილობრივი თვითმმართველობა 32 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში შემავალი სტრუქტურები 29 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასში შემავალი სტრუქტურები საქართველოს პარლამენტი 21 16 მთავრობის ადმინისტრაცია 12 იუსტიციის სამინისტრო და მასში შემავალი სტრუქტურები 11 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მასში შემავალი სტრუქტურები 9 შინაგან საქმეთა სამინისტრო და მასში შემავალი სტრუქტურები 6 სასამართლოები 5 2 5. ბიზნესომბუდსმენის აპარატში შემოსულ საქმეებზე რეაგირების სტატისტიკა 32; 22% შუამდგომლობა რეკომენდაცია დასკვნა 83; 56% 32; 22% შენიშვნა: დასრულებული საქმეების 68%-ში ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს 6. ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით განხილული საქმეების სტატისტიკა უარყოფითად გადაწყვეტილი 7 ნაწილობრივ გადაწყვეტილი 23 დადებითად გადაწყვეტილი 11 0 5 10 15 20 25 შენიშვნა: დასრულებული საქმეების 85%-ში ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს 3 საქმიანობის შედეგი მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში 2019 წლის განმავლობაში შემოსული საქმეების მიხედვით, რისკის ქვეშ დამდგარი ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 81.4 მლნ. აშშ დოლარი რისკის ქვეშ დამდგარი ინვესტიციის ოდენობა (USD) Amount of Risky Investments 81 375 690 არსებული/განხორციელებული ინვესტიცია (USD) Existing / Implemented Investment (USD) 56 755 880 დაგეგმილი ინვესტიცია (USD) Planned Investment (USD) 24 619 810 რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა რაოდენობა Number of Employees at Risk 2 422 რისკის ქვეშ მყოფ არსებულ დასაქმებულთა რაოდენობა Number of Current Employees at Risk 1 459 რისკის ქვეშ მყოფ დაგეგმილ დასაქმებულთა რაოდენობა Number of Planned Employees at Risk 963 განხორციელებული და ინიცირებული პროექტები სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია ამოქმედდა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილი ხდება საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად საერთო სასამართლოების სისტემაში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავებშიც შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია 4 საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ჩართულობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციულ სტრატეგიაში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2019 – 2020 წლების ანტიკორუფციულ სტრატეგიაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა აიღო წამყვანი როლი ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულების გაძლიერებისთვის საქართველოში, რომელიც მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს: • სამიზნე კვლევები ბიზნესისთვის; • სასწავლო, საინფორმაციო, ცნობიერების ამაღლების კამპანიები; • საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით ჩართულობა; • ღონისძიებების ორგანიზება კერძო და საჯარო სექტორის, აგრეთვე მედიის მონაწილეობით. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მექანიზმის გაძლიერება საქართველოში საერთაშორისო შრომის ბიზნესომბუდსმენის აპარატი ორგანიზაციასთან ჩართულია (ILO) თანამშრომლობით კორპორაციული სოციალური საქართველოს პასუხისმგებლობის სადემონსტრაციო პროგრამის შექმნაში, რომელიც აპარატის მიერ ქალაქ თბილისსა და რეგინოებში არსებულ ბიზნეს სუბიექტებს მიეწოდება. თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება შესაძლებლობების განვითარების და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი აგრძელებს თანამშრომლებისათვის ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზებას. 2019 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის ტრენინგი „სისტემური საინვესტიციო რეაგირების მექანიზმი“ (SIRM) ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდა მსოფლიო ბანკის ცენტრალური ოფისის ჯგუფის უფროსი მრჩეველი ინვესტორებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში ელოისა ობადია. ოთხ დღიანი ტრენინგი მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC)-ის მხარდაჭერით ჩატარდა. 5 მემორანდუმები  ალბანეთის, პოლონეთის, ყაზახეთის და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენების ოფისები საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე კოლეგა ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა და ალბანეთის, პოლონეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენების ოფისებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმების მიხედვით, ფართოვდება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის არეალი და ძლიერდება აპარატის როლი უცხოურ ბაზრებზე ქართული ბიზნესების დაცვის მიმართულებით.  საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზანი მხარეებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და საქართველოში აღნიშნული ასოციაციების წევრი კომპანიების ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობაა.  საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა და საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმეს. მემორანდუმი წარმოადგენს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მექანიზმს ბიზნეს საქმიანობის პროცესში გაერთიანების წევრი კომპანიების მოთხოვნების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად გადაჭრის მიზნით. ამასთან, მემორანდუმის მიხედვით, მხარეები საქართველოში ბიზნესის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით ითანამშრომლებენ და ბიზნეს გარემოს გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას.  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რომლის ფარგლებში მხარეები სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებებით ითანამშრომლებენ. აგრეთვე ხელს შეუწყობენ მომავალი სპეციალისტების მომზადების, ბიზნესის და სამართლის მიმართულებით კვლევების ჩატარების მიმართულებით.  საქართველოს პირველი არხი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ბიზნესისთვის აქტუალური და პრობლემური საკითხების გაშუქების პროცესში ჩართულობის მიზნით შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს, საქართველოს პირველ არხსა და შპს „ბიზნეს მედია კორპორეიშენს“ შორის. 6 რეგიონული შეხვედრები ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Business) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაციისა და არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ რეგიონული შეხვედრები (ახალციხე, ფოთი, ქუთაისი და თელავი) გამართა. ინიციატივა საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას და მედიაცია/არბიტრაჟის კომერციულ დავებში გამოყენების ხელის შეწყობას ემსახურებოდა. საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერებისა და მისი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტების და ინიციატივების განხორციელება. ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მიერ დასმული Top 3 გამოწვევა  ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური და პროპორციული რეგულაციები  საჯარო სექტორში ბიუროკრატიული პროცესების ეფექტიანობა  სასამართლოში დავების განხილვის ვადები 7 საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ დაიწყო დასმული პრობლემების შესწავლა და მათ ნაწილზე შესაბამისი უწყებების მისამართით გაიცა რეკომენდაციები, მათ შორის:  დიზელის საწვავის ევრო 4-ის სტანდარტის ერთწლიანი გამოყენების შესახებ მოკლე აღწერა: საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2020 წლის 1 იანვრიდან ევრო 5-ის სტანდარტის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებებით მომართეს შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“ და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა“. განმცხადებლები ახალი სტანდარტის ამოქმედების პარალელურად ბაზარზე არსებული ევრო 4-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის შემდგომი რეალიზაციის აკრძალვაზე 1 წლიანი მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვდნენ. გაცემული რეკომენდაცია: ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოქმედი სუბიექტების სამეწარმეო ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მიერ დაყენებული საკითხი და მისი დადებითად გადაწყვეტის მიზნით რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. შედეგი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განიხილა საკითხი, სრულად დააკმაყოფილა ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული რეკომენდაცია და 2021 წლის 1 იანვრამდე ევრო 4-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის რეალიზაცია ნებადართულია.  თამბაქოს ახალ ნაწარმზე განსხვავებული რეგულაციების არსებობის აუცილებლობასთან დაკავშირებით მოკლე აღწერა: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში თამბაქოს ახალ ნაწარმზე განსხვავებული რეგულაციების არსებობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. განმცხადებლის ინფორმაციით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული განმარტებების გარკვეული ნაწილი არ შეესაბამებოდა ევროკავშირის „თამბაქოს ნაწარმის დირექტივას“, რაც მნიშვნელოვან ბარიერს უქმნიდა კერძო სექტორის წარმომადგენლებს. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნული ოყო, რომ არაწვადი თამბაქოს ახალი ნაწარმი არ უნდა განიმარტებოდეს, როგორც თამბაქოს ნაწარმი, ვინაიდან ისინი სრულიად ახალი პროდუქტებია, შესაბამისად, საჭიროებდა სხვაგვარ განმარტებასა და რეგულირებას. გაცემული რეკომენდაცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა გაიზიარა ასოციაციის განცხადებაში დასმული საკითხის მნიშვნელობა და დადებითად გადაწყვეტის მიზნით რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. შედეგი: საქართველოს მთავრობამ ნაწილობრივ გაიზიარა ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია. კერძოდ, თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონს დაემატა თამბაქოს ახალ ნაწარმის განმარტება და მათზე არ გავრცელდა რეგულაცია, რომელიც გულისხმობს თამბაქოს პროდუქტებზე სპეციალური პიქტოგრამების განთავსებას. 8  ნედლი ნავთობის ბუნებრივი დანაკარგების შესახებ მოკლე აღწერა: ნედლ ნავთობზე არსებული ბუნებრივი დანაკარგების რეგულირების შესახებ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა. განმცხადებლის ინფორმაციით, ნედლ ნავთობზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმა არ არსებობის გამო, კომპანიებს ექმნებათ პრობლემები. კერძოდ, დანაკარგების რაოდენობა ეთვლებათ გადამუშავებულ პროდუქციად და მიღებული შემოსავლიდან უწევთ გადასახდელების გადახდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის და შესაბამისად ნავთობტერმინალები ითხოვდნენ, შემოსავლების სამსახურს შემჭიდროვებულ ვადაში განესაზღვრა და დაემტკიცებინა ნედლი ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები. გაცემული რეკომენდაცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა გაიზიარა განცხადებაში დასმული საკითხის მნიშვნელობა და საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით რეკომენდაციით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს. შედეგი: სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა საკითხი, სრულად დააკმაყოფილა ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული რეკომენდაცია და დაადგინა ნედლი ნავთობის დანაკარგების ნორმები.  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მოკლე აღწერა და გაცემული რეკომენდაცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ საქართველოს პარლამენტში გაიგზავნა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ შენიშვნები. შედეგი: საქართველოს პარლამენტმა რიგ შემთხვევებში გაიზიარა ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია და შედეგად, დაიხვეწა საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი. ცვლილებები შევიდა „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-11 და მე-12 მუხლებში. აგრეთვე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის პროექტის მე-6 მუხლში, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის (რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი/საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება) სასარგებლოდ, თუ უზრუნველყოფა არ ხორციელდება საკუთრების გადასვლის პირობით. 9  ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების სალარო აპარატებით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით მოკლე აღწერა: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა სავაჭროკომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანებამ, ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების სალარო აპარატებით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. განცხადების მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან, ყველა მოვაჭრე რომელიც ბაზრობის ტერიტორიაზე საქმიანობს, ვალდებული იქნება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი. ამავე პერიოდიდან, ისეთი არასტაციონარული სავაჭრო ობიექტის არსებობა, რომელიც არ იქნება უზრუნველყოფილი საკონტროლო-სალარო აპარატით, ჩაითვლება სამართალდარღვევად და გამოიწვევს ბაზრობის ორგანიზატორის დაჯარიმებას. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესასრულებლად, ბაზრობების ტერიტორიაზე მთელი რიგ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება იყო საჭირო, განმცხადებელი ითხოვდა რომ აღნიშნული ნორმის ამოქმედება გადავადებულიყო. გაცემული რეკომენდაცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა გაიზიარა სავაჭროკომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანების მიერ დასმული საკითხის მნიშვნელობას და მხარდაჭერის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი დასკვნით მიმართა საქართველოს პარლამენტს. შედეგი: საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებული არგუმენტები და 2022 წლის 1 იანვრამდე არასტაციონარული სავაჭრო ადგილებისთვის გადავადდა საკონტროლო სალარო აპარტის გამოყენების ვალდებულება.  არაალკოჰოლური სასმელების მარკირების შესახებ მოკლე აღწერა: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მომართა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებელთა ასოციაციამ არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირების საკითხთან დაკავშირებით. არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები სავალდებულო მარკირების ნომინალურ ღირებულების გადახდის ვალდებულების კერძო სექტორისთვის დაკისრების გადავადებას ითხოვდნენ. არაალკოჰოლური სასმელები (წყლები, ნატურალური წვენები, მინერალური წყლები და ა.შ.) საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ექვემდებარება სავალდებულო მარკირებას, რომლისთისაც გადაიხდევინება მარკირების ნომინალური ღირებულება. სავალდებულო მარკირების მომსახურებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეული პირი (შპს „სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია“). არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირების ვალდებულება ამოქმედდა 2015 წლის 1 ნოემბრიდან და ამოქმედებიდან 2019 წლის ბოლომდე სავალდებულო მარკირების ნომინალურ ღირებულებას იხდიდა შემოსავლების სამსახური. გაცემული რეკომენდაცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარტმა გაიზიარა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებელთა ასოციაციის მოთხოვნა და საკითხის გადასაწყვეტად შუამდგომლობით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. შედეგი: საქართველოს მთავრობამ გაიზიარა ბიზნესომბუდსმენის შუამდგომლობა და ფინანსთა მინისტრის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალურ ღირებულების გადახდას 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს. 10 2020 წლის საქმიანობის პრიორიტეტული თემები:  კოვიდ19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში მხარდაჭერა, მათ შორის: მეწარმე სუბიექტების სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების (ქონებრივი) და საგადასახადო საკითხების მიმართულებით  კოვიდ19-ით დაზარალებული ინდუსტრიებისთვის სახელმწიფო პროგრამების დანერგვისა და იაფ საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა  ბიუროკრატიული პროცესების ეფექტიანობის ხელშეწყობა  E-commerce-ის განვითარების მიზნით, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა  სასამართლოს მეგობრის ფუნქციის (Amicus Curiae) გაძლიერება  დავის ალტერნატიული მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა  რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) სისტემის დანერგვის მხარდაჭერა  ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება საკონტაქტო ინფორმაცია მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7 ცხელი ხაზი: +995 32 2 282828 ელ. ფოსტა: ask@businessombudsman.ge სოციალური ქსელი: www.facebook.com/businessombudsman/ ბიზნესომბუდსმენის პორტალი: www.portal.businessombudsman.ge 11