საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2019 წლის 21 მაისს, ქ. კიევში ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოქმის 2020 წლის 26 მარტიდან ძალაში შესვლის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.05.2020
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-6743/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-27
ბიუროს ნომერი 351

📜 ტექსტი

წერილი
13532-01-2-202005232245 № 01/13532 23/05/2020 საქართველოს პარლამენტის აპარატი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად და უკრაინული მხარის მიერ მოწოდებული შეტყობინების საფუძველზე, გაცნობებთ, რომ 2019 წლის 21 მაისს, ქ. კიევში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოქმი ძალაშია 2020 წლის 26 მარტიდან. პატივისცემით, ირინე ბართაია დეპარტამენტის დირექტორი საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი