ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.05.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აპარატი
ნომერი
#[3a10]/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2020-05-29

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 3983/3-24/20 05-05-2020 საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ბატონო გიორგი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მაისის თვის ბოლო პარასკევს პლენარულ სხომაზე პირადად უპასუხოთ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს:  რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში, რა გავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარობის გაუარესებაზე და რა ზომებს ღებულობს მთავრობა მის გამოსასწორებლად?  რა მდგომარეობაშია ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში?  რითი აპირებთ პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერებას მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში? პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ცხრილი
საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოს, მთავრობის წევრის ინტერპელაციის წესით მოსმენა (დრო -1/2) (რეგლამენტი მუხ.149) გამომსვლელის დასახელება გამოსვლის დრო № 1. შეკითხვის ავტორი (პარლამენტის წევრთა ჯგუფი, ფრაქცია) 2. დროის გაგრძელება შენიშვნა 5 წთ. არანაკლებ შვიდკაციანი ადრესატის პასუხი 10 წთ. 5 წუთი (საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანო, მთავრობის წევრი) 3. შეკითხვის ავტორის დაზუსტება 1.5 წთ. 4. ადრესატის პასუხი 5 წთ. შესვენება 30 წუთი დ ე ბ ა ტ ე ბ ი 5. დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი 2.5 წთ. 6. იმ ფრაქციის წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში 7.5 წთ. 7. უმრავლესობის წარმომადგენლები 22.5 წთ. 8. ადრესატის დასკვნითი სიტყვა 10 წთ. შენიშვნა: შეკითხვების რაოდენობის გათვალისწინებით, პარლამენტის ბიურო პროპორციულად ამცირებს ინტერპელაციით გათვალისწინებულ დროებს, იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეკითხვაზე ყველა პროცედურის გავლა.