საქართველოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მომართვა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/439; 26.02.2020) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-27
ბიუროს ნომერი 351
📜 ტექსტი
წერილი
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-5532/20
25-05-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (№07-3/439; 26.02.2020).
საქართელოს
პარლამენტის
ბიუროს
2020
წლის
2
მარტის
N331/3
გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე წამყვანი კომიტეტია
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, ხოლო იმ კომიტეტად რომლის
დასკვნაც უნდა ერთოდეს პროექტს განისაზღვრა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი,
რომელსაც საქართველოს პარლამნტის ბიუროს 2020 წლის 13 აპრილის N342/18
გადაწყვეტილებით დასკვნის წარმოსადგენად განსაზღვრული აქვს ვადა 2020 წლის 25
მაისამდე. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, წამყვანი კომიტეტისთვის რეგლამენტის
პროექტის განხილვის მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 8 ივნისი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის 2020 წლის 25 მაისის N25518/20 წერილის შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნულ ვადაში რეგლამენტის პროექტის
განხილვა ვერ ხერხდება, მოთხოვნილია განხილვის ვადის გაგრძელება 2 თვით.
აქედან გამომდინარე გთხოვთ, აღნიშნული რეგლამენტის პროექტის განხილვის ვადა,
შესაბამისად როგორც წამყვანი, ასევე იმ კომიტეტისთვის, რომლის დასკვნაც უნდა
ერთოდეს კანონპროექტს გააგრძელოთ 2 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გურამ მაჭარაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge