„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
ნომერი
#07-3/455/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ3“ ქვეპუნქტი: „მ3) პენსიონერი-ყველა სარჩელზე.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი საგანგაშოა. ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობის მაღალი დონე და სამომხმარებლო ფასების ზრდა განაპირობებს საზოგადოების გაჭირვებას. UNICEF-ის შეფასებით, დაუცველობის მაღალ ხარისხს ხშირად ისეთი სიტუაციებიც განაპირობებს, როცა ადამიანები მოულოდნელად ღარიბდებიან. ეს შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა დარტყმებმა, როგორიცაა უმუშევრობა, ავადმყოფობა ან ოჯახის წევრის სიკვდილი, რამაც შეიძლება უცებ გააღარიბოს ოჯახი.1 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ცხოვრობდა.2 ვითარება საგანგაშოა. მონაცემები ადასტურებს იმ ფაქტს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. სოციალურ მდგომარეობას დამატებით აუარესებს ინფლაციის ზრდაც. ამასთან, პანდემიის, კოვიდ 19-ის ახალი გამოწვევის ფონზე გაიზარდა რისკი ეკონომიკური პრობლემების დაძლევის. აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე, უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება საზოგადოების ასაკოვან ნაწილს. ამ ასაკში ადამიანს ჯანსაღ კვებასთან ერთად ესაჭიროება მედიკამენტებიც. მედიკამენტების ფასი კი იმდენად მაღალია, რომ სახელმწიფო პენსია არ არის საკმარისი. ხშირია შემთხვევები, როცა მედიკამენტების შეძენის 1 https://www.unicef.org/georgia/ka/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97% E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9 8-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90 2 https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done მიზნით, პენსიონერები წინასწარ იღებენს რამდენიმე თვის პენსიას, რაც მათ ისედაც რთულ ყოფას უფრო ამძიმებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი შეადგენს 199.6 ლარს.3 ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა კი განისაზღვრება 220 ლარით. ამ თანხით უწევს არსებობა უამრავს ადამიანს. ნათელია, რომ იმ შემთხვევისთვის, თუ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირს დაჭირდა მართლმსაჯულება, ის ვერ შეძლებს მიმართოს სასამართლოს, რადგან არ ექნება ამის ფინანსური შესაძლებლობა. ასეთი ადამიანები, ელემენტარულად ბაჟის გადახდას ვერ შეძლებენ. ამგვარ მოცემულობაში კი დაირღევა მათი, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ევროპული კონვენციით დადგენილი გარანტირებული უფლება, რომ თავის უფლებათა დასაცავად მიმართონ სასამართლოს. თანამდეროვე სახელმწიფოს ფუქციაა, უზრუნველყოს სამართლებრივი მშვიდობა და სამართლებრივი უსაფრთხოება. მას აქვს ძალაუფლების მონოპოლია და კრძალავს მოქალაქეთა მიერ თვითიუსტიციის განხორციელებას. სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა, ადამიანებისათვის უზრუნველყოს უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სამართლებრივი გზა და სოციალური კონფლიქტები მოაქციოს სახელმწიფოს მიერ დადგენილ და უზრუნველყოფილ სამართლებრივ პროცესებში.4 საქართველოს კონსტიტუცის 31-ე მუხლის პირველი პუქნტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ადიმიანებისთვის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზება. უფრო მეტიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „ეს ნორმა ადგენს უფლებას სამართლიან სასამართლოზე, რომლის შინაარსი და ფარგლები განსაზღვრულია თავად კონსტიტუციით და საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით. კერძოდ, ეს უფლება არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის (სარჩელის შეტანის) შესაძლებლობას გულისხმობს, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში 3 4 https://www.geostat.ge/ka/modules/categories/49/saarsebo-minimumi http://www.library.court.ge/upload/Constitution_Commentary_Human_Rights.pdf გვ 517. გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. ამასთან, იმისათვის რომ შედგეს კონკრეტული დავის სამართლიანი განხილვა და მიღებულ იქნეს ობიექტური გადაწყვეტილება, ეს უფლება მოიცავს შესაძლებლობათა შემდეგ მინიმუმს: პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს მისი საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენა, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და დაიცვას თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სასამართლო განხილვა მოხდეს გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში და საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა სასამართლომ“.5 სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების მნიშვნელობაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება მე-6 მუხლით დაცული გარანტიების თანდაყოლილი ასპექტია.6 6.1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, მოითხოვს, რომ მომჩივნებს ჰქონდეთ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს დაიცვან საკუთარი სამოქალაქო უფლებები.7 მნიშვნელოვანია, რომ პენსიონერ ადამიანებს ჰქონდეთ სამართლიანი მართლამსაჯულების მიღების შესაძლებლობა. მათი უფლებების დაცვისთვის კანონმდებელმა უნდა შექმნას ეფექტური მექანიზმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი მიზნად ისახას საპენსიო ასაკს მიღწეული პირის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას, რომ მან უფლებათა დასაცავად თავისუფლად მიმართოს სასამართლოს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღნიშნული ცვლილების გარეშე არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ პირმა ვერ ისარგებლოს მართლმსაჯულების გარანტირებული უფლებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: 5 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის № 1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.1-ლი პუნქტი. 6 გოლდერი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (§§28-36)203 7 ბელესი და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, § 49 საკანონმდებლო ცვლილებებით, პენსიონერი სასამართლოში გათავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მიმართვისას ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში. სახელდობრ, აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს ემატეა მ3 ქვეპუნქტი რომლის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან პენსიონერები ყველა სარჩელზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი დაკავშირებულია პენსიონერი პირების კონსტიტუციური უფლებების დროულ რეალიზებასთან კერძოდ, მათ უნდა შეძლონ თავის უფლებათა დასაცავად დროულად მიმართონ სასამართლოს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდენოს სახელმწიფო ბიუჯეტის 20202023 წლების საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, დადგენილი რეგულაციის მიხედვით, ის პენსიონრები, რომლებიც უფლებების დასაცავად მიმართავენ სასამართლოს გათავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ თანხების მიმართება არ მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის 20202023 წლების ხარჯვით ნაწილზე. აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კანონპროექტის მიღებამ მიმართვიანობის ზრდაზე, შესაძლოა რამაც გავლენა იქონიოს მოსალოდნელია სასამართლოებში გამოიწვიოს საერთო სასამართლოების ხარჯების ზრდა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პენსიონერი პირები სასამართლოში მიმართვის დროს სახელმწიფო ბაჟს აღარ გადაიხდიან. აღნიშნული რეგულაცია მათ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას შეამსუბუქებს, განსაკუთრებით კი იმ პენსიონერთა მდგომარეობას, რომლებიც ფინანსური ტვირთის გამო უფლებების დასაცავად ვერ მიმართავენ სასამართლოს. პენსიონერებისათვის მოსალოდნელი ფინანსური შედეგი დამოკიდებული იქნება ბაჟის განაკვეთებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით ხდება პენსიონრების გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საერთო სასამართლოებში განსახილველ სარჩელებზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება ამგვარ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზა- ცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში, გამოყენებულ იქნა სხვა ქვეყნების გამოცდილება. ამ მხრივ, გაანალიზდა რიგი ქვეყნების კანონმდებლობა და გამოიკვეთა შემდეგი სურათი: • • • • • • ლუქსემბურგი- სასამართლო ბაჟი არ არსებობს; საფრანგეთი- სასამართლო ბაჟი არსებობს მხოლოდ კომერციული დავებისას, სხვა შემთხვევაში საქმის წარმოებაში მიღება უფასოა; ბელგია- განცხადების საფუძველზე შესაძლებელია სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის ბაჟის (აპლიკანტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შემდგომ); გერმანია - განცხადების საფუძველზე შესაძლებელია სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლება (აპლიკანტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შემდგომ); ესტონეთი - სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლებულია ისეთი საქმეები, რომლებიც ეხება პენსიის მიღების უფლებას ან/და კონკრეტულ საპენსიო სქემაში არსებულ ხარვეზებს; სლოვაკეთი - სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლებულია ისეთი საქმეები, რომლებიც ეხება დამატებითი საპენსიო დანაზოგის ან პენსიაზე გასვლის საკითხებს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია