„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
27.05.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სერგი კაპანაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო - რეგიონები"
ნომერი
#07-3/457/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ამ კანონის ღონისძიების მიზანია, სახით, ერთჯერადი ქვეყანაში ხასიათის არსებული დროებითი და განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმ პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისგან ან/და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 "სართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" დეკრეტის მე-8 მუხლის საფუძველზე 2020 წლის 21 მარტიდან ამ კანონის ამოქმედებამდე დაეკისრათ პასუხისმგებლობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო. მუხლი 1. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული სახდელისაგან ჯარიმისგან ან/და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდეს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი. მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა ორგანოებმა ზემოაღნიშნულ საქმეების განხილვისას და გადაწყვეტისას იხელმძღვანელონ ამ კანონის შესაბამისად. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი: კორონა ვირუსის გავრცელებამ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. გაჩერებულმა ეკონომიკამ, დაკარგულმა სამუშაო ადგილებმა, შემცირებულმა ხელფასებმა მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა მეტად დააზარალა. 2020 წლის 21 მარტს გამოცემულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომლითაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა. ამავე დეკრეტის მე-8 მუხლით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევთა მიმართ დადგენილ იქნა არსებულ რეალობას აცდენილი და შეუსაბამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები. ფიზიკურ პირთა მიმართ - 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთათვის 15 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციები. დეკრეტის შინაარსის გარდა, პრობლემას წარმოადგენს მისი აღსრულება. აღმოჩნდა, რომ სანქციების დაკისრების ნაწილში ხელისუფლებამ დეკრეტის მოქმედება გამოიყენა არასამართლიანად, რადგან მას ჰქონდა შერჩევითი ხასიათი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად პროექტის მიღების აუცილებლობა: ჩვენი ინფორმაციით, დეკრეტის მოქმედების პერიოდში, ჯარიმის სახით ჯამში გამოწერილ იქნა 23 მლნ. ლარზე მეტი ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა. გადახდის 30 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო საგანგებო მდგომარეობის დასრულების დღიდან. გამომდინარე მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობიდან, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ მიღებულ უნდა იქნას ამნისტიის კანონი, რომელიც დაჯარიმებულ პირებს გაათავისუფლებს დაკისრებული შეუსაბამო და უსამართლო ფინანსური ვალდებულებების შესრულებისგან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: შედეგად ის მოქალაქეები, რომლებსაც დაეკისრათ შეუსაბამო ჯარიმები გათავისუფლდებიან ფინანსური ვალდებულებების შესრულებისგან, რაც მათი ეკონომიკური მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის პროექტი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ათავისუფლებს დეკრეტით დაწესებული უსამართლო სანქციებისგან. პროექტის გააჩნია პრეამბულა, რომელშიც ის პრინციპებია მოცემული რის საფუძვლეზეც კანონი უნდა იქნეს მიღებული. ასევე მოცემულია იმ პირთა წრე, ვისზეც კანონის მოქმედება გავრცელდება. პირველი მუხლი ეხება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. მეორე მუხლი ეხება უფლებამოსილი პირების ქმედებებს, ხოლო მესამე მუხლში მოცემულია კანონის ამოქმედების ვადა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): - ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გამომდინარე იქიდან, რომ ამნისტია ეხება უკვე განხორციელებულ ქმედებებს მისი მოქმედება გავრცელდება 2020 წლის 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის მთელი პერიოდის ჩათვლით. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ახალი კანონის მიღებისას მისი დაჩქარებული წესით განხილვას, წარმოდგენილ კანონპროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი ვერ გავრცელდება. ბ) პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან საშუალოვადიან დაკავშირებული აუცილებელი პერიოდში ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) პროექტის გავლენა საშემოსავლო ნაწილზე; სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება დაახლოებით 23 მლნ. ლარზე მეტი ოდენობის მისაღები თანხა, რაც უკვე დაკისრებული ჯარიმების გადახდით უნდა დამატებოდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. დაჯარიმებულია დაახლოებით 7,444 ფიზიკური (3000 ლარიანი ჯარიმით) და 18 იურიდიული პირი (15 000 ლარიანი ჯარიმით). ბ.გ) პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, (7444 ფიზიკური და 18 იურიდიული პირი) რომელთაც დაკისრებული აქვთ ფინანსური საჯარიმო სანქციები. ისინი გათავისუფლდებიან ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. ფიზიკური პირები - 3000 ლარის, ხოლო იურიდიული პირები - 15 000 ლარის ოდენობის გადასახადისგან. ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: გადასახადი, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელები არ დგინდება. ერთჯერადად ხდება ჯაირმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლება ფიზიკური პირის შემთხვევაში 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 15 000 ლარის ოდენობით. გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: - ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: - ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: - ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: - ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი სერგი კაპანაძე. ვ) პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო რეგიონები".