„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნოკოდექსი“ცვლილების შეტანის
შესახებ“
მუხლი
1.
საქართველოს
(www.matsne.gov.ge),
საარჩევნო
მიღების
კოდექსში
თარიღი:
(საქართველოს
27/12/2011,
საკანონმდებლო
სარეგისტრაციო
მაცნე
კოდი:
010190020.04.001.016032) განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
1) მე-19 მუხლის:
ა. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ნიშნავენ ცესკოს მიერ,
თითოეული საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ობიექტური და მიუკერძოებელი პროცედურების
მეშვეობით, შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე, წილისყრის შედეგად გამოვლენილი
საარჩევნო სუბიექტები, ხოლო 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო,
შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.“
ბ. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა
წარედგინოს ცესკოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურიდან 7
კალენდარული დღის ვადაში. თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ
დანიშნავენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ცესკოს ამ ვადის ამოწურვის მომდევნო
დღიდან უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა
რაოდენობა 12-მდე შეავსოს.“
2) 24-ე მუხლის:
ა. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საუბნო საარჩევნო კომისიის 12 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული
შემადგენლობის უმრავლესობით.“
ბ. მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი 2020 წ.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
კანონპროექტი მიზნად ისახავს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური
პარტიების წარმომადგენლობის გაზრდას, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობაში არჩევნების
მიმართ ნდობის ამაღლების და შესაბამისად, მისი ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად.
ამჟამად, ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში
მონაწილეობენ მხოლოდ ის პარტიები, რომლებსაც მიეკუთვნათ მანდატები და შექმნეს ფრაქცია
(საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილი - „პარტიები, რომლებიც ცესკოს
თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყვნენ დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის
მეშვეობით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რომლებსაც ამ კანონის 125-ე
მუხლის მე-4−მე-9 პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნათ საქართველოს პარლამენტის წევრთა
მანდატები და რომლებმაც შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია.“) თავის მხრივ, ასეთი პარტიების
მონაწილეობით დაკომპლექტებული ცესკო (5+1 წევრს) და თავად ეს პარტიები (6 წევრს)
აკომპლექტებენ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ხოლო ეს საოლქო საარჩევნო კომისიები (6 წევრს)
და ისევ იგივე პარტიები (6 წევრს) აკომპლექტებენ საუბნო საარჩევნო კომისიებს. როგორც
ვხედავთ, მე-13 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პარტიების როლი დომინანტურია
საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში და სხვა საარჩევნო სუბიექტებს
არანანაირი
მონაწილეობა არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით თითქოს ბალანსია დაცული,
აღმოვჩენთ, რომ განსაკუთრებით საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტებას ფაქტიურად
ერთპიროვნულად ახორციელებს რამოდენიმე პრივილეგირებული საარჩევნო სუბიექტი.
კანონპროექტი არ ეხება ცესკოს დაკომპლექტების წესს, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიის
დაკომპლექტებაში მონაწილეობს ყველა საარჩევნო სუბიექტი (წილისყრით), ხოლო საუბნო
საარჩევნო კომისიის 12-ივე წევრს აკომპლექტებს საოლქო საარჩევნო კომისია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ „ საქართველოს საარჩევნო კოდექსში“
ცვლილებების შეტანის გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის მიღების შედეგად, საარჩევნო ადმინისტრირების პროცესი გახდება უფრო
დემოკრატიული და გამჭვირვალე. მასში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა ყველა
საარჩევნო
სუბიექტს.
შესაბამისად,
გაიზრდება
არჩევნების
მიმართ
ნდობა
და
მისი
ლეგიტიმურობა. უფრო კონკრეტულად კი, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტებაში
მონაწილეობას მიიღებს ყველა საარჩევნო სუბიექტი, ნაცვლად პარტიათა შეზღუდული წრისა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის ძირითად არსი არის ის, რომ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში
წარმოდგენილი
პოლიტიკური
პარტიები
უნდა
შეირჩეს
შემთხვევითობის
პრინციპის
საფუძველზე, ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის.
დღეს არსებული მდგომარეობით (საარჩევნო კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი და მე-13
მუხლი), საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები შეირჩევიან მხოლოდ იმ პარტიების მიერ,
რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყვნენ დამოუკიდებლად ან
საარჩევნო ბლოკის მეშვეობით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რომლებსაც
მიეკუთვნათ
საქართველოს
პარლამენტის
წევრთა
მანდატები
და
რომლებმაც
შექმნეს
საპარლამენტო ფრაქცია.
აუცილებელია, რომ არჩევნებზე დარეგისტრირებულ ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდეს
თანაბარი შანსი, ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი საოლქო კომისიაში და უზრუნველყოფილი
იყოს მათი სრულფასოვანი მონაწილეობა ამ პროცესებში.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში არსებულ თითოეულ საარჩევნო ოლქში, ობიექტური
და მიუკერძოებელი პროცედურების მეშვეობით, შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე,
ცესკო
უზრუნველყოფს
თითოეული
საოლქო
კომისიისთვის
საარჩევნო
სუბიექტების
გამოვლენას, რომლებიც თავის მხრივ, დანიშნავენ 6 წევრს შესაბამის საოლქო კომისიაში და ამის
შესახებ ინფორმაციას წარუდგენენ ცესკოს 7 კალენდარული დღის ვადაში.
რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომელიც შედგება 12 წევრისაგან, ამჟამინდელი
რედაქციით (24-ე მუხლი), 6 წევრს ირჩევს ცესკო, ხოლო 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო
საარჩევნო კომისია, ანუ, პარტიათა შეზღუდული წრე, ნაცვლად ყველა საარჩევნო სუბიექტისა.
კანონპროექტის მიხედვით, თორმეტივე წევრს აირჩევს საოლქო საარჩევნო ოლქი, სადაც, თავის
მხრივ, ამავე კანონპროექტის მიხედვით, წარმოდგენილი იქნება შემთხვევითობის პრინციპის
საფუძველზე
შერჩეული
ყველა
საარჩევნო
სუბიექტი.
ანუ,
ფაქტიურად,
პარტიებს
წარმომადგენელები ეყოლებათ საუბნო კომისიაში, შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული
ადგილების მიხედვით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონის
ამოქმედება
არ
მოითხოვს
რაიმე
ღონისძიებას,
ან
პერიოდს.
შესაბამისად,
მიზანშეწონილია მხოლოდ მისი დაუყოვნებლივ ამოქმედება. აგრეთვე გათვალისწინებული არაა
უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
ასეთი არ არსებობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი;
პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
გამოყენებული