„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტორიზაციის საბჭოები საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ავტორიზაციის
ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებენ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;
დ) პროფესიული პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.“.
ბ) მე-21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-22 პუნქტი:
„22. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება
მიღებული იქნება სასწავლო წლის მიმდინარეობისას, შესაბამისი საგანმანათლებლო
დაწესებულების შუამდგომლობისა და სტუდენტების/მოსწავლეების კანონიერი ინტერესების
გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, მიუხედავად
ავტორიზაციის დარჩენილი ვადისა, შესაბამისი გადაწყვეტილებით სტუდენტებს/მოსწავლეებს
მიმდინარე სასწავლო წელი დაასრულებინოს აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და
ავტორიზაციის გაუქმების ან ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული
გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად მიუთითოს არაუგვინეს მიმდინარე სასწავლო
წლის დასრულების თარიღი.“.
2. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-31 პუნქტი:
„31. თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ
განხორციელებული ორი ან მეტი პროფესიული პროგრამიდან რომელიმე პროგრამა არ არის
შესაბამისობაში ამ კანონის მე-7 მუხლის 22 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
სტანდარტთან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო
უფლებამოსილია, ნაცვლად ავტორიზაციის გაუქმებისა, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული
პროფესიული პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.“.
3. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს
გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად,
ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას,
რომლის
ფარგლებშიც
საგანმანათლებლო
დაწესებულებას
ეზღუდება
აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის
კანდიდატთა/სტუდენტთა/დოქტორანტობის
კანდიდატთა/პროფესიულ სტუდენტთა/აპლიკანტთა/მოსწავლეების მიღების უფლება;
გ) მოსწავლეებს/სტუდენტებს უფლება აქვთ, ამ კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად,
ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით გააგრძელონ სწავლა იმავე საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ან გადავიდნენ სხვა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) სტუდენტებს, ამ კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ
განსაზღვრული ვადის გასვლიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ავტორიზაციაზე უარის
თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში
შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და ისინი უფლებამოსილნი
არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით;
ე) პროფესიულ სტუდენტებს ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების, ან
პროფესიული პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ ავტორიზაციის
საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ პროფესიული
სტუდენტის სტატუსი და ისინი უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით;
ვ) აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ –
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის
მიხედვით მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში,
შეუძლიათ ისარგებლონ მობილობის უფლებით;
ზ) მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებიც მოხვდნენ სამაგისტრო გამოცდების
კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში, შეუძლიათ ისარგებლონ მობილობის უფლებით;
თ) აპლიკანტებს, რომლებმაც ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს შესაბამის პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში,
შეუძლიათ ისარგებლონ მობილობის უფლებით.“.
4. 22-ე მუხლის 34 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 35 პუნქტი:
„35. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება
მიღებული იქნება სასწავლო წლის მიმდინარეობისას, შესაბამისი საგანმანათლებლო
დაწესებულების შუამდგომლობისა და სტუდენტების/მოსწავლეების კანონიერი ინტერესების
გათვალისწინებით, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია სასწავლო პროცესის უწყვეტობის
მიზნით, მიუხედავად აკრედიტაციის დარჩენილი ვადისა, შესაბამისი გადაწყვეტილებით
სტუდენტებს/მოსწავლეებს დაასრულებინოს მიმდინარე სასწავლო წელი აღნიშნულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტებულ რეჟიმში და აკრედიტაციის გაუქმების ან
ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის
თარიღად მიუთითოს არაუგვინეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი.“.
5. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე
უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე
განსახორციელებელ
საგანმანათლებლო
პროგრამაზე
აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის
კანდიდატთა/სტუდენტთა/დოქტორანტობის კანდიდატთა მიღების უფლება;
ბ) სტუდენტი, რომელიც სწავლობს სახელმწიფო დაფინანსებით, უფლებამოსილია, ამ კანონის 22ე მუხლის 35 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს
დაფინანსება ან მობილობით გადავიდეს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და
მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ
საგანმანათლებლო პროგრამაზე;
გ) სტუდენტი, რომელიც სწავლობს მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე განსახორციელებელ
საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ კანონის 22-ე მუხლის 35 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის
საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აკრედიტაციაზე
უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების
ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილია
ისარგებლოს მობილობის უფლებით;
დ) აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ –
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის
მიხედვით მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, შეუძლიათ
ისარგებლონ მობილობის უფლებით;
ე) მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებიც მოხვდნენ სამაგისტრო გამოცდების
კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში, შეუძლიათ ისარგებლონ მობილობის უფლებით.
2. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის/აკრედიტაციის
გაუქმების შემთხვევაში:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აგრძელებს ამ პროგრამის განხორციელებას
ავტორიზებულ რეჟიმში;
ბ) მოსწავლეებს უფლება აქვთ სწავლა გააგრძელონ იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სხვა
დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.
6. 322-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საგანმანათლებლო დაწესებულებების
პროგრამების აკრედიტაცია“;
ხელახალი
ავტორიზაცია
და
საგანმანათლებლო
ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-25 პუნქტები:
„22. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა
ეწურებათ 2020 წლის განმავლობაში, მიმდინარე ავტორიზაციის ვადა გაუხანგრძლივდეთ 2020
წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
23. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა
ეწურებათ 2021 წლის 1 მარტამდე, მიმდინარე ავტორიზაციის ვადა გაუხანგრძლივდეთ 2021 წლის
1 ივლისამდე.
24. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული
საგანმანათლებლო პროგრამებისა), რომლებსაც აკრედიტაციის ვადა ეწურებათ 2020 წლის
განმავლობაში, მიმდინარე აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდეთ 2020 წლის 31 დეკემბრის
ჩათვლით.
25. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამებს (გარდა 2011-2012 წლებში
აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა), რომლებსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა
ეწურებათ 2020 წლის განმავლობაში, მიმდინარე აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდეთ 2021
წლის 1 ივლისამდე.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 324 მუხლი:
„მუხლი 324. 2020 წლის 1 იანვრიდან - 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილ საავტორიზაციო
განაცხადებზე წარმოების ვადის შეჩერება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, ცენტრში 2020
წლის 1 იანვრიდან - 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადზე ან
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით ავტორიზაციის დებულებით
გათვალისწინებულ ისეთ ადმინისტრაციულ წარმოებებზე, რომელთა განხორციელებაც ცენტრის
დირექტორის გადაწყვეტილებით შეუძლებელია დაწესებულებაში ავტორიზაციის ექსპერტთა
ჯგუფის ვიზიტის განხორციელების გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეჩერდეს 2021
წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2.
ამ კანონის მე-6 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება
იმ საგანმანათლებლო
დაწესებულებების/საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ, რომელთა შესახებაც ამ კანონის
ამოქმედებამდე მიღებულია ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს მიერ ერთ-ერთი
გადაწყვეტილება
ან/და
ამ
კანონის
ამოქმედებამდე
ამოეწურათ
მიმდინარე
ავტორზაციის/აკრედიტაციის ვადა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ
ცენტრში ამ დაწესებულების ავტორიზაციასთან/ პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებით არ
მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
მუხლი 3.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის
ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს სათანადო
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2
პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილნი არიან მიიღონ გადაწყვეტილება
საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების
შესახებ. შესაძლებელია, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი ემთხვეოდეს
სასწავლო წლის მიმდინარეობას, რა დროსაც შესაძლოა სტუდენტისთვის ვერ იქნეს
უზრუნველყოფილი სასწავლო პროცესის უწყვეტობა. თავის მხრივ, მობილობის გამოცხადება და
ჩატარება საჭიროებს გარკვეულ ვადებს, რომლის დროსაც სტუდენტი მოწყვეტილია სასწავლო
პროცესს, რითაც ზიანდება მისი კანონიერი ინტერესი. ასეთ დროს სტუდენტებს ხშირად
ეკარგებათ ერთი სემესტრი. კერძოდ, ისინი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვერ ასრულებენ
მიმდინარე სემესტრს და ვერც სხვა დაწესებულებაში ახერხებენ დროულად მობილობით
გადასვლას და მიმდინარე სემესტრის იქ დასრულებას. შემოთავაზებული საკანონმდებლო
ცვლილებები კი სწორედ აღნიშნული ინტერესის დაცვის აუცილებლობითაა განპირობებული.
2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი და „პროფესიული
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონი
აღარ
ითვალისწინებს
პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციას, რომლის გაუქმების შემთხვევაშიც შესაბამისი
საგანმანათლებლო დაწესებულება ვეღარ ახორციელებდა კონკრეტულ პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამას, ხოლო თვითონ დაწესებულება აგრძელებდა სხვა პროგრამების
განხორციელებას.
შესაბამისად, მოქმედი რედაქციით, თუკი დაწესებულება ახორციელებს ორ ან მეტ პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამას და ავტორიზაციის პირობების შემოწმების დროს რომელიმე
პროგრამა (და არა ყველა) ვერ დააკმაყოფილებს მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამის
სტანდარტს, დაწესებულებას გაუუქმდება ავტორიზაცია.
ამდენად, ზემოაღნიშნული შემთხვევისთვის დღის წესრიგში დადგა ავტორიზაციის გაუქმების
ნაცვლად სხვა, უფრო მოქნილი გადაწყვეტილების გაჩენის აუცილებლობა.
3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის
მიხედვით, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მიმართებით ავტორიზაციაზე
უარის თქმა ან ავტორიზაციის გაუქმება იწვევს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს.
შესაბამისად, მოქმედი რედაქციით, ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში,
საგანმანათლებლო სტატუსის მქონე დაწესებულება, მიმდინარე ავტორიზაციის დარჩენილი
ვადის მიუხედავად, კარგავს აღნიშნულ სტატუსს და ვეღარ ახორციელებს საგანმანათლებლო
საქმიანობას. კანონით დეტალურად არ არის განსაზღვრული გადაწყვეტილებების
სამართლებრივი შედეგი დაწესებულებისა და სტუდენტებისათვის. აღნიშნული შედეგების
დეტალური რეგულაციის აუცილებლობა ცალსახაა.
4. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის
მიხედვით, აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები,
ავტორიზაციის მსგავსად, არ არის დეტალურად რეგულირებული და ერთმანეთისგან
გამიჯნული. სტუდენტის სტატუსის დაუყოვნებლივ შეჩერება აკრედიტაციის გაუქმების ან
ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ანალოგიურად ლახავს სტუდენტის
უფლებას.
5. ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებმა (საგანგებო
მდგომარეობის შემოღება, ასევე გავრცელების პრევენციისა და შედეგების აღმოფხვრის სხვა
ღონისძიებები), ცხადია, გაართულა ავტორიზაციასთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებული
ადმინისტრაციული წარმოების პროცესი. კერძოდ, ის აქტივობები, რომელთა დისტანციურად
განხორციელება
შესაძლებელია,
ცენტრმა
განახორციელა
დისტანციურად,
თუმცა
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების
დაკმაყოფილების გამოკვლევა მოიცავს მატერიალური რესურსების შესწავლასაც, რაც
დაწესებულებაში ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის გარეშე ვერ განხორციელდება. აღნიშნულის გამო,
იმ დაწესებულებათა ინტერესის გათვალისწინებით, რომლებსაც ავტორიზაციის ან აკრედიტაციის
ვადა
ეწურებათ 2020 წლის განმავლობაში, მიზანშეწონილია ვადების გახანგრძლივება
გონივრული ვადით.
6. ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებმა (საგანგებო
მდგომარეობის შემოღება, ასევე გავრცელების პრევენციისა და შედეგების აღმოფხვრის სხვა
ღონისძიებები), ცხადია, ასევე გაართულა დაწყებული (მიმდინარე) ადმინისტრაციული
წარმოების პროცესი. ანალოგიურად, იმ შემთხვევაში, თუ წარმოება სრულად ვერ ჩატარდება
დისტანციურად, მიზანშეწონილია ადმინისტრაციული წარმოების ვადების შეჩერება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემების გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებული პრობლემის გადასაჭრელად და გამოწვევების სათანადოდ გასამკლავებლად
აუცილებელია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება,
რადგან მითითებული საკითხები საჭიროებს საკანონმდებლო მოწესრიგებას და ამასთან შეიქმნება
სამართლებრივი საფუძველი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის მიერ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოსაცემად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
1. კანონპროექტის მიღების შედეგად, გაცილებით მოქნილი გახდება საბჭოების საქმიანობა და მათ
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებები.
კერძოდ,
უმაღლესი
საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოებს,
სტუდენტთა/მოსწავლეთა
კანონიერი
ინტერესების
გათვალისწინებით,
ექნებათ
უფლებამოსილება:
ა) ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმდინარე ავტორიზაციის ვადის
ფაქტობრივად გაზრდა არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე;
ბ) ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმასთან ერთად, აუცილებლობიდან გამომდინარე,
მიმდინარე ავტორიზაციის გაუქმების შესახებ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება;
გ) ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ემთხვევა დაწყებულ სემესტრს,
საბჭოს უფლება ექნება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლა
დაუკავშიროს მიმდინარე წლის დასრულებას;
ანალოგიურად, მოქნილი იქნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილებები;
დ) ამასთან, სტუდენტებს მიეცემათ არჩევანის საშუალება, მიმდინარე წელი დაასრულონ ამ
დაწესებულებაში/პროგრამაზე თუ ისარგებლონ მობილობით და ამ დროის განმავლობაში მიიღონ
სახელმწიფო დაფინანსება ამავე პროგრამაზე.
იგივენაირად გადაწყდება საკითხი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების,
ასევე (ხელახალ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში.
2. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებისას, ორი ან მეტი პროფესიული
პროგრამიდან
რომელიმე
პროგრამა
არ
არის
შესაბამისობაში
პროგრამულ
სტანდარტთან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო
უფლებამოსილი იქნება, ნაცვლად ავტორიზაციის გაუქმებისა, მიიღოს გადაწყვეტილება
აღნიშნული პროფესიული პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.
3. ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გათვალისწინებით,
დაცული იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სტუდენტთა უფლებები, რადგან
დადგენილ ვადამდე გაუხანგრძლივდებათ ავტორიზაცია და პროგრამული აკრედიტაცია. ასევე,
ცენტრს ექნება საკმარისი ვადა, რათა ადმინისტრაციული წარმოება ჩაატაროს ხარისხიანად,
დადგენილი პირობებისა და პროცედურების დაცვით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებებს ემატება პროფესიული
პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების ჩამორთმევა.
2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლს ემატება მე22 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ავტორიზაციის საბჭოს დისკრეციას სასწავლო პროცესის
უწყვეტობის მიზნით, სტუდენტებს/მოსწავლეებს დაასრულებინოს მიმდინარე სასწავლო წელი
აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ავტორიზაციის გაუქმებისა ან ხელახალ
ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად
მიუთითოს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი, თუ საბჭოს გადაწყვეტილების
ძალაში შეცვლის თარიღი ემთხვევა დაწყებულ (მიმდინარე) სასწავლო წელს/სემესტრს.
ანალოგიური ცვლილება არის გათვალისწინებული ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის და
აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში 22-ე მუხლის 34 პუნქტით.
4. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 31 პუნქტის
თანახმად, თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ
განხორციელებული ორი ან მეტი პროფესიული პროგრამიდან რომელიმე პროგრამა არ არის
შესაბამისობაში პროგრამულ სტანდარტთან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილი იქნება, ნაცვლად ავტორიზაციის გაუქმებისა, მიიღოს
გადაწყვეტილება აღნიშნული პროფესიული პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების
ჩამორთმევის შესახებ.
5. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი
პუნქტი ითვალისწინებს ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შედეგების
დეტალურ რეგულირებას. დეტალურად არის გაწერილი, თუ რა სამართლებრივი შედეგი დადგება
როგორც დაწესებულებებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და იმ აბიტურიენტებისთვის,
რომლებიც ჩაირიცხნენ მსგავს პროგრამაზე, კერძოდ ასეთ შემთხვევაში:
5.1. დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს
გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან.
5.2. საგანმანათლებლო დაწესებულება საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აგრძელებს
საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო დაწესებულებას
ეზღუდება
აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის
კანდიდატთა/სტუდენტთა/დოქტორანტობის
კანდიდატთა/პროფესიულ
სტუდენტთა/აპლიკანტთა/მოსწავლეების
მიღების
უფლება.
საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს მხოლოდ არსებული სტუდენტებისთვის
განაგრძოს სასწავლო პროცესი საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული ვადით.
5.3. მოსწავლეებს/სტუდენტებს აქვთ არჩევანის უფლება - საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით
გააგრძელონ სწავლა იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ისარგებლონ მობილობის
უფლებით და გადავიდნენ სხვა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამავე უფლებით
სარგებლობენ აბიტურიენტები, მაგისტრანტობის კანდიდატები და აპლიკანტები, რომლებიც
ჩაირიცხნენ შესაბამის დაწესებულებაში.
სტუდენტებს/მოსწავლეებს უჩერდებათ სტატუსი
შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში.
6. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი
ითვალისწინებს აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების სამართლებრივი
შედეგების დეტალურ რეგულირებას. ავტორიზაციის გაუქმებისა და ავტორიზაციაზე უარის
თქმის ანალოგიურად არის გაწერილი უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის გაუქმებისა და აკრედიტაციაზე უარის თქმის შედეგები როგორც
დაწესებულებების, ასევე მოსწავლეების, სტუდენტების, აბიტურიენტების, მაგისტრანტობისა და
დოქტორანტობის კანდიდატებისთვის.
7. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 322-ე მუხლის 22-25
პუნქტები ითვალისწინებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივებას იმ
დაწესებულებებისა და პროგრამებისთვის, რომლებსაც ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადა
ეწურებათ
2020
წლის
განმავლობაში,
მათ
მიმართ
არ
არის
გამოტანილი
ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება და ცენტრში მიმდინარეობას შესაბამისი
ადმინისტრაციული წარმოება. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის გახანგრძლივების ვადები
განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ დამატებით რა გონივრული ვადა ესაჭიროება შესაბამისი
კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ხარისხიანად ჩატარებას.
8. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 324
მუხლი
ითვალისწინებს 2020 წლის 1 იანვრიდან - 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილი
საავტორიზაციო
განაცხადებზე
წარმოების
ვადის
შეჩერებას,
კერძოდ,
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, ცენტრში 2020 წლის 1
იანვრიდან - 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარმოდგენილ საავტორიზაციო განაცხადზე ან
ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებულ ისეთ ადმინისტრაციულ წარმოებებზე,
რომელთა განხორციელებაც ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით შეუძლებელია
დაწესებულებაში ვიზიტის განხორციელების გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების ვადა
ჩერდება 2021 წლის 1 იანვრამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი
პროექტით
გათვალისწინებულია
კანონის
ძალაში
შესვლა
მისი
გამოქვეყნებისთანავე იმის გათვალისწინებით, რომ ის პრობლემები, რომლის გადაჭრასაც
კანონპროექტი ისახავს მიზნად, მიზანშეწონილია აღმოფხვრილ იქნეს უახლოეს პერიოდში.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
წარმოდგენილი
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვის
აუცილებლობა
გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ რიგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციას და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას გასდის ვადა. ერთერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიმდინარე ავტორიზაციის ვადა გასდის 2020
წლის 12 ივლისს და მომდევნო თვეებში. ხოლო რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამებს, ნაწილ მათგანს უკვე ამოწურული აქვს აკრედიტაციის ვადები, ნაწილს კი ეწურება
მომდევნო თვეებში.
გასათვალისწინებელია, რომ ავტორიზაციის ვადის გასვლით დაწესებულებას ერთმევა
საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება და შესაბამისად არსებითად ზარალდება როგორც მისი,
ასევე იმ სტუდენტთა ინტერესები, რომლებიც სწავლობენ აღნიშნულ დაწესებულებაში.
აკრედიტაციის ვადის გასვლისას კი პროგრამები ხორციელდება მხოლოდ ავტორიზებულ რეჟიმში
(თუ დაწესებულებას იმავდროულად არ გასდის ავტორიზაციის ვადა), რაც, მოქმედი
კანონმდებლობით ამ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს ართმევს შესაძლებლობას ისარგებლოს
სახელმწიფო გრანტით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კანონმა მიმდინარე ავტორიზაციისა და
აკრედიტაციის ვადები გადაავადოს.
აღნიშნული გადავადების აუცილებლობა გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური
სიტუაციიდან, კერძოდ არსებული შეზღუდვების ფონზე, ცენტრი ვერ ახორციელებს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებას ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით,
ასევე ვერ ხორციელდება გარკვეული საგანმანათლებლო პროგრამების (მაგალითად: მედიცინა,
სტომატოლოგია, ინჟინერია, საბუნებისმეტყველო) შეფასება აკრედიტაციის სტანდარტებთან
მიმართებით. გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ავტორიზაციის
პროცესში საერთაშორისო ექსპერტის სავალდებულო ჩართულობას, რაც, ამ ეტაპზე
უზრუნველყოფილი ვერ იქნება. ამავე მიზანს ემსახურება ადმინისტრაციული წარმოების ვადის
გაზრდა, რადგან დადგენილ ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება შეუძლებელია.
კანონპროექტის არსებითი ნაწილი ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ქმედებების/ღონისძიებების დაფინანსების წყარო იქნება
ცენტრის საკუთარი შემოსავლები, აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება
ცენტრის საბიუჯეტო ასიგნებების გაზრდას არ ითხოვს როგორც მიმდინარე ასევე შემდგომ
წლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტით
გათვალისწინებული ქმედებების/ღონისძიებების დაფინანსების წყარო იქნება ცენტრის საკუთარი
შემოსავლები, აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ცენტრის საბიუჯეტო
ასიგნებების გაზრდას არ ითხოვს როგორც მიმდინარე ასევე შემდგომ წლებში.
ასევე აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ვადის გადავადება მიმდინარე წლის
განმავლობაში შეამცირებს განათლების ხარისხის განვითარებს ეროვნული ცენტრის ბიუჯეტის
შემოსავლებს დაახლოებით 210.000 ლარით, აღნიშნული გამომდინარეობს იქიდან, რომ წლის
ბოლომდე გეგმით 6-მდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უწევდა ავტორიზაციის
საფასურის გადახდა, რაც კანონპროექტის მიღების შემდგომს გადავა 2021 წელს. შესაბამისად,
აღნიშნულ თანხაზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი დამატებითი ღირებულების
გადასახადის გადახდა განხორციელდება 2021 წლის განმავლობაში. ასევე, საგულისხმოა, რომ
აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან გაწეული იქნება 2021 წლის განმავლობაში. ამასთან,
საგულისხმოა, რომ აღნიშნული ცვლილებები არ გამოიწვევს ცენტრის ბიუჯეტის დეფიციტს და
არ შეაფერხებს ცენტრის მიერ წლის ბოლომდე დაგეგმილი ღონისძიებების/აქტივობების ხარჯების
დაფინანსებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილების შეტანას „განათლების ხარისხის განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმადაც, ავტორიზაციის
საბჭოების გადაწყვეტილებებს ემატება პროფესიული პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების
ჩამორთმევის საკითხი. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ცვლილება არ საჭიროებს დამატებით
ხარჯებს, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოები არ იკრიბებიან ერთი საკითხის განხილვისთვის,
თითოეულ საბჭოზე განიხილება საშუალოდ 4-5 საკითხი. შესაბამისად, ცვლილება არ არის
დაკავშირებული დამატებითი ადამიანური რესურსების მობილიზებასთან.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2020
წლის 1 დეკემბრამდე სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან
შესაბამისობაში მოყვანას, რაც ცენტრის წარდგინებით უზრუნველყოფილ იქნება საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
შესაბამისად კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2
პუნქტის ცვლილება, რომლითაც ავტორიზაციის საბჭოების გადაწყვეტილებებს ემატება
პროფესიული პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების ჩამორთმევის საკითხი, დადებით
გავლენას იქონიებს იმ დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ
პროგრამებს. არსებული რეგულაციით როდესაც ხსენებულ დაწესებულება ახორციელებს
რამდენიმე პროგრამას, თუ ერთი პროგრამა მაინც ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტს
საბჭოს მიერ დგება ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (უუქმდება
ავტორიზაცია და ვეღარ აგრძელებს ფუნქციონირებას). შესაბამისად ცვლილების შედეგად,
დაწესებულება მიიღებს ავტორიზაციას და ვერ განახორციელებს მხოლოდ იმ პროგრამას,
რომელმაც ვერ დააკმაყოფილა დადგენილი კრიტერიუმები. აქედან გამომდინარე, დაწესებულებას
აღარ მიადგება ფინანსური ზიანი და არ შეექმნება საფრთხე გადახდილი ავტორიზაციის
საფასურის დაკარგვის.
ცვლილების თანახმად, რეგულირდება ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის
გაუქმების საკითხები. საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებულებებს უხანგრძლივდებათ
ავტორიზაციის/პროგრამის აკრედიტაციის ვადა. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ
რეგულაციამ დადებითი გავლენა იქონიოს სტუდენტებზე/მოსწავლეებზე, რომლებსაც აღარ
მოუწევთ დამატებითი დროის/რესურსების ხარჯვა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების
მოძიების გამო და შეეძლებათ გააგრძელონ სწავლა იგივე დაწესებულებაში შესაბამისი ვადით.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე რეგულაციით პირდაპირ ხდება სტატუსის შეჩერება, ხოლო,
ცვლილებით კეთდება დათქმა, რომ თუ საბჭომ ვადა გაუხანგრძლივა დაწესებულებას და
ავტორიზაცია გაუუქმა სასწავლო წლის ბოლოს, სტუდენტებს სტატუსი სწორედ ამ ვადიდან
შეუჩერდებათ. შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილი იქნება მოსწავლეებს და სტუდენტებს მისცეს
არჩევანის შესაძლებლობა - მიმდინარე სასწავლო წელი დაასრულონ აღნიშნულ დაწესებულებაში
სადაც სწავლობდნენ, ან ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ სხვა ავტორიზებულ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დღეს მოქმედი რეგულაციით, როდესაც დაწესებულებას
უუქმდება ავტორიზაცია, სტუდენტს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან უჩერდება
სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით. იგივე შინაარსის
რეგულაცია იმოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესშიც.
შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო, როდესაც აკრედიტაციის
საბჭო პროგრამას არ მიანიჭებს ან გაუუქმებს აკრედიტაციას, სტუდენტებს აქაც ექნებათ
შესაძლებლობა ან მიმდინარე სასწავლო წელი დაასრულონ საგანმანათლებლო პროგრამაზე,
რომლებზეც სწავლობდნენ, ან გადავიდნენ სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
დღეს არსებული რეგულაციით, იმ შემთხვევაში, თუკი დაწესებულებას მიმდინარე სემესტრში
უწყდებოდა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამას - აკრედიტაცია, სტუდენტებს უწევდა
დამატებითი რესურსების მობილიზება, რომ გადასულიყო სხვა საგანმანათლებლო
დაწესებულებაში, სადაც ის ხშირ შემთხვევაში სწავლების დასრულებას ვერ ახერხებდა
პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში და უწევდა სემესტრის ან აკადემიური წლის დამატება.
ახალი რეგულაცია, სტუდენტს საშუალებას აძლევს მიმდინარე სასწავლო წელი დაასრულოს მის
დაწესებულებაში და სასწავლო წლის დასრულების შემდგომ გადავიდეს სხვა საგანმანათლებლო
დაწესებულებაში.
რაც შეეხება სახელმწიფო და სამაგისტრო გრანტების საკითხს, წარმოდგენილი ცვლილებები არ
იწვევს აღნიშნული საკითხების განსხვავებულად რეგულირებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ
სახელმწიფო დაფინანსება არ უკავშირდება არც საგანმანათლებლო დაწესებულებას და არც
საგანმანათლებლო პროგრამას. სახელმწიფო დაფინანსება ინდივიდუალურად ეძლევა სტუდენტს.
შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, სტუდენტი, რომელსაც აქვს სახელმწიფო დაფინანსება,
ისარგებელს ამ ავტორიზაციაგაუქმებულ დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე,
ან გადაიტანს სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. შესაბამისად,
წარმოდგენილი ცვლილებები არ იწვევს სახელმწიფო გრანტისა და სამაგისტრო გრანტების
რაოდენობის ცვლილებას.
სახელმწიფო და სამაგისტრო გრანტებთან დაკავშირებით დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ
საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, აქვს არჩევანის
თავისუფლება - დარჩეს ავტორიზაცია გაუქმებულ დაწესებულებაში არაუმეტეს მიმდინარე
სასწავლო წლისა ან მობილობით გადავიდეს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას სტუდენტის გავლით მიიღებს ის საგანმანათლებლო
დაწესებულება, რომელზეც არჩევანს შეაჩერებს სტუდენტი. შესაბამისად, მოქმედი
რეგულაციისგან განსხვავებით,
ავტორიზაცია
გაუქმებულ დაწესებულებას
უჩნდება
შესაძლებლობა, რომ ავტორიზაციის გაუქმებისას მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში
მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ იმ სტუდენტებზე, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ
დარჩნენ ამ ინსტიტუციაში.
ცვლილებების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა ეწურებათ 2020
წლის განმავლობაში, ავტორიზაციის ვადა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
შემთხვევაში ხანგრძლივდება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში - 2021 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული
ცვლილება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებს აძლევს დამატებით შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ,
რაც გამოწვეულია ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ხელი არ შეუშალოს მათ, რომ
სრულყოფილად მოემზადონ ავტორიზაციის პროცესისთვის. შესაბამისად, წარმოდგენილი
ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ეფექტურად
მოემზადონ საავტორიზაციო პროცესისთვის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასრულების
შემდგომ თავიანთი რესურსები მობილიზება მოახდინონ ავტორიზაციის მოსამზადებელ ეტაპზე.
ცვლილებების
თანახმად,
ქვეყანაში
შექმნილი
ეპიდემიოლოგიური
მდგომარეობის
გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილზე, რომელსაც აკრედიტაცია
ეწურებოდა მიმდინარე წლის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ განხორციელდა
ამ პროგრამების შეფასება. შესაბამისად, პროექტის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამებს,
რომლებსაც აკრედიტაციის ვადები გასდიოდათ 2020 წლის განმავლობაში, ამ პროგრამებზე
ჩარიცხული სტუდენტებისა და დასაქმებული პერსონალის ინტერესების გათვალისწინებით,
აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდათ 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ასევე, მედიცინის
პროგრამებს, რომლებსაც აკრედიტაციის ვადა გასდიოდათ 2020 წლის განმავლობაში,
აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდათ 2021 წლის 1 ივლისამდე. მედიცინის პროგრამებისთვის
აკრედიტაციის ვადის უფრო ხანგრძლივი დროით გაგრძელების საჭიროება გამომდინარეობდა
საერთაშორისო ექსპერტების საქართველოში ჩამოსვლისა და კლინიკური ბაზების შეფასების
შესაძლებლობის ამ ეტაპზე შეუძლებლობიდან გამომდინარე.
ცვლილებების თანახმად, ხდება დაკონკრეტება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების ან საგანმანათლებლო პროგრამისთვის
აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში, აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს
ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შეუძლიათ ისარგებლონ მობილობის უფლებით. ასევე,
მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებიც მოხვდნენ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით
რანჟირების დოკუმენტში, შეუძლიათ ისარგებლონ მობილობის უფლებით. აღნიშნული უფლებით
აბიტურიენტები და მაგისტრანტობის კანდიდატები დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვითაც
სარგებლობენ. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო დონეზე ხდება რეგულაციის უფრო
დეტალურად და მკაფიოდ გაწერა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ასეთი არ არსებობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტი
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.