საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ: ა) მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი „მოვალეთა დაცვის შესახებ“ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებული (№1-5495/20; 02.04.2020) საკანონმდებლო წინადადება - 30 დღით. ბ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-5587/20; 07.04.2020) საკანონმდებლო წინადადება - 30 დღით.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.05.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-5628/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-29
ბიუროს ნომერი 352

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-5628/20 28-05-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს როგორც თქვენთვის ცნობილია, მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება მოვალეთა დაცვის შესახებ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით (N1-5495/20; 02.04.2020), აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-5587/20; 07.04.2020). ამ საკანონმდებლო წინადადებებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო მათი საკომიტეტო განხილვის ბოლო ვადაა 2020 წლის 29 მაისი. ვინაიდან გარკვეული დროის განმავლობაში ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა, ხოლო პანდემიით შექმნილი ვითარება ამჟამადაც გარკვეულწილად შემაფერხებელი გარემოებაა საკითხების საკომიტეტო განხილვის კუთხით, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებების სრულყოფილად მომზადების მიზნით მათი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge