საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით (№3983/3-24/20, 05.05.2020; №4056/3-110/20, 08.05.2020) მოსმენისას გამომსვლელთა დროის განსაზღვრა.
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-29
ბიუროს ნომერი 352
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
4056/3-110/20
08-05-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ გიორგი გახარიას
ბატონო გიორგი,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
149-ე
მუხლის
შესაბამისად,
ინტერპელაციის წესით გიგზავნით საპარლამენტო ფრაქციების ,,ევროპული საქართველო",
,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ,,ევროპული საქართველორეგიონების“ შეკითხვებს:
მწვავე ეკონომიკური კრიზისის დროს, რატომ არ შეამცირეთ საშემოსავლო გადასახადი
და ნავთობპროდუქტებზე აქციზის ოდენობა? რატომ არ გაანულეთ 2020 წლის ქონების
გადასახადი ეკონომიკის ყველა სექტორისთვის? რატომ არ შეცვალეთ დღგ-ს
დაბეგვრის წესი?
რატომ არ აძლევთ მოქალაქეებსა და მეწარმეებს შესაძლებლობას, დაიბრუნონ
საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა?
თქვენ მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, რატომ ტოვებთ
თვითდასაქმებულთა დიდ ნაწილს საერთოდ დახმარების გარეშე?
მათ, ვინც სამსახური დაკარგა, რატომ სთავაზობთ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ და
მოჭრილ თანხას?
რატომ დააგვიანეთ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენა და ყველაზე კრიტიკულ
თვეებში, რატომ დატოვეთ მოქალაქეები ყოველგვარი დახმარების გარეშე?
რატომ არ ამცირებთ ბიუროკრატიულ ხარჯებსა და არაეფექტურ სახელმწიფო
პროგრამებს?
რატომ გქონდათ შერჩევითი მიდგომა
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში
დაწესებული შეზღუდვების აღსრულებისას სხვადასხვა ადამიანებისა და ჯგუფების
მიმართ?
პასუხებს ზემოაღნიშნულ შეკითხვებზე, რეგლამენტის შესაბამისად, ვითხოვთ
მიმდინარე წლის 29 მაისს.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
გიორგი წერეთელი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ფრაქციის თავმჯდომარე
ოთარი კახიძე
ფრაქციის თავმჯდომარე
გიორგი ღვინიაშვილი
წერილი
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“
3983/3-24/20
05-05-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
გიორგი გახარიას
ბატონო გიორგი,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით
მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ პარლამენტის საგაზაფხულო
სესიის მაისის თვის ბოლო პარასკევს პლენარულ სხომაზე პირადად უპასუხოთ
ფრაქცია
„ნაციონალური
მოძრაობის“
მიერ
ინტერპელაციის
წესით
დასმულ
შეკითხვებს:
რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში, რა გავლენა მოახდინა
საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა
შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარობის გაუარესებაზე და რა
ზომებს ღებულობს მთავრობა მის გამოსასწორებლად?
რა მდგომარეობაშია ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში?
რითი აპირებთ პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერებას მზარდი
ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში?
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
რომან გოცირიძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ცხრილი
საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული სხვა ორგანოს, მთავრობის წევრის ინტერპელაციის
წესით მოსმენა
(დრო -1/2)
(რეგლამენტი მუხ.149)
გამომსვლელის დასახელება
გამოსვლის
დრო
№
1.
შეკითხვის ავტორი
(პარლამენტის წევრთა
ჯგუფი, ფრაქცია)
2.
დროის
გაგრძელება
შენიშვნა
5 წთ.
არანაკლებ
შვიდკაციანი
ადრესატის პასუხი
10 წთ.
5 წუთი
(საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული სხვა ორგანო, მთავრობის
წევრი)
3.
შეკითხვის ავტორის დაზუსტება
1.5 წთ.
4.
ადრესატის პასუხი
5 წთ.
შესვენება
30 წუთი
დ ე ბ ა ტ ე ბ ი
5.
დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი
2.5 წთ.
6.
იმ ფრაქციის წარმომადგენლები, რომლებიც არ
არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან
უმცირესობაში
7.5 წთ.
7.
უმრავლესობის წარმომადგენლები
22.5 წთ.
8.
ადრესატის დასკვნითი სიტყვა
10 წთ.
შენიშვნა: შეკითხვების რაოდენობის გათვალისწინებით, პარლამენტის ბიურო პროპორციულად
ამცირებს ინტერპელაციით გათვალისწინებულ დროებს, იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს
ყველა შეკითხვაზე ყველა პროცედურის გავლა.