„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო
გადაყვანა – მგზავრთა გადაყვანა შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს
მიერ დადგენილი მარშრუტით, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე,
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით
დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით.“;
ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. ნებართვა – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე
პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით
გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით.“;
გ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. ტრანზიტული მოძრაობა − მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს ისეთი ტვირთის/საქონლის
გადატანას, რომლის მიტანის ადგილი არ არის მოქცეული ამ მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში.“.
2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო
გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი, ხოლო
საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის
ორგანიზებასა და მართვას − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული
ერთეული.“.
3. 51 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო
გადაყვანა;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო
გადაყვანის ნებართვისა.“.
4. 52 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ან მის მიერ
უფლებამოსილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, საქართველოს
დედაქალაქში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ხოლო რუსთავითბილისის მარშრუტზე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის
მიერ უფლებამოსილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი
მარშრუტების გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
5. 56 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
საქმიანობებზე ნებართვები გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით. ორივე შემთხვევაში ამ
ნებართვების მოქმედების ვადებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანო.“.
მუხლი 2.
1. ამ კანონის პირველ მუხლში განსაზღვრული ცვლილება არ იწვევს ამ კანონის
ამოქმედებადე გაცემული ნებართვების, მათ შორის, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე
გაცემული ნებართვის, გაუქმებას.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის
ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში
მოყვანა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო
ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია. ამავე
მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს
ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს
კანონმდებლობის
ფარგლებში.
ორგანული
კანონით
განსაზღვრული საკუთარი
უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია. ამასთან, საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის
თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა და
მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება.
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „საავტომობილო ტრანსპორტის
შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა,
რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი
მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას.
კანონის მოქმედი რედაქციით, განსაზღვრულია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული
სამგზავრო გადაყვანა, ხოლო ნებართვები გაიცემა მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში.
აღნიშნული დანაწესი ეწინააღმდეგება კოდექსს, ვინაიდან, კოდექსი მუნიციპალიტეტის
საკუთარ უფლებამოსილებად განსაზღვრავს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას“ და არ ახდენს
მუნიციპალიტეტების დიფერენციაციას თვითმმართველ ქალაქებად და თვითმმართველ
თემებად. კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი არის
თვითმმართველი თემი და თვითმმართველი ქალაქი. შესაბამისად, იმ გარემოებამ, რომ
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
ნებართვის გაცემა“ და „მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების
ორგანიზება“ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას, როგორც
თვითმმართველი თემის, ასევე თვითმმართველი ქალაქის, გამოიწვია კანონში ცვლილების
განხორციელების აუცილებლობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ
უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა.
კანონის 52 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის 51 მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე - ადგილობრივი საქალაქო
რეგულარული
სამგზავრო
გადაყვანა
ნებართვას
გასცემს
ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, დედაქალაქში – ქალაქ თბილისის
მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული,
ხოლო რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო
გადაყვანაზე ნებართვას კანონით დადგენილი წესით გასცემს თვითმმართველი ქალაქის −
რუსთავის
უფლებამოსილი
ორგანო,
ქალაქ
თბილისის
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების
გათვალისწინებით. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული კოდექსისა და კანონის ნორმების ურთიერთმიმართებით
დგინდება, რომ პრობლემას წარმოადგენს საკანონმდებლო ხარვეზი, კერძოდ, კანონით
განსაზღვრულია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ხოლო
ნებართვები გაიცემა მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში. აღნიშნული დანაწესი
ეწინააღმდეგება
კოდექსს,
ვინაიდან,
კოდექსი
მუნიციპალიტეტის
საკუთარ
უფლებამოსილებად განსაზღვრავს.
ამასთან, კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა
წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა
უფლებას და შესაძლებლობას მათ მიერ არჩეული ორგანოების მეშვეობით გადაწყვიტონ
ადგილობრივი
მნიშვნელობის
საკითხები.
ადგილობრივი
თვითმმართველობა
ხორციელდება მუნიციპალიტეტებში - თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში,
რომლებიც წარმოადგენენ დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და
გააჩნიათ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. შესაბამისად, კანონის
შესაბამის ნორმებში აუცილებელია ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანო“ და „თვითმმართველი ერთეული“ შესაბამისობაში იქნეს
მოყვანილი კოდექსთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წინამდებარე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კანონში არსებული ჩანაწერები
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ და „ადგილობრივი
საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა“ შეიცვლება კოდექსის
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, ტერმინის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი
ორგანო“
ნაცვლად
გამოყენებული იქნება ტერმინი „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“,
ხოლო ტერმინის „თვითმმართველი ერთეული“ ნაცვლად – „მუნიციპალიტეტი“. ამასთან,
კანონის 52 მუხლის მე-2 პუნქტში დაზუსტდება რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
ნებართვის გამცემი ორგანო და ნაცვლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოსი, მიეთითება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ვინაიდან
ნებართვების გაცემა თავისი არსით წარმოადგენს აღმასრულებელ საქმიანობას, რაც
მუნიციპალიტეტში მერის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ან მერის/ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული
ერთეულის პრეროგატივაა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წინამდებარე კანონპროექტის შესაბამისად, ჩანაწერები „ადგილობრივი საქალაქო
რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ და „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული
სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა“ იცვლება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში
რეგულარული
სამგზავრო
გადაყვანით“
და
„მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემით“
რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტთან. ტერმინის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი
ორგანო“
ნაცვლად
გამოყენებული იქნება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“, ხოლო
ტერმინის „თვითმმართველი ერთეული“ ნაცვლად – „მუნიციპალიტეტი“. ამასთან, კანონის
52 მუხლის მე-2 პუნქტში დაზუსტდება რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის
გამცემი ორგანო და ნაცვლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსი, ამ
უფლებამოსილების
განმახორციელებლად
განისაზღვრება
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება წინამდებარე კანონის პროექტთან,
რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზის გამო ამ დრომდე ვერ
ხერხდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო რეგულარული
გადაყვანის
სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა და სტაბილური განხორციელება. ამ
მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ბაზის ხარვეზი კი თავის მხრივ მთელ რიგ
სირთულეებს ქმნის რათა ჩვენს მოსახლეობას მიეწოდოს სისტემურად გამართული სერვისი
სამგზავრო გადაყვანის კუთხით. ეს უკანასკნელი კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხს
წარმოადგენს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი
დანიშნულების ტრანსპორტით. შეიძლება ითქვას რიგ შემთხვევებში მოსახლეობის
ეკონომიკური აქტივობაც კი დამოკიდებულია ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე
განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში. სწორედ ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია
წარმოდგენილი კანონპროექტის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიღება, რათა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში
უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით შესაძლო აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყაროა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება შემდგომი 3 წლის განმავლობაში უმეტეს შემთხვევაში არ
იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. მომავალში,
რიგ მუნიციპალიტეტებში (ძირითადად ურბანული ტიპის მუნიციპალიტეტებში)
სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესების კვალობაზე შესაძლებელია მუნიციპალური
ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ეტაპობრივი ზრდა, ვინაიდან ნებართვის გაცემა
შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გარკვეული საფასურის გადახდასთან, ხოლო
გავლენის ოდენობა დამოკიდებულია როგორც სატრანსპორტო საშუალებების
რაოდენობაზე, ასევე, დაფარვის არეალზე და სიხშირეზე. თითოეული არეალისათვის
ინდივიდუალურად მოხდება ფინანსური გათვლები, იმ შემთხვევეში როცა
მუნიციპალიტეტ(ებ)ის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება აღნიშნულთან
დაკავშირებით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის
ერთ-ერთი
საკუთარი
უფლებამოსილების
შესაბამისად,
კანონპროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის და მოსახლეობის
მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების
ორგანიზების განხორციელება
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით, რაც
მოითხოვს ორგანიზაციული, ტექნიკური და მარეგულირებელი
ღონისძიებების
დაგეგმვასა
და რეალიზებას.
აღნიშნული, რიგი
მუნიციპალიტეტებისათვის
დამატებით საბიუჯეტო დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. მუნიციპალიტეტების
გეოგრაფიული მდებარეობის, დასახლებათა სიმჭიდროვის და განფენილობის,
ეკონომიკური განვითარების, სამეწარმეო აქტიურობის დონის და სხვა ფაქტორების
გათვალისწინებით,
მოსახლეობის
მუნიციპალური ტრანსპორტით
მომსახურების ორგანიზება მოცემულ მუნიციპალიტეტში შესაძლებელია
კომერციულ საწყისებზე (მგზავრების გადაყვანა განხორციელდება კერძო სექტორის მიერ),
ან/და მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით (შესაძლოა განხილულ იქნეს საჯარო და
კერძო თანამშრომლობა)
ან/და სამგზავრო-სატრანსპორტო
მომსახურება
განხორციელდება მუნიციპალიტეტის ხარჯებით.
ზემოაღნიშნული
ალტერნატივები,
როგორც
შესაძლებლობები,
გათვალისწინებულია
საქართველოს
კანონმდებლობით,
ზოგადად,
საჯარო
უფლებამოსილებებთან მიმართებით. ყოველ კონკრეტულ არჩევანს გააკეთებს შესაბამისი
მუნიციპალიტეტი არსებული რეალობის, შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის
გათვალისწინებით. ამდენად, ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი წინასწარი, ცალსახად
გადაწყვეტილი პოზიციის არსებობა ამ საკითხთან მიმართ, კერძოდ, თუ რომელი
მიესადაგება ინდივიდუალურად რომელიმე მუნიციპალიტეტს ან იქნება ყველა
მუნიციპალიტეტისათვის
საერთო.
გადაწყვეტილების
მიღება
მოითხოვს
დიფერენცირებულ მიდგომას, სპეციალურ შესწავლასა და აპრობირებას თითოეული
მუნიციპალიტეტის მიხედვით, რაც როგორც აღინიშნა სხვადასხვა ფაქტორებზეა
დამოკიდებული, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ.
შესაბამისად, არსებული მწირი პრაქტიკის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტების
ხარჯვით
ნაწილზე
გავლენა,
პირველ
ეტაპზე,
სხვადასხვა
მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, დაახლოებით იქნება საშუალოდ 250 ათასი ლარიდან 1
500 000 ლარამდე ფარგლებში. აღნიშნული, ისევე როგორც ყოველწლიური ფინანსური
ხარჯი, დამოკიდებული არის როგორც სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, ასევე,
დაფარვის არეალზე და სიხშირეზე. თითოეული არეალისათვის ინდივიდუალურად
მოხდება ფინანსური გათვლები, მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტ(ებ)ის მიერ მიღებული
იქნება გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელება,
ისევე, როგორც სხვა საკუთარი უფლებამოსილებები, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია
დაკავშირებულ იყოს საბიუჯეტო დანახარჯებთან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება ამ ეტაპზე არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი
ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ პირებზე ვინც აიღებენ მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას,
ვინაიდან ნებართვის გაცემა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გარკვეული საფასურის
გადახდასთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი, თუმცა ზუსტდება, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა შესაძლებელია გაიცეს როგორც
თვითმმართველ ქალაქებში (რუსთავი, თბილისი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი) ასევე
დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა გაბუნია, მერაბ
ქვარაია, გოგა გულორდავა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა გაბუნია, მერაბ
ქვარაია, გოგა გულორდავა