„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.05.2020
ავტორი
პარლამენტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, სულხან მახათაძე
ნომერი
#07-3/462/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები: 1. 182-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას. ბ) პირველი ნაწილის „დ1“ პუნქტი ამოღებული იქნას. ბ) მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი აქციზის გადამხდელად ითვლება მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე.“ 2. 184-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) საშუალებებისათვის მიწოდების მომენტი; ავტოსატრანსპორტო ბ) „დ1“ პუნქტი ამოღებული იქნეს 3. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ბუნებრივი აირისათვის (აირისებრ მდგომარეობაში) – აირის მოცულობით;“ ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) ბუნებრივი აირის კონდენსატისათვის ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირისათვის – წონით;“ 4. 188-ე მუხლის ა) პირველი ნაწილის ცხრილის მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი (გარდა მილსადენით გადაადგილებულისა) 2709 00 100 00 – აირის კონდენსატი ბუნებრივი 1ტ 300 2711 11 000 00 – – ბუნებრივი აირი (გათხევადებული) 1ტ 300 2711 12 – – პროპანი 1ტ 300 „5 2711 13 – – ბუტანები 1ტ 300 2711 14 000 00 – – ეთილენი, პროპილენი, ბუტილენი და ბუტადიენი 1ტ 300 2711 19 000 00 – – დანარჩენი 1ტ 300 2711 21 000 00 – – ბუნებრივი აირი (აირისებრ მდგომარეობაში) 1000 მ3 200 2901 10 000 00 ნახშირწყალბადები აციკლური: 1ტ 300 2901 23 — გაჯერებულები – – ბუტენი (ბუტილენი) და მისი იზომერები: 1ტ 300 ბ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 5. 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ნავთობპროდუქტების აირების დაბეგვრის არსებული მოდელის სრულყოფა და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების ეფექტურობის ამაღლება; ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: დაბეგვრის არსებულ მოდელში გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელია (გარდა ბუნებრივი აირისა აირისებრ მდგომარეობაში) დაბეგვრის ორეტაპიანი მოდელის შეცვლა ერთეტაპიანი (ერთიანი) მოდელით. იმპორტიორები იმპორტის განხორციელებისთანავე მოახდენენ ერთიანი აქციზის გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც ერთის მხრივ გაამარტივებს შესაბამისი გადასახადის ადმინისტრირებას, მეორეს მხრივ კი თავიდან იქნება აცილებული საგადასახადო სამართალდარღვევებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების მაღალი რისკები; ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები აღმოფხვრის უაქციზო სასაქონლო კოდების გამოყენებით ნავთობპროდუქტის, ანუ აქციზურ გადასახადს დაქვემდებარებული პროდუქტის, აქციზის გადასახადის გარეშე იმპორტის მანკიერ პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებას ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში, აგრეთვე უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს არსებობას. ამასთანავე, აღნიშნული ცვლილებები შეაჩერებს ზიანს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველთვიურად ადგება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი ყალიბდება იმგვარად, რომ შენარჩუნებული იქნას ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) დაბეგვრის არსებული რეჟიმი; ამასთანავე ხდება „დ 1“ პუნქტების ამოღება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება, ასევე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება აღარ იქნება აქციზით დასაბეგრი ოპერაცია და შესაბამისი აქციზური საქონლის აქციზით დაბეგვრა განხორციელდება ერთ ეტაპად, იმპორტის მომენტში; ზემოაღნიშნული პრინციპის შესაბამისად ყალიბდება აგრეთვე 182-ე მუხლის მესამე ნაწილი. საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტი იცვლება იმგვარად, რომ მოცულობის მიხედვით აქციზით იბეგრება ბუნებრივი აირი (აირისებრ მდგომარეობაში), ხოლო ბუნებრივი აირის კონდენსატის ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირის შემთხვევაში აქციზის გამოანგარიშება ხდება წონის შესაბამისად, რასაც ასახავს კანონპროექტით გათვალისწინებული, 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ1“ პუნქტი. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-5 გრაფას (ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი (გარდა მილსადენით გადაადგილებულისა) ემატება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ორი ახალი კოდი - 2901 10 000 00 (ნახშირწყალბადები აციკლური:— გაჯერებულები) და 2901 23 ( – – ბუტენი (ბუტილენი) და მისი იზომერები); ამგვარად ორივე ამ კოდით გათვალისწინებული საქონელი განისაზღვრება როგორც აქციზური საქონელი და დგინდება შესაბამისი აქციზის განაკვეთი ერთ ტონაზე 300 ლარის ოდენობით; ცხრილის მე-5 გრაფაში ცვლილებებით იზრდება აქციზის განაკვეთი გათხევადებული ბუნებრივი აირისათვის - ერთ ტონაზე 300 ლარის ოდენობით. კანონპროექტის მიხედვით ხდება საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მე-8 ნაწილის ამოღება, რაც გულისხმობს იმას, რომ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება აღარ იქნება აქციზით დასაბეგრი ოპერაცია და შესაბამისი აქციზური საქონლის აქციზით დაბეგვრა განხორციელდება ერთ ეტაპად, იმპორტის მომენტში; საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლში ცვლილებებიდან გამომდინარე, ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტში და დგინდება, რომ „აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენენ საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელები, ხოლო ის პირები, ვინც ახორციელებდნენ ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას, ასევე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას, ამ ოპერაციებზე აღარ ექვემდებარებიან დეკლარირების ვალდებულებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ, რადგან იგი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს; ამგვარად განსაზღვრულმა ამოქმედების ვადამ საშუალება უნდა მისცეს შესაბამისი გადასახადის გადამხდელებს მოახდინონ დაბეგვრის შეცვლილ რეჟიმთან ადაპტირება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა განპირობებულია სესსნ კოდზე 2901 10 000 00 განხორციელებული იმპორტის მზარდი რაოდენობა იმ ვითარებაში, როდესაც ამ კოდით განხორციელებული იმპორტი არ იბეგრება აქციზით და სახელმწიფო ბიუჯეტი კარგავს მნიშვნელოვანი ოდენობით შემოსავლებს; აგრეთვე, ერთეტაპიანი აქციზით დაბეგვრის რეჟიმის შემოღების შემთხვევაში ადმინისტრირების ეფექტურობის ოპერატიული ამაღლების შესაძლებლობა და სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადების სრულად, მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან კანონპროექტის მიღება არ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დაკავშირებით გამოიწვევს აუცილებელი დამატებითი სახსრების ხარჯების გამოყოფას ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული საგადასახადო ცვლილებები, რომელიც მოიცავს ნავთობპროდუქტების აირების აქციზის განაკვეთების ზრდას და ბუნებრივი აირის კონდენსატის ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირის შემთხვევაში აქციზის გაანგარიშებას წონის შესაბამისად, გამოიწვეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში იმპორტირებული იქნა ნავთობპროდუქტების აირების შემდეგი ოდენობები: 2019 წელი საქონელი რაოდ. კგ 2711 12 პროპანი 13,930,205.02 2711 13 2711 14 000 00 2711 19 000 00 2901 10 000 00 ბუტანები ეთილენი, პროპილენი, ბუტილენი და ბუტადიენი 2,919,323.11 დანარჩენი ნახშირწყალბადები აციკლური: — გაჯერებულები ბუტენი (ბუტილენი) და მისი იზომერები: 11,182,487.42 2901 23 76,900.00 12,617,875.76 339,800.00 სულ : 41,066,591.31 აქციზი 1,671,604.00 350,293.00 9,228.00 1,341,827.00 0.00 0.00 3,372,952.00 დღგ 3,593,577.00 678,372.00 16,448.00 2,852,122.00 2,956,630.00 75,202.00 10,172,351.00 აღნიშნული ნავთობპროდუქტების აირების (გარდა 2901 10 000 00 და 2901 23, რომლებიც არ იბეგრებოდნენ აქციზით) აქციზის 120 ლარიანი განაკვეთით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული აქციზის ოდენობამ შეადგინა ჯამურად 3,372,952 ლარი, ხოლო დღგ-მ ჯამურად 10,172,351 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ოდენობები დაიბეგრებოდა აქციზის 300 ლარიანი განაკვეთით, აქციზიდან მიღებული თანხა დაახლოებით შეადგენდა 12,319,974 ლარს, ხოლო დღგ-დან მიღებული თანხა 11,783,092 ლარს, რაც ჯამში გვაძლევს სხვაობას აქციზის შემთხვევაში 8,947,022 ლარს, ხოლო დღგ-ის შემთხვევაში 1,610,741 ლარს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ცვლილება შედის ასევე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2709 00 100 00 და 2711 11 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აქციზის განაკვეთებშიც, რაც ასევე დადებით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიხედვით იზრდება აქციზის განაკვეთი ნავთობპროდუქტების აირებზე, რაც შესაბამისად აისახება იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიხედვით იზრდება აქციზის განაკვეთი ნავთობპროდუქტების აირებზე. კერძოდ, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2709 00 100 00, 2711 11 000 00, 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00, 2901 10 000 00 და 2901 23 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტები დაიბეგრება 1 ტონაზე აქციზის 300 ლარიანი განაკვეთით. ასევე, კანონპროექტის თანახმად, მოცულობის მიხედვით აქციზით იბეგრება ბუნებრივი აირი (აირისებრ მდგომარეობაში), ხოლო ბუნებრივი აირის კონდენსატის ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირის შემთხვევაში აქციზის გამოანგარიშება მოხდება წონის შესაბამისად. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, სულხან მახათაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, სულხან მახათაძე