„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
03.01.2014,
სარეგისტრაციო
კოდი:
310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-17 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით (მათ შორის,
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა);“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში
განსახორციელებელ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა, სადაც ზუსტდება
საკანონმდებლო რეგულაციები მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეგულარული სამგზავრო
გადაყვანასთან დაკავშირებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,
მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა.
პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონის (შემდგომში - კანონი) მე-17 მუხლში გამოყენებულია ჩანაწერი „ადგილობრივი
საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“, რაც მხოლოდ ერთი ტიპის დასახლებაში
- ქალაქში სამგზავრო გადაყვანას მოიცავს. ამასთან, ამგვარი დაყოფა უსაფუძვლოა,
ვინაიდან, არამხოლოდ ქალაქის ტიპის დასახლებებშია აუცილებელი რეგულარული
სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება, არამედ, ნებისმიერი ტიპის დასახლებაში
მუნიციპალიტეტის მასშტაბით. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია
შესაბამისი ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლი მუნიციპალიტეტის
საკუთარ
უფლებამოსილებად
განსაზღვრავს
ადგილობრივი
მნიშვნელობის
საავტომობილო გზების მართვას და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო
მოძრაობის ორგანიზებას. წინამდებარე კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში კანონი
შესაბამისობაში მოვა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში“
განსახორციელებელ ცვლილებებთან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
რეგულარული
სამგზავრო
გადაყვანის
ორგანიზების
უფლებამოსილებებთან
დაკავშირებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება განხორციელდება კანონის მე-17 მუხლის „დ“
ქვეპუნქტში და ჩანაწერი „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“
შეიცვლება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული
სამგზავრო გადაყვანით“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტისშემთხვევაში):
აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება წინამდებარე კანონის პროექტთან,
რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული
წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზის გამო ამ დრომდე ვერ
ხერხდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო რეგულარული
გადაყვანის
სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა და სტაბილური განხორციელება. ამ
მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ბაზის ხარვეზი კი თავის მხრივ მთელ რიგ
სირთულეებს ქმნის რათა ჩვენს მოსახლეობას მიეწოდოს სისტემურად გამართული სერვისი
სამგზავრო გადაყვანის კუთხით. ეს უკანასკნელი კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხს
წარმოადგენს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი
დანიშნულების
ტრანსპორტით.
შეიძლება
ეკონომიკური
აქტივობაც
დამოკიდებულია
კი
ითქვას
რიგ
შემთხვევებში
ტრანსპორტის
მოსახლეობის
ხელმისაწვდომობაზე
განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში. სწორედ
ამიტომ კრიტიკულად
მნიშვნელოვანია წარმოდგენილი კანონპროექტის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში
მიღება, რათა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის
ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში
მოყვანა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ პირებზე ვინც აიღებენ მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
რეგულარული
სამგზავრო
გადაყვანის
ნებართვას,
ვინაიდან უფრო მეტ პირს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან
დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან
დადებული
საქართველოსსხვა
ორმხრივი
და
მრავალმხრივიხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა გაბუნია, მერაბ
ქვარაია, გოგა გულორდავა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა გაბუნია, მერაბ
ქვარაია, გოგა გულორდავა