„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.05.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გოგა გულორდავა, ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია
ნომერი
#07-3/461/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს კანონში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 33-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ შემოსულობა 33 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო 100 გადაყვანის ნებართვის გაცემიდან “. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს კანონში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია საქართველოს „საქართველოს საბიუჯეტო კანონის კოდექსის“ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა, სადაც ზუსტდება საკანონმდებლო რეგულაციები მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მოგეხსენებათ, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებულია „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის”, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“ ჩანაცვლება, რაც თავის თავში მოიცავს ასევე საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასაც. შესაბამისად აუცილებელი გახდა წინამდებარე კანონის დანართში ზემოაღნიშნული ცვლილების შეტანა რათა მომხდარიყო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის საკითხის ირგვლივ არსებული საკანონმდებლო ბაზის თანხვედრაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს კანონში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ სიტყვები „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის” ჩანაცვლდება სიტყვებით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“ ეს უკანასკნელი თავის თავში მოიცავს ასევე საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასაც. შესაბამისად აუცილებელი გახდა წინამდებარე კანონის დანართში ზემოაღნიშნული ცვლილების შეტანა რათა მომხდარიყო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის საკითხის ირგვლივ არსებული საკანონმდებლო ბაზის თანხვედრაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წინამდებარე კანონის პროექტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება კანონის შესაბამის მუხლებში და ჩანაწერი „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“, იცვლება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“, რაც უზურნველყოფს ერთიანი ზოგადი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას და კანონის დანართის ცხრილის 33-ე გრაფის შესაბამისობაში მოყვანას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება წინამდებარე კანონის პროექტთან, რადგან 2 იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო რეგულარული გადაყვანის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა და სტაბილური განხორციელება. ამ მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ბაზის ხარვეზი კი თავის მრივ მთელ რიგ სირთულეებს ქმნის რათა ჩვენს მოსახლეობას მიეწოდოს სისტემურად გამართული სერვისი სამგზავრო გადაყვანის კუთხით. ეს უკანასკნელი კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი დანიშნულების ტრანსპორტით. შეიძლება ითქვას რიგ შემთხვევებში მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობაც კი დამოკიდებულია ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში. სწორედ ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი კანონპროექტის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიღება, რათა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ვინაიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ნაცვლად „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანი“-დან მიღებული შემოსულობებისა, მოხდება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“ მიღებული შემოსულობების მიმართვა, რაც თავის თავში მოიცავს ასევე საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასაც, აღნიშნულს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გაცემული ნებართვების რაოდენობაზე, ნებართვის გაცემის ფასზე, დაფარვის არეალზე, სიხშირეზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 3 ხარჯვითნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გავლენას სახელმწიფო ან/და ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან 4 დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა 5