საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/369; 02.07.2019) – სამი კვირით; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/455, 28.02.2020) საქართველოს კანონის პროექტები – სამი კვირით.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-5686/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-5686/20 01-06-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელებას შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივებზე:   სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, დადგენილი განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელებას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე „ვაჭრობაში ანტიდეპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№072/369; 02.07.2019) სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, დადგენილი განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელებას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№072/455; 28.02.2020). დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-5677/20 29-05-2020 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თამჯდომარეს ბატონ რომან კაკულიას ბატონო რომან, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე „ვაჭრობაში ანტიდეპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/369; 02.07.2019) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განისაზღვრა სავალდებულო კომიტეტად. კანონპროექტის სავალდებულო წესით განხილვის ვადაა 2020 წლის 1 ივნისი. ვინაიდან საკანონმდებლო ინიციტივა საჭიროებს დროს დამატებითი კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შესაჯერებლად, მოგმართავთ თხოვნით, რომ უზრუნველყოთ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-5646/20 29-05-2020 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პარლამენტში, რეგლამენტის 174-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ იქნა „ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისათვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ და „ კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცლილებების შეტანის თაობაზე, პროექტები. (№07-2/455; 28.02.2020) საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პროექტზე წამყვან კომიტეტად განისაზღვრა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტად განისაზღვრა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმათველობის კომიტეტი. სავალდებულო კომიტეტის განხილვის საბოლოო ვადად ბიუროს გადაწყვეტილებით განსაზღვრული იქნა 01.06.2020. კომიტეტმა განსახილველად მოამზადა აღნიშნული საკითხი და შეიტანა 25 მაისის კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში, მარამ ინიციატორის თხოვნით (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) მოხდა აღნიშნული საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა და გადავადება. აქედან გამომდინარე გთხოვთ უზრუნველყოთ განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge