საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ : ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, გიორგი ვოლსკის, შოთა ხაბარელის, ბექა ოდიშარიას, ლევან კობიაშვილის, სოფიო კილაძის, მარიამ ჯაშის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/376; 19.06.2019) - სამი თვით; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების ბექა ნაცვლიშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, გედევან ფოფხაძის, ბიძინა გეგიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, ზვიად კვაჭანტირაძის და ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№07-3/407; 22.10.2019) საქართველოს კანონის პროექტები - სამი თვით

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-5707/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-5707/20 01-06-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელებას შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივებზე:  სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, დადგენილი განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელებას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07- 3/376; 19.06.2019).  სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, დადგენილი განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელებას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/407; 22.10.2019). დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კოდექსში
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-5705/20 01-06-2020 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ რომან კაკულიას ბატონო რომან, თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები: „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/407; 22.10.2019). აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ხოლო ერთ-ერთ სავალდებულო კომიტეტად  იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის აღნიშნული კანონპროექტების განხილვის ბოლო ვადად დადგენილია 2020 წლის 5 ივნისი. გთხოვთ, მიმართოთ პარლამენტის ბიუროს ამ საკითხის საკომიტეტო განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელების თაობაზე, რათა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შეძლოს მისი სრულყოფილად მომზადება და არ დაირღვეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადები. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-5706/20 01-06-2020 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ რომან კაკულიას ბატონო რომან, თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N073/376; 19.06.2019). აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ხოლო ერთ-ერთ სავალდებულო კომიტეტად  იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის აღნიშნული კანონპროექტების განხილვის ბოლო ვადად დადგენილია 2020 წლის 5 ივნისი. გთხოვთ, მიმართოთ პარლამენტის ბიუროს ამ საკითხის საკომიტეტო განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელების თაობაზე, რათა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შეძლოს მისი სრულყოფილად მომზადება და არ დაირღვეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადები. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge