საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე იური გალუსტოვის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შესახებ“ (№1-2418/20; 11.02.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-5808/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-08
ბიუროს ნომერი 354

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-5808/20 03-06-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, იური გალუსტოვს მის.: ქ. თბილისი, თელავის ქ. N50/3 ტელ.: 574181911 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე იური გალუსტოვის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2418/20; 11.02.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 19 მაისის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე იური გალუსტოვის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2418/20; 11.02.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ  კანონი) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტში; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების ავტორი გვთავაზობს, რომ აღნიშნულ ქვეპუნქტში მოცემული ტერმინის „მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი“ განმარტებას დაემატოს სიტყვები „გარდა იმ ნაკვეთებისა, სადაც 2004 წლამდე არსებობდა და ახლაც არსებობს მიწისქვეშა კომუნიკაციები (მათ შორის სანიაღვრე სისტემები), გასასველელების/შესახვევების ნაწილებისა და ა. შ., დაცვითი ზონების (მილსადენების, გარე ქსელების) არეალების.“ საკანონმდებლო წინადადებაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებით მიმართოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რათა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დროებით შეჩერდეს ან შეწყდეს მსგავსი ტერიტორიების (მიწის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ნაკვეთების) განხილვა, სანამ პარლამენტი სხვა უწყებებთან (მთავრობასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტთან) ერთად სათანადო კანონქვემდებარე აქტებს არ შეიმუშავებს. II. კომიტეტის შეფასება საკანონმდებლო წინადადებას მისი ავტორი უკავშირებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში 2019 წლის 11 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწად მიჩნეულ იქნა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწაც.1 თუმცა, საკანონმდებლო წინადადების ავტორი არ უთითებს, თუ რა თვალსაზრისით შექმნა ამ ცვლილებამ პრობლემა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული მიწის რეფორმა მიმართული იყო მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრისკენ, ხოლო ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებაც ამ რეფორმის ნაწილი გახლდათ; კერძოდ მანამდე (რეფორმამდე არსებული) რეგულაციები არათანაბარ პირობებში აყენებდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მიწების 1994 წლამდე მფლობელ (მოსარგებლე) პირებს და 1994 წლიდან 2004 წლის 4 ოქტომბრამდე მფლობელ (მოსარგებლე) პირებს. საკანონმდებლო ცვლილებით კი ეს უთანასწორობა აღმოიფხვრა.2 ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხილვისას გათვალისწინებულ არ იქნა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 39-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, გენერალური გეგმა, სივრცის დაგეგმვის საჭიროებიდან გამომდინარე, უნდა მოიცავდეს, „ტექნიკური ინფრასტრუქტურისათვის, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, კავშირგაბმულობის და ნარჩენების განკუთვნილ ტერიტორიებს.“ წინადადების ავტორი გადამუშავების სისტემებისათვის არც ამ ნაწილში უთითებს, თუ რა 1 მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწად საკანონმდებლო ცვლილებამდე მიიჩნეოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა. 2 იხ. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს კანონების პროექტებზე „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/415; 13.11.2019) https://info.parliament.ge/file/1/BillPackageContent/22480? თვალსაზრისით ეწინააღმდეგება რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილება ზემოხსენებულ აქტებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრება, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, კერძოდ, მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებას უნდა შეესაბამებოდეს, უსაფუძვლოა, ვინაიდან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ,3 რაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კანონთან შესაბამისობას გულისხმობს და არა  პირიქით. რაც შეეხება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 39-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნასთან შეუსაბამობის საკითხს (რაზედაც ასევე უთითებს საკანონმდებლო წინადადების ავტორი), გასათვალისწინებელია, რომ კოდექსის ეს ნორმა გენერალური გეგმის შემადგენელ ერთ-ერთ კომპონენტს განსაზღვრავს და არა  მიწის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) მიჩნევის პირობებსა თუ წესებს; ამდენად, ამ ორი საკანონმდებლო ნორმის ერთმანეთთან შეუსაბამობაზე მითითებაც არარელევანტური და უსაფუძვლოა. ამგვარად, ვინაიდან წინადადება დაუსაბუთებელია და გაურკვეველია სამართლებრივი პრობლემატიკა, კომიტეტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობა მიზანშეუწონელია. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე იური გალუსტოვის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2418/20; 11.02.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 3 იხ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი.