საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა მოქალაქე აკაკი გვიანიძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-815/20; 21.01.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-08
ბიუროს ნომერი 354
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-5811/20
03-06-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
აკაკი გვიანიძეს
მის.: ქ. ბათუმი, რ. კომახიძის ქ. N3
ტელ.: 577302026
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე აკაკი გვიანიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-815/20; 21.01.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 19 მაისის
კომიტეტის
სხდომაზე
განიხილა
მოქალაქე
აკაკი
გვიანიძის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-815/20; 21.01.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის მე-5 მუხლში, რომელიც შეიცავს სიტყვებს „აფხაზეთის
ასსრ“ და „აჭარის ასსრ“, შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება.
II. კომიტეტის შეფასება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იზიარებს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით
შემოთავაზებული ცვლილების მართებულობას. ამასთანავე, გამომდინარე იქიდან, რომ
საკანონმდებლო წინადადება არ არის წარმოდგენილი კანონპროექტის სახით,1 კომიტეტი
მიზანშეწონილად მიიჩნევს, მასზე მუშაობა გაგრძელდეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
გამგებლობისათვის
მიკუთვნებულ
სფეროებში
საკანონმდებლო
1 იხ.: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ხარვეზების
იდენტიფიცირების სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფორმატში. ამგვარად, კომიტეტი მხარს უჭერს
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე აკაკი გვიანიძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-815/20; 21.01.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო მიღებულად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი