საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქის თემურ აბაშიძის მიერ წარმოდგენილ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№1-2231/20; 10.02.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-08
ბიუროს ნომერი 354
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-5812/20
03-06-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
თემურ აბაშიძეს
მის.: ხელვაჩაური, სოფელი წინსვლა მე-2, VII ჩიხი, N1
ტელ.: 591236080; 555166627
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქის თემურ აბაშიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-2231/20; 10.02.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 19 მაისის
კომიტეტის
სხდომაზე
წარმოდგენილი
განიხილა
საკანონმდებლო
საქართველოს
წინადადება
მოქალაქის
„ფიზიკური
თემურ
და
აბაშიძის
კერძო
მიერ
სამართლის
იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2231/20; 10.02.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება „ფიზიკური და კერძო
სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის
ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ
კანონი) მე-2 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებსა და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში; კერძოდ,
საკანონმდებლო წინადადების ავტორი გვთავაზობს, რომ საკუთრების უფლების აღიარების
შესაძლებლობა გაჩნდეს ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზედაც, რომელიც
დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის
ნაკვეთის მომიჯნავედ არ მდებარეობს. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს
აგრეთვე აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებასთან კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების 1 თვეში შესაბამისობაში მოყვანას (კანონის მე-9 მუხლს ემატება მე-3 პუნქტი).
II. კომიტეტის შეფასება
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ეხება 2019 წლის
11 დეკემბერს, წინადადების წარმოდგენამდე ორი თვით ადრე განხორციელებული მიწის იმ
რეფორმის ფარგლებში მოწესრიგებულ ერთ-ერთ საკითხს, რომელიც მიმართულია მიწის
ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივებისკენ; კერძოდ, ამ მიზნით
საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის
ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ფიზიკური და
კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის
ნაკვეთებზე
საკუთრების
უფლების
აღიარების
შესახებ“
საქართველოს
კანონში.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულმა რეფორმამ მოიცვა მიწასთან დაკავშირებული
მთელი რიგი საკითხები და, შედეგად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობასა
და რეგისტრაციასთან მიმართებით არსებული ძირითადი გამოწვევები დაძლეულია, ხოლო
სხვა ცალკეული საკითხების, მათ შორის, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი
საკითხის, ფრაგმენტულად მოწესრიგება ამჟამად მიზანშეწონილი არ არის.
გარდა ამისა, კომიტეტი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული
ცვლილება მეტისმეტად აფართოებს და ბუნდოვანს ხდის „თვითნებურად დაკავებული
მიწის“ ცნებასა და მასზე საკუთრების უფლების მოპოვების კანონისმიერ საფუძვლებს, რაც არ
შეესაბამება კანონის პრინციპებს; კერძოდ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე
საკუთრების უფლების წარმოშობა თავისთავად უკვე გამონაკლისია საკუთრების უფლების
შეძენის/მოპოვების ზოგადი წესიდან,1 ამ დროს კი, როგორც წესი, არ არსებობს ისეთი
დოკუმენტური
მტკიცებულება,
რომელიც
პირის
საკუთრების
უფლებას/საკუთრების
რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას უტყუარად დაადასტურებდა; სწორედ ამიტომ
კანონმდებლობით
დეტალურად
გაიწერა
ამგვარი
მტკიცებულებების
არარსებობის
პირობებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოპოვების საფუძვლები,
ხოლო ერთ-ერთი ასეთი წინაპირობაა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის
დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის
ნაკვეთთან მომიჯნავეობა; იგი ქმნის სწორედ იმ ერთ-ერთ ვარაუდს, რომ თვითნებურად
დაკავებულ მიწაზე დაინტერესებული პირის მფლობელობა, მისი ლეგიტიმური ინტერესი
არსებობს.2 ამასთანავე, მიწის ნაკვეთის მომიჯნავეობა მეტნაკლებად ამარტივებს მიწის
1 საკუთრების კანონისმიერი მოპოვების საფუძვლები განსხვავდება საკუთრების გარიგებისმიერი
მოპოვებისაგან. საკუთრების გადაცემისას ქართულ სამართალში მოქმედ გამიჯვნის პრინციპთან
დაკავშირებით იხ. რუსიაშვილი, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 1/2019,
მე-20 და მომდევნო გვერდები; საკუთრების გარიგებისმიერი მოპოვების საფუძვლებთან
დაკავშირებით იხ. ქიუზი, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 1/2019, მე-5 და
მომდევნო გვერდები. უძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვების წინაპირობებთან დაკავშირებით იხ.
სირდაძე, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 2/2019, 44-ე და მომდევნო
გვერდები.
2
უძრავ ნივთზე საკუთრების კეთილსინდისიერად შეძენასთან დაკავშირებით იხ.
რუსიაშვილი/სირდაძე/ეგნატაშვილი, სანივთო სამართალი (კაზუსების კრებული), თბილისი 2019,
294-ე და მომდევნო გვერდები; საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან
დაკავშირებით იხ. ებერჰარდი/სირდაძე, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი
ნაკვეთის საზღვრების დადგენას და, შედეგად, სხვისი უფლების ხელყოფის საფრთხე ამ
შემთხვევაში ნაკლებია. ამგვარ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების
უფლების
აღიარების
კიდევ
უფრო
გამარტივების
შემთხვევაში
კი
(როგორც
ეს
საკანონმდებლო წინადადებით არის შემოთავაზებული) გაჩნდება სხვისი უფლების
ხელყოფის მომეტებული რისკი, ვინაიდან ამ დროს შესაძლოა, რიგ შემთხვევებში ერთ მიწის
ნაკვეთზე აღმოჩნდეს მოთხოვნის თანაბარი უფლების მქონე რამდენიმე დაინტერესებული
პირი და უფლების მიკუთვნების საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელი გახდეს.
ამგვარად, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება არ
შეესაბამება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის კანონით
განსაზღვრულ მიზნებსა და პრინციპებს, ქმნის სხვისი უფლების შელახვის მომეტებულ რისკს
და, აქედან გამომდინარე, მისი მხარდაჭერა მიზანშეუწონელია.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქის თემურ აბაშიძის მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„ფიზიკური
და
კერძო
სამართლის
იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2231/20; 10.02.2020)
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
1/2019, მე-12 და მომდევნო გვერდები; არასწორი რეგისტრაციისგან დაცვასთან დაკავშირებით იხ.
სირდაძე, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 1/2020, მე-7 და შემდგომი
გვერდები.