„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2020
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/481/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-08
ბიუროს ნომერი 354

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) 661 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამებისა, ასევე ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: როგორც ცნობილია, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეჩერდა სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მისი განხორციელება დაშვებულ იქნა მხოლოდ დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზოგადი განათლების მიწოდების ერთ–ერთ საშუალებად ამ პერიოდში დანერგილ იქნა საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი თანამშრომლობით წარმატებით განხორციელდა და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ პერიოდში პროექტ ტელესკოლისა და სხვა მსგავსი საგანმანათლებლო, ასევე კულტურული გადაცემების საზოგადოებისათვის მისაწოდებლად, მნიშვნელოვანია მაუწყებლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობა, ხოლო ამისათვის აუცილებელია საკანონმდებლო საფუძვლების გაწერა (მათ შორის, საკანონმდებლო ბარიერების აღმოფხვრა). ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა კონკრეტული გამონაკლისებისა. იმისათვის, რომ მაუწყებლის მიერ საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდება განხორციელდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობითა და ხელშეწყობით, აუცილებელია დამატებითი გამონაკლისის განსაზღვრა და დასახელებული შეზღუდვა არ გავრცელდეს ამ ტიპის პროგრამების გაშვების შემთხვევებში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია აკრძალვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, ამ ნორმიდან გამონაკლისის დადგენისათვის აუცილებელია ამავე კანონში განხორციელდეს ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი გახდება მაუწყებლისა და ადმინისტრაციული ორგანოს – ამ შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ზემოთ მითითებული პრობლემების გადაჭრისა და დასახული მიზნების უზრუნველყოფის მიზნით ითვალისწინებს მაუწყებლობის შესახებ კანონის იმ ნორმაში, რომელიც კრძალავს ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსებას, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვას და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირ ან ირიბ დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, ემატება დამატებითი გამონაკლისი და ეს აკრძალვა არ გავრცელდება საგანმანათლებლო და კულტურული ხასიათის პროგრამებზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაცია გავრცელდება 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. აღნიშნული თარიღი დაკავშირებულია საქართველოში 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან. იმისათვის, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს საგანმანათლებლო პროგრამების მიწოდება მაუწყებლის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაწილეობით, კანონპროექტი ითვალისწინებს მასში მოცემული რეგულაციების გავრცელებას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მეორე დღიდან (2020 წლის 23 მაისიდან) წარმოშობილ ურთიერთობებზე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მნიშვნელოვანია რომ კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით შემდეგი გარემოებების გამო: როგორც ცნობილია, 2019–2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში საქართველოში სასწავლო პროცესი შეჩერდა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით. ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე მოქმედებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დროებითი წესები, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობას. ამ პერიოდში სასწავლო პროცესში წარმატებით იქნა დანერგილი და გამოყენებული ისეთი სატელევიზიო პროგრამა, როგორიცაა „ტელესკოლა“. აღნიშნული პროგრამა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ხორციელდებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობით. იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ კვლავ გაგრძელდეს „ტელესკოლის“ პროგრამა, კანონპროექტი ითვალისწინებს გამონაკლისს მსგავსი საგანმანათლებლო ან კულტურული პროგრამებისათვის, რათა ამ პროგრამებზე არ გავრცელდეს არსებული კანონით დადგენილი აკრძალვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მაუწყებლის დაფინანსებასთან/თანადაფინანსებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ საგანგებო მდგომარეობა საქართველოში ამ ეტაპისათვის გაუქმებულია, იმ მიზნით, რომ „ტელესკოლის“ პროგრამა უწყვეტ რეჟიმში გადაიცემოდეს და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით კვლავ მიწოდებული იქნეს შესაბამისი აუდიტორიისათვის, კანონპროექტი მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით. აუცილებელია წარმოდგენილი ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებები და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება სავარაუდოდ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გადასახადის გადამხდელთა საშემოსავლო გადასახადის გადახდის მიზნით. საგულისხმოა, რომ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა“ ფარგლებში (პროგრამული კოდი 32 02 14) ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დაიწყო ახალი ქვეპროგრამის „ტელესკოლა“ განხორციელება, რომლის განხორციელებისთვის საჭირო იყო შესაბამისი ადამიანური რესურსი (ტელეწამყვანი, (მასწავლებელი) და სხვა). ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა“ ფარგლებში (პროგრამული კოდი 32 02 14) ხორციელდება ქვეპროგრამა „ტელესკოლა“, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 404.2 ათას ლარს (აღნიშნული პროგრამის მიხედვით, ქვეპროგრამის განხორციელების ვადებია 2020 წლის 30 მარტი - 30 ივნისი, შესაბამისად დაახლოებით გულისხმობს 3 თვეს). საიდანაც მასწავლებლების ხელფასებისთვის გათვალისწინებულია 254,155 ლარი, ხოლო ტელეგაკვეთილების და საინფორმაციო ტიხრების გადაღებისთვის 150,000 ლარი. მიმდინარე პერიოდში სამთვიანი ხელშეკრულებებით დასაქმებული იყო 65 პირი (კოორდინატორი, ფსიქოლოგი, ჯგუფის ხელმძღვანელი, სურდოპედაგოგი, ექსპერტები). ასევე 53 მასწავლებელი 440 გაკვეთილის ჩასატარებლად. საგულისხმოა, რომ ტელეწამყვანის (მასწავლებლის), არაქართულენოვანი (სომხური და აზერბაიჯანული) სკოლების ტელეწამყვანი მასწავლებლისა, რუსულენოვანი ტელეწამყვანისა და ცეკვის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვრება ჩატარებული ერთეული სატელევიზიო გაკვეთილის შესაბამისად. სატელევიზიო გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს სულ მცირე 15 წუთს, ხოლო ანაზღაურება 125.0 ლარს. ზემოხსენებული პროგრამისთვის საშუალოვადიან 2021-2023 წლებში საორიენტაციო ხარჯი იქნება 3.8 მლნ. ლარი. 2020 წლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან საჭიროა დაახლოებით 800.0 ათასი ლარი (სემესტრულად განხილვის შემთხვევაში) მიმდინარე წლის არსებულ და დარჩენილ პერიოდზე. გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანას არ საჭიროებს. ხარჯების საჭიროების შემთხვევაში დაფინანსდება მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონპროექტი დადებით გავლენას მოახდენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებზე, რომლებსაც საშუალება ექნებათ საგანანმანათლებლო ხასიათის პროგრამებზე წვდომა მიიღონ ტელევიზიის მეშვეობით. ასევე, იმ ადამიანურ რესურსზე, რომლებიც ჩართული იქნებიან ქვეპროგრამის „ტელესკოლა“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების/აქტივობების განხორციელებაში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.