„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
ნომერი
#07-3/463/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-08
ბიუროს ნომერი 354

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ “საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ამ კანონის 341 და 342 მუხლები ამოღებულ იქნეს. 2.კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 355, 356 , 357 მუხლები : ,,მუხლი 355. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი 1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით აცხადებს კონკურსს. განცხადება კონკურსის გამოცხადების თაობაზე უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და არჩევის წესის აღწერას. 2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა, 5 წლის პროფესიული გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, არ არის ნასამართლევი. პროფესიულ გამოცდილებად მიიჩნევა ადვოკატად, პროკურორად, მოსამართლედ მუშაობა, სამეცნიერო, აკადემიური და კვლევითი საქმიანობა, უფლებადაცვითი საქმიანობა. 3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ან იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გასულია არაუმეტეს 1 წლისა. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა შესარჩევად რეგისტრაციისათვის განცხადებების წარდგენის ვადას. ეს ვადა არ უნდა იყოს 1 კალენდარულ თვეზე ნაკლები. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განცხადებები არ მიიღება. 5. კანდიდატმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ; გ)სამოტივაციო წერილი; დ)სრული პროფესიული გამოცდილება ზუსტი თარიღებისა და უშუალო ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებით; ე)ინფორმაცია სამხედრო სამსახურის შესახებ; ვ) ინფორმაცია მიღებული სახელმწიფო ჯილდოსა და მისი მიღების საფუძვლის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ; ზ)ინფორმაცია მინიჭებული წოდებისა და მინიჭების საფუძვლის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; თ) პროფესიული ასოციაციების ან გაერთიანებების წევრობა; ი)გამოქვეყნებული ნაშრომები, პუბლიკაციები; კ) კანდიდატის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომელსაც კანდიდატი მიიჩნევს წარმოსადგენად საჭიროდ; ლ) თვითაცილების შემთხვევაში; შესახებ გადაწყვეტილებები, ასეთის არსებობის მ) პოლიტიკური აქტივობები და აფილირება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან (მათ შორის ხომ არ ყოფილა თვითონ, ან მისი ოჯახის წევრი რომელიმე პოლიტიკური პარტიის შემომწირველი); ნ)ინფორმაცია იმ საქმეების შესახებ, რომელშიც კანდიდატი ყოფილა მხარე (სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში); პ)კანდიდატის მიერ გაკეთებული საკონსტიტუციო წარდგინებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ჟ)როგორც ადვოკატს თუ აქვს ნაწარმოები საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ან/და საერთაშორისო არბიტრაჟებში; რ) მისაღები შემოსავლები (როდესაც შესრულებული აქვს სამუშაო და მომავალში უნდა მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება); ს) გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ინფორმაცია; ტ) სასამართლოში მუშაობის პერიოდში დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; უ) შემოსავლის წყაროები ბოლო 6 თვის განმავლობაში; ფ) კანიდატის წინააღმდეგ წარდგენილი დისციპლინური საჩივრების შესახებ ინფორმაცია; ქ) ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია; ღ) ინფორმაცია იმის თაობაზე, დაჯარიმდა თუ არა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის არასათანადოდ/არასწორად შევსების გამო; ყ) არის თუ არა იმ საქმის განმხილველი მოსამართლე, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა. 6. თუ კონკურსის მონაწილემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განზრახ არასწორი ინფორმაცია წარუდგინა, იგი კარგავს ამ კონკურსში მონაწილეობის უფლებას. 7. კონკურსის მონაწილემ განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა საჯარო სამსახურის ბიუროსთვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ. 8. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის ყველა მონაწილის სიასა და თითოეული მონაწილის მიერ წარდგენილ აპლიკაციას (კანდიდატის მიერ წარდგენილი ყველა ინფორმაციის/დოკუმენტის ერთობლიობა) აქვეყნებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. 9. იუსტიციის უმაღლესი საბჭო 7 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს კონკურსის მონაწილეთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. 10. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს კონკურსის მონაწილის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 -მე-5 პუნქტების მოთხოვნებთან და ამ კანონის 351 მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებთან . გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არანაკლებ ორი მესამედი და არამოსამართლე წევრების არანაკლებ ორი მესამედი. კენჭისყრაში არ მონაწილეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, რომელიც აცილებულ იქნა ამ კანონის 353 მუხლით დადგენილი წესით. 11. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის იმ მონაწილეთა სრულ სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის დროს მხედველობაში იღებს გენდერული ბალანსის დაცვას. 12. წარდგენას თან უნდა ახლდეს კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები სრულად და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული დასაბუთება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის თაობაზე. წარდგენას დაერთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 13. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სია და კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. 14. უარის თქმის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის მონაწილეს წერილობით აცნობებს მიღებულ გადაწყვეტილებას და წარუდგენს შესაბამის დასაბუთებას უარის თქმის საფუძვლის/საფუძვლების მითითებით. 15. კონკურსში მონაწილე პირი უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში ამ კანონის 354 მუხლით დადგენილი წესით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით: ა) კონკურსი ჩატარდა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით; ბ) გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული კანდიდატის ნომინირებაზე უარის თქმის მიზეზები; გ) კანდიდატი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და უსაფუძვლოდ ეთქვა უარი ნომინირებაზე. ფორმალურ მუხლი 356 . უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა არჩევის წესი 1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. 2. უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ. 3. საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა არჩევის დროს მხედველობაში იღებს გენდერული ბალანსის დაცვას. 4. საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვა ხორციელდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 357. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი 1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს უზენაესი სასამართლოს სულ ცოტა სამი მოსამართლის მიერ მხარდაჭერილ ან საბჭოს წევრის მიერ დასახელებულ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნომინირების საკითხს და გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს მოსამართლე წევრთა 2/3-ის და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით. 2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. 3. საბჭო უფლებამოსილია, წარადგინოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკვე არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანონით განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის (28 მოსამართლის), სულ მცირე, სამი მეოთხედი. 4. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.“. 3. 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: მართლმსაჯულების რეფორმა არის ფუნდამენტი დემკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის. სასამარართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა არის უმნიშვნელოვანესი, რათა სამართლიანად განხორციელდეს მართლმსაჯულება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა უვადოდ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებისთვის. სწორედ ეს საკითხი გახდა ყველაზე მწვავე დაპირისპირებისა და საზოგადოებრივი მღელვარების საკითხი. პარლამენტის მიერ 2019 წლის პირველ მაისს შეტანილმა ცვლილებებმა ორგანულ კანონში და ამ ცვლილებების შედეგად განხორციელებულმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში გამოიწვია მკვეთრად უარყოფითი შეფასებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში. საქართველოს პარლამენტმა ისე მიიღო ცვლილებები კანონში, რომ სრულად არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის, ევროკავშირისა და აშშ საელჩოს რეკომენდაციები. რეკომენდაციათა გაუთვალისწინებლობამ მისცა შესაძლებლობა იუსტიციის საბჭოს წარემართა შერჩევის პროცესი ისე, რომ არ დატოვა მიუკერძოებლობის და ობიექტურობის განცდა. ამით კი ზიანი მიადგა სასამართლოს რეპუტაციას. 2019 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა 20 ვაკანტური ადგილიდან შეარჩია 14 მოსამართლე. იმავე დღესვე, 12 დეკემბერს აშშ საელჩომ გაავრცელა განცხადება რომ ,, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს. ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან. სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. იგივე შინაარსის განცხადება 13 დეკემბერს გავრცელდა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების მიერ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის (PACE) კომიტეტისთანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლაცეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) 13 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის დანიშვნის თაობაზე „საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ასამბლეის რეკომენდაციების წინააღმდეგ“, სინანულს იწვევს. განცხადების თანახმად, საქართველოში სექტემბრის ვიზიტის დროს, თანამომხსენებლებმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატეს კანდიდატების შერჩევის „გაუმჭირვალე და არასრულყოფილი“ პროცესის გამო. „გამოვთქვით მოლოდინი, რომ პარლამენტი გამოასწორებდა შერჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებს, მათ შორის, მოსამართლეთა მხოლოდ იმ მინიმალური რაოდენობის დანიშვნით, რაც უზენაესი სასამართლოს გამართული ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო“, –ნათქვამია განცხადებაში. შემდეგ, მათ აღნიშნეს, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება „სათანადო დასაბუთების“ გარეშე მიიღო და ეს გადაწყვეტილება იმ პირებსაც შეეხოთ, რომელთაც შერჩევის პროცესში ვერ გამოავლინეს, რომ „მათ ჰქონდათ იურიდიული განათლება და დამოუკიდებლობა, რაც ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციისთვის მოითხოვება“. მომხსნებლები მართლმსაჯულების სისტემისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით „სწრაფი ზომების მიღების“ მნიშვნელობაზე საუბრობენ. 2020 წლის 18 მარტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებმა ტიტუს კორლატეანმა და კლოდ კერნისმა მოუწოდეს პოლიტიკურ მოთამაშეებს წარმოაჩინონ პოლიტიკური სურვილი და მოხდეს იმ სხვა საკითხებზეც შეთანხმება, რაზეც შეთანხმება ვერ ხერხდება. მათ ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას, დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ მას შემდეგ, რაც დანიშვნის პროცედურების შესახებ არსებულ კანონში შევა ცვლილებები წინა დანიშვნის დროს მომხდარი ხარვეზების გამოსწორების მიზნით. გარდა ამისა, თანამომხსენებლები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის სხვა რეკომენდაციებიც, მათ შორის ფარული კენჭისყრის გაუქმებასთან, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებასთან და შერჩევის ერთიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმების შემოღებასთან დაკავშირებით. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა ასევე გაკრიტიკებულია ეუთო/ოდირის მიერაც. ოდირის დასკვნის მიხედვით, (დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის ანგარიში, ივნისი – სექტემბერი 2019, ეუთოს/ODIHR ანგარიში) იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, საბჭოს არ მიუღია გასაუბრების ჩატარების პროცედურული წესები ან გასაუბრების დროს ქცევის წესები, რათა უზრუნველყოფილიყო პროცესის სამართლიანობა და მოწესრიგებულობა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების (კონსტიტუციის 25-1), სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს (კონსტიტუციის 31-1) . სახალხო დამცველის სარჩელი ეფუძნება ვენეციის კომისიისა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ეუთო/ოდირი) დასკვნებს, ასევე, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის (საქართველოს სახალხო დამცველი, ეუთო/ოდირი ) შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანდიდატთა წარდგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნას და მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის შებოჭილი კანდიდატის შეფასების ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. შესაბამისად, კანდიდატების შერჩევის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ შესაძლოა, მიმდინარე კონკურსში მონაწილე პირებს სადავო ნორმებით მიადგეთ გამოუსწორებელი ზიანი და შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. ოდირის დასკვნის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, საბჭოს არ მიუღია გასაუბრების ჩატარების პროცედურული წესები ან გასაუბრების დროს ქცევის წესები, რათა უზრუნველყოფილიყო პროცესის სამართლიანობა და მოწესრიგებულობა ასევე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ პარლამენტში კანდიდატებთან გასაუბრების დროს გასაუბრებისთვის განკუთვნილი სივრცის ტევადობა პროცესზე დაკვირვებისა და ანგარიშგების მაღალ ინტერესის შეუსაბამო იყო და ა.შ. ზ/ა განცხადებები და კრიტიკული შეფასებები ცხადყოფს, რომ ვიდრე იუსტიციის საბჭო განაგრძობს დარჩენილ ვაკანსიებზე ახალი კანდიდატების შერჩევას და პარლამენტში წარდგენას, პრობლემა კვლავ რჩება და პროცესი არის ხარვეზიანი. ამიტომ, პარლამენტმა უნდა შეიტანოს ცვლილებები კანონში და გაითვალსწინოს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები. აუცილებელია განხორციელდეს ცვლილებები და გაზიარებულ იქნას რეკომენდაციები , რომელმაც უნდა დააზღვიოს ის ხარვეზები და პრობლემები რაც ღიად წარმოაჩინა 12 დეკემბრის გადაწყვეტილებამ და მთელმა პროცესმა. მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში დაცული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი პრინციპები: • • • • • დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველყოფა1; არჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა2; პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვა; გადაწყვეტილების დასაბუთება; გასაჩივრების მექანიზმი. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით სათანადოდ იყოს გარანტირებული იმ პირთა მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, რომელთაც სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება არ აქვთ.3 შესაბამისად, კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 პირველი მუხლის მოთხოვნებს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს შესახებ. მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი ინტეგრალური კომპონენტი არის მოსამართლეთა გამწესების პროცედურა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს 1 გაეროს ძირითადი პრინციპები მოსამართლის დამოუკიდებლობის შესახებ, პუნქტი 13; ევროსაბჭოს რეკომენდაცია R(94)12, პირველი პრინციპი; CCJE დასკვნა N1(2001), პუნქტი 17. 2 ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) თანახმად, უნდა არსებობდეს კანდიდატთა შერჩევის პირობათა სრული გამჭვირვალობა ისე, რომ მოსამართლეებს და თავად საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა დარწმუნდნენ იმაში, რომ დანიშვნა ექსკლუზიურად გამომდინარეობდა კანდიდატის დამსახურებიდან და დაეფუძნა მის კვალიფიკაციას, უნარებს, პატიოსნებას, დამოუკიდებლობის განცდას, მიუკერძოებლობასა და ეფექტურობას, დასკვნა N10 (2007), § 50. გარდა ამისა, ENCJ-ს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, დანიშვნის პროცესი უნდა იყოს ღია საზოგადოებრივი მსჯელობისათვის და სრულად და სათანადოდ დოკუმენტირებული. ENCJ, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება, გვ 2728. 3 ვენეციის კომისიის თანახმად, მხოლოდ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებამ შეიძლება გამოიწვიოს სასამართლოს სისტემის იზოლაცია მაშინ, როდესაც განსხვავებული გამოცდილების მქონე პროფესიონალებს შეუძლიათ უზრუნველყონ სისტემის ღიაობა ახალი მოსაზრებებისა და იდეებისადმი. Venice Commission, CDL-AD(2018)003, § 31. ანალოგიურ მიდგომას ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყნის კანონმდებლობა, მათ შორის ის სისტემები, რომლებიც კარიერულ ანუ მოსამართლეთა დაწინაურების პრინციპზეა აგებული. მაგალითად, გერმანიაში ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში დანიშვნა ხორციელდება დაწინაურების გზით, თუმცა უზენაეს სასამართლოში დანიშვნისთვის კანდიდატებს არ მოეთხოვებათ სამოსამართლო გამოცდილება. ასეთ ქვეყნებშიც კი, კარიერული სისტემის პარალელურად არსებობს მაღალ ინსტანციებში მოსამართლეთა გარეშე პირებისაგან შერჩევის წესი, ხოლო მოქმედი მოსამართლეების დაწინაურება ხდება, მათ შორის, მოსამართლის განგრძობადი შეფასების კომპლექსური პროცესის შედეგების გათვალისწინებით. საქართველოში არ არსებობს მოსამართლეთა დაწინაურების მკაფიო მოწესრიგება, კანონმდებლობით არ არის დადგენილი მოსამართლის განრგძობადი შეფასების მექანიზმი და მოქმედი მოსამართლეების სათანადო შეფასება მათი კარიერის განმავლობაში არ ხდება. საერთაშორისო სტანდარტებს და პასუხობდეს გამჭვირვალობისა და სანდოობის მოთხოვნებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გამწესების პროცედურა და კრიტერიუმები არის ის საკითხები, რომელთა დარეგულირებაც უნდა მოხდეს ორგანული კანონით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება შექმნის საკანონმდებლო საფუძველს იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე არჩეულ იქნენ ის კანდიდატები, ვინც აკმაყოფილებენ კონსტიტუციით და ორგანული კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და პიროვნული და პროფესიული თვალსაზრისით შეესაბამებიან ამ მაღალ სტატუსს. აგრეთვე, მოსალოდნელი შედეგი არის არჩევის პროცედურის წარმართვა იმ სახით, რომ იწვევდეს საზოგადოების მაქსიმალურ ნდობას და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდეს სასამართლოს ავტორიტეტს. ეს კი შექმნის ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტიებს საქმის სამართლიანი განხილვის უფლების თაობაზე. შესაბამისად, გაზრდის სამართლისადმი დაკარგულ ნდობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტი ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს : • • • • • • • • ღია კონკურსი და კანდიდატების საჯარო დასახელება , შერჩევის სამართლიანი პროცესი; სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნები ; არჩევის ცხადი შესაძლებლობა და შერჩევის კრიტერიუმები; ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესები; პარლამენტისთვის დასაბუთებული რეკომენდაციები და ე.წ გრძელი სიის წარდგენა; კანდიდატის ნომინირების ან უარყოფის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება; მოსმენის და განხილვის გამჭვირვალე წესები; გენდერული ბალანსის დაცვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების წესი: ➢ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს კონკურსს. შესაბამისად, კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით. ➢ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს კონკურსში მონაწილე პირის შესაბამისობას კანონის მინიმალურ მოთხოვნებთან. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის ყველა მონაწილის სიასა და თითოეული მონაწილის მიერ წარდგენილ აპლიკაციას (კანდიდატის მიერ წარდგენილი ყველა ინფორმაციის/დოკუმენტის ერთობლიობა) აქვეყნებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ➢ აღნიშნული მინიმალური მოთხოვნებია: ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა, 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, არ არის ნასამართლევი. აგრეთვე: ➢ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ან იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გასული არ არის 1 წელი . ➢ საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების დროს მხედველობაში უნდა მიიღოს მოსამართლე იყო თუ არა იმ საქმის განმხილველი მოსამართლე: • ➢ ➢ ➢ ➢ რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით კონკურსის ყველა მონაწილის სიას და თითოეული მონაწილის მიერ წარდგენილ აპლიკაციას (კანდიდატის მიერ წარდგენილი ყველა ინფორმაციის/დოკუმენტის ერთობლიობა) აქვეყნებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომლის მიმართ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის დროს მხედველობაში იღებს გენდერული ბალანსის დაცვას. კონკურსის იმ მონაწილისთვის, რომელსაც ეთქვა უარი, გათვალისწინებულია გასაჩივრების მექანიზმი უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა პლენარულ სხდომაზე ➢ პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყრება იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ ყველა კანდიდატს, მათ შორის, იმ კანდიდატებსაც, რომელთაც მხარი არ დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. ➢ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ასაკის მიღწევამდე, სრული უვადოდ, ამ კანონით დადგენილი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ➢ უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა პლენარულ სხდომაზე ➢ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ➢ საბჭო უფლებამოსილია, წარადგინოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკვე არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანონით განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის (28 მოსამართლის), სულ მცირე, სამი მეოთხედი. ➢ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტში მითითებულია, რომ ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, დღეს უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა თანამდებობების ნაწილი არის ვაკანტური, რაც აფერხებს სასამართლოს მუშაობის პროცესს. შესაბამისად, კანონის მიღებისა და ძალაში შესვლის დრო უნდა განისაზღვროს გონივრულად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ასეთი არ არსებობს ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სახელმწიფო ან/და ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სახელმწიფო ან/და ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება შესაძლოა ჰქონდეს ფინანსური შედეგები მოსამართლეობის კანდიდატებზე.. კერძოდ, მათ მოუწევთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარსადგენი დოკუმენტებისათვის შესაბამისი ხარჯის გაღება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, ორგანიზაციებში და აგრეთვე, მრავალმხრივ ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზა- ცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კონსულტაციები გაიმართა პროფესიულ წრეებთან, იურისტებთან, სფეროს ექსპერტებთან კერძოდ: ადვოკატთა ასოციაციასთან, იურიდიული ფირმების გაერთიანებასთან, კოალიცია ,,დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისთვის“, ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და დემოკრატიული ინდექსის წარმომადგენლებთან. გაზიარებული იქნა ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, აშშ საელჩოს, ეუთო-ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: პროექტის მუშაობის დროს გათვალისწინებული იქნა ერთობლივი წერილობითი და ზეპირი რეკომენდაციები, რომელიც შემუშავდა ვენეციის კომისიის, ევროკავშირის , ევროპის საბჭოს და აშშ საელჩოს მიერ, ასევე მოსაზრებები ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული ფირმების გაერთიანების, კოალიცია ,,დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისთვის“, ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და დემოკრატიული ინდექსის, ექპერტების რენეტა ვინტერის, ალეშ ზალარის მიერ. მათ გაეცნო კანონპროექტის პრინციპები და გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით მოხდა კორექტირება საბოლოო სახით. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: გამოყენებული იქნა არაერთი ქვეყნების გამოცდილება , ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აშშ სასამართლო სისტემის, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმები, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მაგალითად, გერმანიაში ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში დანიშვნა ხორციელდება დაწინაურების გზით, თუმცა უზენაეს სასამართლოში დანიშვნისთვის კანდიდატებს არ მოეთხოვებათ სამოსამართლო გამოცდილება. ასეთ ქვეყნებშიც კი, კარიერული სისტემის პარალელურად არსებობს მაღალ ინსტანციებში მოსამართლეთა გარეშე პირებისაგან შერჩევის წესი, ხოლო მოქმედი მოსამართლეების დაწინაურება ხდება, მათ შორის, მოსამართლის განგრძობადი შეფასების კომპლექსური პროცესის შედეგების გათვალისწინებით. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მიუთითებს, კანიდატები უნდა შეირჩეოდნენ სრული გამჭვირვალობის პირობებში ისე, რომ მოსამართლეებს და საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა დარწმუნდნენ , რომ მოსამართლეების დანიშვნა მოხდა მხოლოდ კანდიდატის დამსახურების მიხედვით და დაეფუძნა მის კვალიფიკაციას, უნარებს, პატიოსნებას, დამოუკიდებლობის განცდას, მიუკერძოებლობასა და ეფექტურობას. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია