საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევის საკითხი
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი მიროტაძისა და გიორგი ხიშტოვანის კანდიდატურები
- საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი მიროტაძისა და გიორგი ხიშტოვანის კანდიდატურები წარდგინება
- საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევის საკითხი (ეს პროექტი) წარდგინება
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 20 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2020-06-09
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-5958/20
05-06-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მეოთხე პუნქტის
შესაბამისად გიგზავნით დასკვნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით
(№07-1/26; 15.05.2019) .
დანართი:
კომიტეტის დასკვნა ერთ ფურცლად;
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-5946/20
05-06-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე
წლის 4 ივნისს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მეორე პუნქტის,
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7
მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის
მეორე პუნქტის ა.გ) ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტში
წარმოდგენილი გიორგი ხიშტოვანის კანდიდატურა (№07-1/26; 15.05.2019).
კომიტეტმა
კენჭისყრის
შედეგად
მხარი
არ
დაუჭირა
საქართველოს
პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და მიზანშეწონილად არ მიიჩნია
გიორგი ხიშტოვანის არჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-10532/19
04-06-2019
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის
უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად
წარმოდგენილი გიორგი მიროტაძის და გიორგი ხიშტოვანის კანდიდატურების შესახებ
(#07-1/26; 15.05.2019)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2019 წლის 3 ივნისის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე
მუხლის შესაბამისად, განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული
ბანკის ორი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე
თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი მიროტაძის და გიორგი ხიშტოვანის
კანდიდატურები.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 10 დეპუტატმა. კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით
(მომხრე 9, წინააღმდეგი 1) მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ორი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ გიორგი მიროტაძის და გიორგი ხიშტოვანის
კანდიდატურებს.
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge