„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 33 ✗ 13
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-08
ბიუროს ნომერი 354
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 2481 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2481. იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის მე-4
ნაწილით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი
იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისათვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული
ან/და
ამ
მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, −
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი COVID 19
(შემდგომში - „კორონავირუსი“) პანდემიად გამოაცხადა. აღნიშნული ვირუსის გავრცელებამ
მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანის დაინფიცირება და გარდაცვალება გამოიწვია.
საქართველოს ხელისუფლებამ საწყის ეტაპზევე სწორად შეაფასა ვირუსის გავრცელებიდან
მომდინარე საფრთხე და მყისიერად გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.
2020 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების
შესახებ“ და დეკრეტი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“. საქართველოს
პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრეზიდენტის აღნიშნული დეკრეტის საფუძველზე,
საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა სამინისტროებმა გამოსცეს კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები, რომელებმაც კორონავირუსის გავრცელებიდან მომდინარე
საფრთხეების ეფექტიანი მართვა უზრუნველყო.
2020 წლის 23 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-3/446; 17.03.2020). აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის
საფუძველზე შესაბამის უწყებას მიენიჭა უფლებამოსილება შეემუშავებინა იზოლაციისა და
კარანტინის წესები. აღნიშნულმა წესებმა ეფექტიანად უზრუნველყო საზოგადოებისგან
დაინფიცირებული პირების იზოლაცია და მათი ეფექტიანი მკურნალობა. საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტის საფუძველზე აღნიშნული წესების დარღვევისთვის დაწესდა
შესაბამისი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს ხელისუფლების წარმატება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში
არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებისა და საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ. საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული შესაბამისი
ღონისძიებების წარმატებაზე მიუთითებს სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის თანახმად,
საქართველოს არამხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე
დაბალი მაჩვენებელი აქვს კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა
მაჩვენებლის თვალსაზრისით.
საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების
აღმოსაფხვრელად წარმატებით გატარებულმა შესაბამისმა ღონისძიებებმა შესაძლებელი
გახადა, რომ 2020 წლის 22 მაისიდან გარკვეული სახის შეზღუდვები შემსუბუქებულიყო.
კერძოდ: გაუქმდა საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა;
გაუქმდა კომენდატის საათი; შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით დაშვებული
იქნა ეკონომიკური საქმიანობა და ა.შ.
განსახილველად წარმოდგენილი კანონის პროექტი მიზნად ისახავს გააგრძელოს 2020 წლის
22 მაისიდან დაწყებული გარკვეული სახის შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი. კერძოდ,
კანონის პროექტის თანახმად, მსუბუქდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
იზოლაციისა და კარანტინის გარკვეული წესების დარღვევისთვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან 2020 წლის 23 აპრილს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად,
კარანტინისა
და
იზოლაციის
წესის
დარღვევისთვის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით არის დადგენილი,
აუცილებელია, აღნიშნული წესით გათვალისწინებული ცალკეული რეგულაციების
დარღვევისთვის დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისისმგებლობის შემსუბუქება
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის გზით განხორციელდეს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
განსახილველად წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში შემსუბუქდება
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იზოლაციისა და კარანტინის გარკვეული
წესების დარღვევისთვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტის თანახმად, კონკრეტდება და ძალაში რჩება რეგულაცია, რომლის თანახმად,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც იზოლაციისა და
კარანტინის იმ წესს დაარღვევს, რომელიც მძიმე შედეგებთან არის დაკავშირებული, კერძოდ,
წესებს, რომელიც დაკავშირებულია - საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და
საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვასთან, სარკინიზო მიმოსვლასთან, საგანმანათლებლო
პროცესის შეზღუდვასთან, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვასთან,
სოციალური ღონისძიების ჩატარების მიზნით თავშეყრის შეზღუდვასთან (მაგ.: ქორწილი,
ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვასთან, ეპიდემიურ
კერებში საფრთხეების მართვასთან, თვითიზოლაციში და საკარანტინე სივრცეში მოქმედი
წესების დარღვევასთან და ა.შ.
კანონის პროექტის თანახმად, კონკრეტდება, რომ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის მე-4
ნაწილით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი
იმავე
ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ,
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
აუცილებელია,
კანონის
პროექტით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის
შემამსუბუქებელი რეგულაციები დაუყოვნებლივ შევიდეს ძალაში. შესაბამისად, კანონის
პროექტით განსაზღვრული საკანონმდებლო ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე უნდა
ამოქმედდეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ვინაიდან, აუცილებელია, კანონის პროექტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის
შემამსუბუქებელი რეგულაციები დაუყოვნებლივ ამოქმედდეს, კანონის პროექტი
დაჩქარებული წესით უნდა იქნეს განხილული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონის პროექტი გავლენას არ ახდენს შესაბამისი პირების ფინანსურ მდგომარეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - ანრი ოხანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე