საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მომართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიშის (№1-6050/20; 01.05.2020) განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-08
ბიუროს ნომერი 354
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-6001/20
08-06-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარის ბატონ ირაკლი კოვზანაძის (2-5992/20; 07-06-2020) წერილი, რომლითაც
ავტორი ითხოვს სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ
წარმოდგენილი სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიშის (№1- 6050/20;
01.05.2020) განხილვის გადავადებას ორი თვით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე
გთხოვთ სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს კანონპროექტის განხილვის ვადა
გაუგრძელოთ ორი თვით.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გენადი მარგველაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-5992/20
07-06-2020
საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის
კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ გენადი მარგველაშვილს
ბატონო გენადი,
მოგახსენებთ, რომ სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს
მიერ წარმოდგენილ სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიშზე (№16050/20;
01.05.2020), საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით
სავალდებულო კომიტეტად განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი.
გაცნობებთ, რომ სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიშს
ინფორმაციის სახით არ ახლავს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 35-ე მუხლით
გათვალიწინებული გარე აუდიტის დასკვნა, რაზეც სამეურვეო საბჭო განმარტავს, რომ
აღნიშნული დაკავშირებულია ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან და დოკუმენტი
წარმოდგენილ იქნება მიმდინარე წლის ივლისის თვის ბოლომდე.
ვინაიდან,
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი,
თავის
სპეციფიკიდან
გამომდინარე, განხილვის პროცესში საჭიროებს აღნიშნული დოკუმენტის გაცნობას,
გთხოვთ ანგარიშის განხილვის ვადა გაგრძელდეს 2 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge