საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ გიორგი ხიშტოვანის კანდიდატურასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-08
ბიუროს ნომერი 354
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-5958/20
05-06-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მეოთხე პუნქტის
შესაბამისად გიგზავნით დასკვნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით
(№07-1/26; 15.05.2019) .
დანართი:
კომიტეტის დასკვნა ერთ ფურცლად;
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-5946/20
05-06-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე
წლის 4 ივნისს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მეორე პუნქტის,
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7
მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის
მეორე პუნქტის ა.გ) ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტში
წარმოდგენილი გიორგი ხიშტოვანის კანდიდატურა (№07-1/26; 15.05.2019).
კომიტეტმა
კენჭისყრის
შედეგად
მხარი
არ
დაუჭირა
საქართველოს
პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და მიზანშეწონილად არ მიიჩნია
გიორგი ხიშტოვანის არჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge