„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 – 2021 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-5943/20/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებლი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2020-06-09

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-5943/20 05-06-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-16 პუნქტისა და 166-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტმა სამსახურის 2020-2021 მიზანშეწონილად წლების ფინანსური მიიჩნია სახელმწიფო აუდიტის აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმა შერჩეულ იქნეს კონკურსის საფუძველზე. შესაბამისად გაცნობებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე; პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-16 პუნქტის, 166-ე მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტების და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინების (№2-5548/20, 26-05-2020წ.) საფუძველზე დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ირაკლი კოვზანაძე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) პაატა კვიჟინაძე; გ) რომან გოცირიძე; დ) ირაკლი (დაჩი) ბერაია; ე) სულხან მახათაძე; ვ) ხათუნა გოგორიშვილი; ზ) გია ბენაშვილი; თ) დავით გოგიჩაიშვილი; 2. საკონკურსო კომისიამ შეიმუშაოს კომისიის დებულება და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. 3. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტის სახელით გამოაცხადოს კონკურსი აუდიტის ჩატარების შესახებ, შეიმუშაოს საკონკურსო პირობები, მოთხოვნები და წესები. 4. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტს კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი აუდიტორული ფირმა წარუდგინოს არაუგვიანეს 2020 წლის 18 სექტემბრისა. 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე