საქართველოს მთავრობის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/459, 11.03.2020) დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.06.2020
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ნომერი
#1-7372/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-08
ბიუროს ნომერი 354

📜 ტექსტი

წერილი
*GOV52000020528* GOV 5 20 00020528 08/06/2020 საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონისა და მისგან გამომდინარე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტების (საქართველოს პარლამენტში წარდგენის N9495, თარიღი: 11.03.2020 წ. საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის ნომერი - 07-2/459) დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება განპირობებულია ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობასა და უფლებამოსილებასთან მიმართებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მაქსიმალურად ეფექტურად და სრულყოფილად აღსრულების აუცილებლობით. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში 2017 წლიდან დღემდე შესული ცვლილებებით მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გაძლიერდა საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლები საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა და დამატებით სხვა სუბიექტთა მიმართ. ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების კიდევ უფრო გაფართოებას, კერძოდ, ეროვნულ ბანკს ენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობის ფუნქცია. აღნიშნული გარემოებები განაპირობებს საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურულ ცვლილებებს, როგორც დამატებითი სტრუქტურული ერთეულების შექმნის, ასევე უკვე არსებულის ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების გაძლიერებისა და გაფართოების კუთხით. როგორც უკვე აღინიშნა, ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტს წარედგინა 2020 წლის მარტის დასაწყისში, ხოლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით შექმნილი ობიექტური გარემოებების გამო, მათი განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს წარდგენილი ცვლილებების განხორციელება, რათა არ შეფერხდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედითი და ეფექტიანი ფუნქციონირება, რაც მათ შორის, გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკის უმნიშვნელოვანესი ამოცანების და ფუნქციების განხორციელებას, საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა და სხვა სუბიექტების რეგულირებისა და ზედამხედველობის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის მიერ განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით. მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი