საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს წევრად ასარჩევად საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ლილი გელაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს წევრად ასარჩევად საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ლილი გელაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს წევრად ასარჩევად საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ლილი გელაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე (ეს პროექტი) დასკვნა
- „ლილი გელაშვილის საპროკურორო საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-08
ბიუროს ნომერი 354
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-6021/20
08-06-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 5 ივნისის კომიტეტის სხდომაზე განიხილა
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“
ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად საპროკურორო საბჭოს წევრად ასარჩევად საქართველოს იუსტიციის მინისტრის
მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ლილი გელაშვილის კანდიდატურასთან
დაკავშირებით წარმოდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე
მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი.
წარმოგიდგენთ კომიტეტის დასკვნას და საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის
ლილი გელაშვილის კანდიდატურის თაობაზე წარმოდგენილ საბუთებს.
დანართი: 17 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
5/19/2020
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
საქართველო, ქ. თბილისი, 0114, გორგასლის ქ.24 ა. ტელ.: 2 40–51–48, 2 40-58-36; ელ.ფოსტა: info@justice.gov.ge
KA010155808094520
№6166
19 / მაისი / 2020 წ.
საქართველოს პარლამენტს
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-5
პუნქტის შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს წევრად ასარჩევად წარმოგიდგენთ ადვოკატ
ლილი გელაშვილის კანდიდატურას და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ამ
კანდიდატურის შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
დანართი: 8 გვერდზე
მინისტრი
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/6991b011-df75-4278-a911-b451333da0e1.html
თეა წულუკიანი
1/1
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-6020/20
08-06-2020
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საპროკურორო საბჭოს წევრად ასარჩევად საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ლილი გელაშვილი კანდიდატურასთან
დაკავშირებით წარმოდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე
მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 5 ივნისის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საპროკურორო საბჭოს წევრად
ასარჩევად
წარდგენილ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის
ლილი
გელაშვილის
კანდიდატურასთან
დაკავშირებით
წარმოდგენილი
საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ
მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი.
I. განსახილველი საკითხის ძირითადი არსი
2020 წლის 19 მაისს, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19
მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე
მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საქართველოს
პარლამენტს საპროკურორო საბჭოს წევრად ასარჩევად წარუდგინა ლილი გელაშვილის
კანდიდატურა.
კანდიდატის შესახებ წარდგინებას თან ახლავს ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც,
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ადგენს კანდიდატთან დაკავშირებით წარმოდგენილი
საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ
მოთხოვნებთან შესაბამისობას.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
II. სამართლებრივი პროცედურა და კომიტეტის შეფასება
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“
ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-5 პუნქტის
თანახმად,
საპროკურორო
საბჭოს
1
წევრს,
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრის
წარდგინების საფუძველზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით,
პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს პირი, რომელსაც აქვს
უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხით და იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საპროკურორო საბჭოს
წევრობის კანდიდატის წარდგინებას უნდა ერთოდეს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის
საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული
განათლებისა
და
სპეციალობით
მუშაობის
არანაკლებ
5
წლის
გამოცდილების
დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების
ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით,
პარლამენტისთვის წარდგენილი სათანადო საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა იურიდიულ
საკითხთა კომიტეტს, რომელიც განიხილავს მათ პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით
განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად, ხოლო აღნიშნული საბუთების
განხილვის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საპროკურორო საბჭოს
წევრობის იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც შეესაბამებიან პარლამენტის რეგლამენტის 207-ე
მუხლით
განსაზღვრულ
მოთხოვნებს,
სათანადო
საბუთებთან
ერთად
წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-9 პუნქტის
„გ“
ქვეპუნქტის
შესაბამისად
განიხილა
საპროკურორო
საბჭოს
წევრად
ასარჩევად
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ
ლილი გელაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საბუთები და
დაადგინა, რომ ისინი სრულად შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე
მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 5 ივნისის კომიტეტის სხდომაზე განიხილა
საპროკურორო საბჭოს წევრად ასარჩევად საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ლილი გელაშვილის კანდიდატურასთან
დაკავშირებით წარმოდგენილი საბუთები და დაადგინა, რომ აღნიშნული კანდიდატი
სრულად შეესაბამება საპროკურორო საბჭოს წევრობისთვის „პროკურატურის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი