საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიშების თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-6041/20/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიშების თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-08
ბიუროს ნომერი 354

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-6041/20 08-06-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წლის 03 ივნისის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიშები. გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნული ანგარიშების თაობაზე და პარლამენტის დადგენილების პროექტს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-6039/20 08-06-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიშების თაობაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წლის 03 ივნისის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიშები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლი ავალებს საჯარო დაწესებულებებს ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ანგარიში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საჯარო დაწესებულებაში შესული განცხადებების შესახებ. 2019 წლის 10 დეკემბრისთვის საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ იქნა ანგარიში 2 315 საჯარო დაწესებულებიდან. აღნიშნული ანგარიშები და ინფორმაცია მათი განხილვის დაწყების თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გამოაქვეყნა პარლამენტის ვებგვერდზე, რითაც დაინტერესებულ მოქალაქეებს და ორგანიზაციებს თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ განცხადებები ანგარიშების და მათში ასახული ინფორმაციის შესახებ, რაც გახდებოდა კომიტეტის მხრიდან შესწავლის საგანი. იმავდროულად, კომიტეტმა ანგარიშები გადაუგზავნა პარლამენტის სხვა კომიტეტებს, რომლებსაც, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გააჩნიათ უფლებამოსილება მოამზადოს დასკვნა ამ ანგარიშების შესახებ. ზემოთ აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლა და პარლამენტს შესაბამისი განცხადება წარმოუდგინა არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის ინდექსისაქართველო“, რაც შესწავლილ იქნა კომიტეტის მიერ. კომიტეტის მიერ ანგარიშების შესწავლისა და ანალიზის პროცესში მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მხრიდან ანგარიშების და მათში ასახული ინფორმაციის შესახებ სხვა განცხადებები არ წარმოდგენილა. პარლამენტის სხვა კომიტეტების მხრიდან შესაბამისი დასკვნები ანგარიშების შესწავლის თაობაზე კომიტეტში არ შემოსულა. საჯარო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესწავლით, გამოირკვა შემდეგი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შევიდა 202 მოთხოვნა. დაკმაყოფილდა 59 განცხადება, 7 შემთხვევაში კი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ითქვა. 89 განცხადება გადამისამართდა შესაბამის უწყებებში, ხოლო 47 განცხადება ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის წარმოებაში იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შევიდა 143 მოთხოვნა. საჯარო ინფორმაცია გაიცა 55 შემთხვევაში, 5 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო 7 განმცხადებელს უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. 42 განცხადება გადამისამართდა სხვა შესაბამის უწყებაში, ხოლო 32 განცხადება ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის მუშავდებოდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევიდა 94 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. მათგან დაკმაყოფილდა 74, ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 7 მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 9 განმცხადებელს. 2 განცხადება გადაიგზავნა სხვა შესაბამის უწყებაში, 6 განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია უწყებაში არ ინახებოდა, ხოლო 2 განცხადება ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის იყო წარმოებაში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მიმართეს 532 განცხადებით. დაკმაყოფილდა 484 განცხადება, ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 4 განცხადება. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 14 განმცხადებელს. 9 შემთხვევაში გამოირკვა, რომ ინფორმაცია დაწესებულებაში არ მოიპოვებოდა. ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის წარმოებაში იყო 21 განცხადება. საქართველოს პროკურატურაში შევიდა 323 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. მათგან დაკმაყოფილდა 165, ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 51 მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 92 განმცხადებელს. 1 განცხადება გადაიგზავნა სხვა შესაბამის უწყებაში. ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის წარმოებაში იყო 14 განცხადება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შევიდა 52 216 მოთხოვნა. მათგან დაკმაყოფილდა 49 525, ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 562 მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 1 537 განმცხადებელს. 323 განცხადება გადაიგზავნა სხვა შესაბამის უწყებაში, ხოლო 269 განცხადებაზე ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის მუშაობა დასრულებული არ იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მიმართეს 57 განცხადებით. საჯარო ინფორმაცია გაიცა 51 მოთხოვნის საფუძველზე, 4 განმცხადებელს კი ეთქვა უარი. 2 მოთხოვნა გადაიგზავნა სხვა უწყებაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შევიდა 2 877 განცხადება. საჯარო ინფორმაცია გაიცა 1 831 შემთხვევაში, ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31 განცხადება. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 729 განმცხადებელს. 16 განცხადება გადამისამართდა სხვა უწყებაში, ხოლო 270 განცხადება მუშავდებოდა ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შევიდა 881 მოთხოვნა. მათგან სრულად დაკმაყოფილდა 778 განცხადება, ხოლო ნაწილობრივ - 22 განცხადება. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 66 განმცხადებელს. ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის წარმოებაში იყო 15 განცხადება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შევიდა 299 განცხადება. საჯარო ინფორმაცია გაიცა 281 შემთხვევაში. 18 განმცხადებელს ეთქვა უარი, მათგან 16 განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია უწყებაში არ ინახებოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შევიდა 81 მოთხოვნა. მათგან დაკმაყოფილდა 68 განცხადება, ხოლო უარი ეთქვა 3 განმცხადებელს. სხვა უწყებაში გადაიგზავნა 2 განცხადება, 2 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია უწყებაში არ ინახებოდა, ხოლო 1 განცხადების მოთხოვნა სცილდებოდა უწყების კომპეტენციის ფარგლებს. ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის მუშავდებოდა 5 მოთხოვნა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა 80 განმცხადებელმა. სრულად დაკმაყოფილდა 69 მოთხოვნა, ხოლო ნაწილობრივ - 6 მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 1 განმცხადებელს, ხოლო 4 განცხადება ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის იყო წარმოებაში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შევიდა 151 მოთხოვნა. მათგან სრულად დაკმაყოფილდა 124 მოთხოვნა, ხოლო 9 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 18 განცხადება გადაიგზავნა სხვა შესაბამის უწყებებში. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შევიდა 233 მოთხოვნა. საჯარო ინფორმაცია გაიცა 208 შემთხვევაში, ხოლო 5 მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ იქნა 2 გადაწყვეტილება. 7 მოთხოვნა გადამისამართდა სხვა უწყებებში, ხოლო 11 კვლავ დამუშავების პროცესში იყო ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შევიდა 24 განცხადება, რომლებიც დაკმაყოფილდა სრულად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შევიდა 50 განცხადება, რომლებიც სრულად დაკმაყოფილდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შევიდა 13 განცხადება, რომლებიც სრულად დაკმაყოფილდა. საქართველოს სახალხო დამცველს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მიმართეს 79 განცხადებით. საჯარო ინფორმაცია გაცემულ იქნა 77 შემთხვევაში, ხოლო 2 განმცხადებელს ეთქვა უარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შევიდა 27 განცხადება. 15 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო 8 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის მუშავდებოდა 4 განცხადება. იურიდიული დახმარების სამსახურს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა 7 განმცხადებელმა. 5 განცხადების საფუძველზე გაიცა საჯარო ინფორმაცია, ხოლო 2 განცხადება ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის კვლავ წარმოებაში იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სმსახურში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შევიდა 166 განცხადება. მათგა 90 განცხადების საფუძველზე გაიცა საჯარო ინფორმაცია, ხოლო 4 გამცხადებელს ეთქვა უარი. ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის დამუშავების პროცესში იყო 72 განცხადება. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა 382 განმცხადებელმა. მათგან, 364 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო 5 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ იქნა 13 გადაწყვეტილება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შევიდა 493 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. 492 განცხადება დაკმაყოფილდა და მხოლოდ 1 შემთხვევაში ითქვა უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო სკოლებში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შევიდა სულ 5 686 განცხადება. დაკმაყოფილდა 5 680 განცხადება, 2 განმცხადებელს ეთქვა უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე, ხოლო 4 განცხადება იყო წარმოებაში ანგარიშების წარმოდგენის მომენტისთვის. წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით, 2019 წლის 10 დეკემბრისთვის, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საჯარო დაწესებულებებში სულ შევიდა 96 080 მოთხოვნა. 88 277 მოთხოვნა (91,9%) დაკმაყოფილდა სრულად. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 1 421 მოთხოვნა (1,5%). საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 4 161 განმცხადებელს (4,3%), მათგან გასაჩივრდა 24 გადაწყვეტილება (უარნათქვამი განცხადებების 0,5%). 732 განცხადება (0,8%) გადამისამართდა სხვა უწყებებში, 469 განცხადებით (0,5%) მოთხოვნილი ინფორმაცია დაწესებულებაში არ ინახებოდა, 21 მოთხოვნა კი სცილდებოდა დაწესებულების კომპეტენციის ფარგლებს. ანგარიშების წარმოდგენის მომენტისთვის წარმოებაში რჩებოდა და მუშავდებოდა 999 განცხადება (1,0%). 847 განცხადება ეხებოდა საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის საკითხებს. საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 2 999,9 ლარი, ხოლო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილმა თანხებმა შეადგინა 29,75 ლარი. საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო დაწესებულებები ძირითადად ეყრდნობოდნენ საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კანონებს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება თითქმის ყველა შემთხვევაში მიიღებოდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილი იყო პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია და იმავდროულად, არ არსებობდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების საფუძვლები. აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებულ პროცესში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისთვის დისციპლინური სახდელი დაეკისრა 89 საჯარო მოსამსახურეს. წარმოდგენილი ანგარიშების შესწავლის შედეგად კომიტეტმა საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ყველა საჯარო დაწესებულების ანგარიში საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არ არის. ამგვარი ტენდენცია ძირითადად იკვეთება საჯარო სკოლებთან მიმართებით. ანგარიში არ წარმოდგენილა აგრეთვე რიგი მუნიციპალიტეტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ. იმავდროულად, რიგ შემთხვევებში, საჯარო დაწესებულების ანგარიში წარმოდგენილია როგორც თავად ამ დაწესებულების, ასევე მისი ზემდგომი ორგანოს მიერ. წარმოდგენილ ანგარიშებში შესწავლილი ინფორმაციის გაანალიზების შედეგად, კომიტეტმა შენიშნა რიგი ხარვეზებისა, რომლებიც 2018 წლის ანგარიშების ანალიზის შედეგადაც იყო იდენტიფიცირებული. სახელდობრ, წარმოდგენილი კორესპოდენციის დამუშავებას და მკაფიო საერთო სურათის წარმოჩენას ართულებს ის გარემოებები, რომ რიგ შემთხვევებში, მოწოდებული არ არის ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით, იმავდროულად, რიგი ანგარიშებისა სცდება მითითებული მუხლის მოთხოვნებს და შეიცავს არასაჭირო, ზედმეტ ინფორმაციას. ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაციის ზოგ ტექსტში არსებული მონაცემები არ ემთხვევა ამავე ინფორმაციაზე თანდართულ ცხრილში შეტანილ მონაცემებს. კომიტეტმა მიიჩნია, რომ ანგარიშების წარმოდგენასთან და მათ სრულყოფასთან დაკავშირებული ზემოთ აღნიშნული ხარვეზები არ არის სისტემური, ტექნიკური სახისაა და მათი აღმოფხვრა შესაძლებელია ზემდგომ და მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებს შორის კოორდინაციითა და სათანადო კონტროლის დაწესებით. იმავდროულად, კომიტეტმა აღნიშნა, რომ შედარებით მნიშვნელოვანია ანგარიშების ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ის გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ საჯარო დაწესებულებების პასუხისმგებლიან დამოკიდებულებაზე საჯარო ინფორმაციების გაცემის საკითხებთან. ხაზგასასმელია ის მონაცემებიც, რომლებიც მიუთითებენ ამ მიმართულებით საჯარო დაწესებულებების მიერ გაწეული სამუშაოს ხარისხზე. ამ მხრივ კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ საჯარო დაწესებულებების მიერ რეაგირებულია ყველა განცხადება საჯარო ინფორმაციის მთხოვნის თაობაზე. მათგან დაკმაყოფილდა 93%-ზე მეტი და უარი ითქვა მხოლოდ მოთხოვნათა 4,3%-ს. მათგან გასაჩივრდა მხოლოდ 0,5%. ამასთან, განხილული საჩივრების უმეტესი ნაწილი არ დაკმაყოფილდა. საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს. რეაგირების გარეშე არ რჩებოდა საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებულ პროცესში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები და ასეთი გადაცდომებისთვის დისციპლინური სახდელი დაეკისრა 89 საჯარო მოსამსახურეს. იმავდროულად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საჯარო დაწესებულებების მიმართ გაცემულ უნდა იქნეს შემდეგი რეკომენდაციები:  საჯარო დაწესებულებებმა ადმინისტრაციული უზრუნველყონ კოდექსის 49-ე საქართველოს მუხლის „ა“-„ზ“ ზოგადი პუნქტებში მითითებული ინფორმაციის სრულყოფილად აღრიცხვა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში სისტემატიზირებული ფორმით ასახვა.  ზემდგომმა საჯარო დაწესებულებებმა დააწესონ სათანადო კონტროლი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი მმართველობის სფეროში მოქმედი ყველა საჯარო დაწესებულების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენა. შეაჯამა რა წარმოდგენილი ინფორმაცია, კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიშები. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
J6ngd4o b.: j 16or3gq.lc.rlr J.:6qr;0 g 5$ob qg,:qr596oq.l3b.: L,rj.r6or3gqcDb bcn6rqro ;qrOo6ob66lgogq,o 3c"rqgjbob 49-C 0gbq,oor qrtqrg36oq'o $gboco b.:2gl6cr qr;Sgbgbgq,gbgbob 0og6 b;j;6or3gqlcDtj J;6q';0gbgobtcrr3ob $l60c"rqr66oq,o 2019 Sq.,b .: 6 g;6otsgbob or.:cnbs%g l.-r;j;6or3gq'c"rb %c'r5;qro ;qr0o6ob66rgogq'o 3c.rqrgjl-rol.r 49-g Ogbqro bl2ll6cn q,r$gbgb{lq,gbgbb r3,:q,q3bgqCbb, Uc"rgCqlo $q"lr 10 q9g40bg6b b.:jr6or3gq,cnb J;6q,;0966b, b,:j.:6or3gq'c"rl-r 36g%oqrg6gb.: qr,: tr;j;6orgq,c"rb J6g0og6-0obob66lr $s6gEgobcnb, ;569o133 ,,bsj.:6co33q'cnb lr.:3;6c"r60qggbqrer 0;66gtso" g.:0cnsj3ggb6"1lr .:55s6obo,6c"r0gqrog 0crog.:3lr obgc"r60;go.:l-r brar6c"r obgc"r60r6oolr g.:gg0oli orlc.rb;%g b.:Ar6c"r E.:$gbgbgq,gb ;tso ts gbgq,o 51 5 gb.:qggbgbob ts gb;bg b. b,:j;6orpqrc"rb 3s6qr.:0g5go sgbc"rbog6gbb, 6cn0 b;A.:6c"r q.o.:$gbgbgq,gbl0o sgr3flqlo obgo60;goolr 5;gbobob UBqCbr qgg0c"r36.:15o3qo b;bgq,0$ogc"rtr s6bgbcnbolr 96or-96olcl rg6oq,CbCqo sgr tsfl6e;0g5gg6o $o5.r3o6cnbu. gb UBqCbr b.:%c"r6tqrc.rgboli oroorclC3q $CS6lr tsgb;dq,gbqrcrb.:b .:dqrg3b, 3jcnbEgb obgo60rgot Ool,to3ott 06ots35gqrn3sb b.:3oorbgbbC qgr .:jgog6E B;g6cncrl-r bsbgqr@$ogc"r er .rqErSoqrc"rb6o3o 06o036gqrc.rbol-r Lu3ocnbgbob gtbboqr3rb.: qr gsqr;$g3ggstso, 6sG b;b3q,0$ogc"rb b;jOo;5cnb.:'b3 Ln%c"r5.:qrc"r3b6o3o 3crb66c"rq,ob g.:6bcr6gogqrgb.lb qg.> 0;b0o 0 c.r jl qr; job 0c.r6.:ff oq'gcnb;b gtr63 53 gql gc"tgb. blj;6or3gq.,erb Js6qr;0g6go blbgrb0oo .:q6o06,:3b, 6o0 EgEcr36sgoflq., b.:%c"rSlqrc"rgblbo lr.:H;6c"r qg;$gtlgbgq,gbtb; eJ Oclj;qr;jgb 0c"r6ob Sqrc"rbob 5; 5 b ; 0 g3 o 0 C b ql r Cg qo.: 0 0.: 6 or 3 g q, crb I b ; 6 b g b o or o 0 6ob 3 6 gq.l erb I ; j 3b, brj;6or3gq,crb J;6c'r0g66o gg6rqrqgb,:b ,r0rbgoq,gbb o0;%9, 6cn0 bsj;Oorgqrc"rb 3c"rbbgogggo,l obgcr60t6oob or.:3obggq,gb;li 5.l0c"r6Bggqr 0bots36gq,c.rblb t5o$gbb qg; qgoq? lEgoq,b gorOcnbb. bl;J;6orpqrc"rb Jl6q,s0gbgo sqos6gbb b;bgq'0$ogc"rb 3sq"egbgqrgb,:b, ts9j06.:b ts3b;b.:0obo 5;6s61)ogbo, 6;cn.: 0c"rjlq'tjgb 3jc"rbqggb obgc"r60.:go; blal6cr 0bots363q'cnbob lr.:3oorbgb%3. l.lsb3q'0$ogc"rb c"rgogo;q'g6o qgcr3g0gbggbob bgq,Eoltr$3qrc"rOobt E,:obgg6gtrCbUq Jo6b tsgbldq'3bq,obsb rdq,g3lt, g.tOcro33qroc"rb aobor3olr blo66g6gbcn b.:a.:6cr 06o03bgc,c.rbob b;3oorbgbo, 5;boboqreib, lilor,rbtSgc"lSQ b6gqrqggbr ol3 16; lr,>al6er qr;tr3;b 3oorb3gbo qrr gg6j6ogbo. tr.:j.:6otgq'c'rb Jl6qrl0g66o gg6.rEqgb;b ;6.rb3oq.,gbb i3gp6'tso b.:a;6er obgo60;goob bgq'0ob.:$3qrcn0obolr J6.:jgo3ob CIgb$l3q,otr tsgqggS.lqr 6.:0cn3qC6oq J6cobqrgEgb%g. bg0cn;q6o6bgq,oqg;6 5;0cn0qrob;63, ti;j.:6or3gqcDtr J.:6qr.:0gb15ob 696q,.:0g6gob 177-g Ogbq'ob Jo639q,o Jgbigotr tsgb.:b$ob.:qr b;$6or3gq'c"rb J.:6q'.:0g6go 4966b : 1' qr,rqrgboco.:qr tsgglbqgb b;jl6or3gqrc"rb 9cc"r5.:qro .:qr0o6ob66;gogqro 3c'rq.oSibob 49-C 0gbq'oor qg;qg36oq'o $gboor bsa.:6c"r qg;$gbgbgqrgbgboli 0o96 b.: j.: 6cn3 g qrcnl-r Jl 6 q,,: 0 g b 6 o b s co g o b $l 6 0 c"rco 5 g 6oqr o 2 0 1 9 $q, o b ;b ots g bo. 516 2. b.:js6or3gq'crb %cr6lqro rqr0obob156;gogq,o 3arqggjbob 49_C Ogbqroor 5rorgrq,ob$o6gbgq' b,:A,:6c"r qg,r$gbgbgq,gbgbb 0ogggor tsg8qrg5o 66cn0g6qgr6ogbo: ':) gb6gbgcquc'b lr.:j.:6or3gq,c.rb %cn5.:qro rqr0o6ori66;gougo 3c"rqrogjbob 49-g Oflbq'oti ,,b"-,,%" 336j6gbtso Oocooorgbgqro o6gc.r60sgoob b6gqrgr.rgoqJqg rq6o6b3l eb blj.:6orpq,ob Jl6qrr0g6gobcrr3ob gn3gq,$q,og6 $,>6qg6g6oqr .:b5.:6ots0o bob g30 l go%o6gbgq,o gc"r60oor .:bsb3.:. b) %90E5cn00.: b;5;6c"r qr;$gbgbgq,gbgb0.: qr,:;$gbc"r6 bsors6.:qrer 3cr6g6crqro, 6ror.: gb6gbpqgotsoql ojbgb 0;oro 00l6or3gq,cnbob bgg6c"rtso @c"rj6gqro UgCqlr b;al6cr qq.r$gbgbgq,gbotr 0o96 b;j.:6or3gq,arb %oSrqro ;qrflo6ob66s6ogq,o 3c"rpgjbob 49-g 6gbq'oo bro3rq,ob$obgb3qo ;bg.:6otsob fl;6qgggb;. 3, gb q.o;qg 66oqrgb.: .l6c"rj0 gqgqgb 0oqgbobor.: 6;39. b.l j;6or33qrc'rlr orl302gqrer0s6g orboqrolro N J;6q';0gb golr .:68oq' or;qrt33tdg