საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი ტუღუშის და ირაკლი აბესაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/204, 25.06.2018) საქართველოს კანონის პროექტი - 3 თვით; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კვაჭანტირაძის და ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/402; 04.10.2019) საქართველოს კანონის პროექტი - 3 თვით; გ) საქართველოს პროკურატურის 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში (№1-6475/20; 15.05.2020) - 3 თვით; დ) იურიდიული დახმარების სამსახურის 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში (№1-3742/20; 28.02.2020) - 3 თვით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (287 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (279 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (307 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (288 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (191 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (189 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (216 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (202 KB)
📄 წერილი (69 KB)
📄 დანართი (70 KB)
📄 დანართი (72 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-09
ბიუროს ნომერი 355
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-6042/20
08-06-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
როგორც თქვენთვის ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/204; 25.06.2018) და საქართველოს კანონის პროექტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N073/402; 04.10.2019), აგრეთვე პარლამენტში წარმოდგენილია საქართველოს პროკურატურის
2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში (N1-6475/20; 15.05.2020) და იურიდიული
დახმარების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში (N1-3742/20; 28.02.2020).
აღნიშნულ საკითხებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი. ვინაიდან ბოლო დროს ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა,
ხოლო პანდემიით შექმნილი ვითარება ამჟამადაც გარკვეულწილად შემაფერხებელი
გარემოებაა საკითხების საკომიტეტო განხილვის კუთხით, გთხოვთ, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და აღნიშნული
საკითხების სრულყოფილად მომზადების მიზნით, ამ საკითხების საკომიტეტო განხილვის
ვადები გაგრძელდეს 3 თვით.
N07-3/402 და N1-6475/20 ზემოხსენებული საკითხების საკომიტეტო განხილვის ვადების
გაგრძელების თაობაზე ასევე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-6040/20
08-06-2020
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N347/5, 19.05.2020 გადაწყვეტილებით,
ადამიანის
უფლებათა
სავალდებულოდ
დაცვისა
განსახილველად
და
სამოქალაქო
გადმოეცა
ინტეგრაციის
საქართველოს
კომიტეტს
გენერალური
პროკურორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პროკურატურის 2019 წელს
გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში (№1-6475/20; 15.05.2020).
ანგარიშის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2020 წლის
10 ივნისამდე.
ობიექტურ
მიზეზთა
გამო,
მითითებულ
ვადაში
კომიტეტი
საკითხის
განხილვას ვერ ახერხებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული
ანგარიშის განხილვის ვადის გაგრძელება 3 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-6035/20
08-06-2020
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 15 ოქტომბრის N294/1
გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტს სავალდებულო განხილვისთვის გადმოეცა საქართველოს პარლამენტის
წევრების ზვიად კვაჭანტირაძისა და ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/402; 04.10.2019).
აღნიშნული
ინიციატივის
სავალდებულო
წესით
განხილვის
ვადა
განსაზღვრულია 2020 წლის წლის 12 ივნისამდე.
ობიექტურ მიმეზთა გამო კომიტეტის მიერ საკითხის დადგენილ ვადაში
განხილვა ვერ ხერხდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 3 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge