საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე შოთა შალელაშვილის მიერ წარმოდგენილ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (№1-24853/19; 12.12.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-6059/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-09
ბიუროს ნომერი 355

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-6059/20 08-06-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა მოქალაქე შოთა შალელაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-24853/19; 12.12.2019) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის პირველი ივნისის სხდომაზე განიხილა მოქალაქე შოთა შალელაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დახვეწას, მათ შორის, მის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ იქნა საკანონმდებლო პაკეტი - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონების პროექტები, რომელიც შემუშავებულია ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებით და ასევე ემსახურება საკანონმდებლო წინადადებით დასახულ მიზნებს. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი გარკვეულწილად ფარავს საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ შემდეგ საკითხებს: ა) ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას და მის ანგარიშვალდებულებას საქართველოს პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. ბ) სააგენტოს თავმჯდომარის არჩევა პარლამენტის მიერ თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, კონკურენციის სააგენტოს ერთპიროვნულ მმართველობას ჩაანაცვლებს კოლეგიური მმართველობის ორგანო - საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან. საბჭოს წევრებს აირჩევს საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. ასევე დეტალურადაა გათვალისწინებული საბჭოს წევრად არჩევის წინაპირობები და პროცედურები, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები. გ) საქმის მოკვლევის ვადის გაზრდა 24 თვემდე ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს საქმის მოკვლევის ვადის გაზრდას 18 თვემდე. აღნიშნული წარმოადგენს ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციას. დ) ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტით ასევე ფართოვდება კანონის მოქმედების სფერო, რამდენადაც ის გავრცელდება ყველა „ადმინისტრაციული ორგანოზე“. ასევე ნათელი გახდება, რომ კონკურენციის შემზღუდველი შეიძლება იყოს არამხოლოდ ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულება, არამედ ნებისმიერი შეთანხმება. ე) სისხლისსამართლებრივი სანქციების დაწესება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მძიმე შედეგის მომტან ქმედებებზე ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების ეტაპზე, არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული სისხლისსამართლებრივი სანქციების დაწესება იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ ქვეყანაში კონკურენციასთან დაკავშირებული მიდგომები განვითარების საწყის ეტაპზეა. თუმცა, აღნიშნული საკითხი, სხვა საკითხებთან ერთად, დამატებითი მსჯელობის საგანი გახდება ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზე. ამდენად, ვინაიდან საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საქართველოს კანონის პროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონების პროექტები, უკვე მოიცავს საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ საკითხებს, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია