საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია „საქართველოს მთავრობასა და ეკვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების 2020 წლის 1 ივნისს ძალაში შესვლის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.06.2020
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-7414/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-09
ბიუროს ნომერი 355

📜 ტექსტი

წერილი
14895-01-2-202006081600 № 01/14895 08/06/2020 საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებები გაცნობებთ, რომ “საქართველოს მთავრობასა და ეკვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება ძალაშია 2020 წლის 1 ივნისიდან. შეთანხმების შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ასოთხმოც (180) დღიან პერიოდში. პატივისცემით, მაია ბართაია დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საკონსულო დეპარტამენტი