საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების მერაბ ქვარაიას, პაატა მხეიძის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, ზაქარია ქუცნაშვილის, რატი იონათამიშვილის, გიორგი მოსიძის, გიორგი კოპაძის, დიმიტრი მხეიძის და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-3/236; 01.11.2018) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-10
ბიუროს ნომერი 357
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-6121/20
09-06-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,
მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელებას საქართველოს
პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიას, პაატა მხეიძის, გოგა გულორდავას, კობა
ლურსმანაშვილის, ზაქარია ქუცნაშვილის, რატი იონათამიშვილის, გიორგი მოსიძის, გიორგი
კოპაძის, დიმიტრი მხეიძის და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „სოციალური მეწარმეობის შესახებ“,
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07- 3/236; 01.11.2018), იმის გათვალისწინებით,
რომ განსაზღვრულ ვადაში, კომიტეტების მიერ ვერ ხერხდება წარმოდგენილი კანონის
პროექტების განხილვა.
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge