„საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.06.2020
ავტორი
ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გუგული მაღრაძე, კახაბერ კუჭავა, სიმონ ნოზაძე, თემურ გოცირიძე, გივი ჭიჭინაძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი თოთლაძე, სამველ მანუკიანი, ედიშერ თოლორაია, იოსებ მაკრახიძე, თამარ ხულორდავა, დავით სონღულაშვილი, ოთარ დანელია, რომან მუჩიაშვილი, ეკა ბესელია, კობა ნაკაიძე, ვლადიმერ კახაძე, გენადი მარგველაშვილი, ლევან კობერიძე, ზურაბ ხაჩიძე, დიმიტრი მხეიძე, ლევან ბეჟანიძე, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი ხატიძე, შოთა ხაბარელი
ნომერი
#07-3/466/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 130-ე მუხლის და 132-ე მუხლის მე-2 და მე5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფცია“. 2. დაევალოს ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს 2021 წლის 1 იანვრამდე: ა) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციები გამართოს კონცეფციით გათვალისწინებული ფუნქციების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ცვლილებების განხორციელებამდე საბჭოს დებულებაში; ბ) საქართველოს მთავრობასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციით განსაზღვროს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის პრიორიტეტები. 3. დაევალოს საქართველოს მთავრობას, „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის“ პრინციპების გათვალისწინებით და ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს მიერ განსაზღვრული საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის პრიორიტეტების საფუძველზე 2021 წლის 1 აპრილამდე შეიმუშავოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სამოქმედო გეგმა. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
კონცეფცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფცია სარჩევი 1. შესავალი 2. საზოგადოებრივი ორგანიზაციები 3. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის პრინციპები და ფასეულობები 4. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის მიზნები და ამოცანები 5. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის იმპლემენტაცია 1 1. შესავალი საქართველოს დემოკრატიული განვითარება დიდწილად არის დაკავშირებული სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებასთან. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საშუალებას იძლევა, მოხდეს მწვავე პრობლემების პოლიტიკურ დღის წესრიგში დასმა და, ამდენად, ქმნის საფუძველს რეალურ საჭიროებებზე დამყარებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა. სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციების შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას შეუძლია, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის დოკუმენტებს დაუბრუნოს ავთენტური შინაარსი, ასახოს მოქალაქეთა აზრი და მოთხოვნები. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მნიშვნელობა იზრდება ქვეყნის წინაშე დღეს არსებული გამოწვევების ფონზე. 2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას, ადამიანთა თავისუფლებასა და თანასწორობაზე დამყარებული სისტემების შექმნას. ძლიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებულ ნაწილსა და ხელისუფლების პოლიტიკაზე ზეგავლენის მატარებელ სუბიექტებს, შეუძლიათ, კრიტიკული როლი ითამაშონ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანების გზაზე. საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლითაც საქართველოს პარლამენტმა აღიარა საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარების გზაზე. მემორანდუმით, რომელსაც ხელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და 200-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია აწერს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ აიღო ვალდებულება, დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით შეემუშავებინა საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფცია. 2. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ორგანიზაცია, წინამდებარე კონცეფციის მიზნებისთვის, მოიცავს: ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაციებს, აგრეთვე სხვა სამართლებრივი ფორმით არსებულ ორგანიზაციებს ან/და მოქალაქეთა გაერთიანებებს, რომელთა მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის განხორციელება ან საზოგადოებრივად სასარგებლო ინიციატივების მხარდაჭერა. ბ) საზოგადოებრივ ორგანიზაციად, წინამდებარე კონცეფციის მიზნებისთვის, არ მოიაზრება რელიგიური გაერთიანება, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (პარტია), სახელმწიფოსა ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი ან ისეთი 2 გაერთიანება, რომლებზეც პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლს ახორციელებენ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.“ 3. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის პრინციპები და ფასეულობები საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: ა) დამოუკიდებლობა საზოგადოებრივი ორგანიზაციები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ დამოუკიდებლად, საკუთარი მისიისა და ღირებულებების შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და სტანდარტების ფარგლებში. ბ) თანასწორობა - საზოგადოებრივი ორგანიზაციები თანასწორი არიან და სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ თანასწორ სამართლებრივ გარემოსა და თანასწორ მიდგომას მათი საქმიანობის ყველა შესაძლო სფეროში. გ) პარტნიორობა - სახელმწიფო ორგანოები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოიაზრებენ პარტნიორებად და შეიმუშავებენ მათთან ურთიერთობის ეფექტიან მექანიზმებს. დ) მონაწილეობა -საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები, ხოლო სახელმწიფო ორგანოები ჯეროვან ყურადღებას უთმობენ წარდგენილ მოსაზრებებს. ე) გამჭვირვალობა -საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ურთიერთობა გამჭვირვალე და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. ორგანოთა ვ) კონსულტირება -საზოგადოებრივი ორგანიზაციების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის დროს ტარდება აქტიური კონსულტაციები საზოგადოებრივ ორგანიზაციების ფართო სპექტრთან. 3 4. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის მიზნები და ამოცანები წინამდებარე კონცეფცია მიზნად ისახავს, შექმნას საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებისთვის საჭირო გარემო და გაზარდოს მათი მონაწილეობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისას. ამ მიზნების მისაღწევად შესასრულებელი ამოცანებია: 4 .1 . საზოგადოებრივი ორგანიზაციების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინსტიტუციური და ფინანსური გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა სახელმწიფო ხელს უწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინსტიტუციური და ფინანსური გარემოს შექმნას, რაც, მათ შორის, გულისხმობს მოხალისეობის, ინდივიდუალური და კორპორატიული ქველმოქმედების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დამხმარე ეკონომიკური საქმიანობის, სახელმწიფო და თვითმმართველობის საგრანტო დაფინანსების წახალისებას. საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარემოს სრულყოფის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. 4.2. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფო შეიმუშავებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ერთიან მიდგომას, სტრატეგიას, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო იქნება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის. სახელმწიფოს პოლიტიკის განმსაზღვრელი და განმახორციელებელი პირები თავიანთი საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას: ა) უ ზრ უნ ვე ლყოფენ საზოგადოებისა დ ა დაინ ტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის გონივრულ ვადაში წინასწარ მიწოდებას განსახილველ საკითხთა შესახებ, მათი მონაწილეობის ფორმისა და სხვა უფლებების მითითებით; ბ) უზრუნველყოფენ დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების დასწრებას და მონაწილეობას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების დროს; 4 გ) გონივრულ ვადაში განიხილავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივებსა და პეტიციებს; დ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აღმოუჩენენ ყველა შესაძლო დახმარებას კვლევების და ანგარიშების მომზადებისას. 5. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განხორციელება და შეფასება საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების განვითარების და გონივრულ სახელმწიფო კონცეფციის სახელმწიფო კონცეფციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყება არის საქართველოს მთავრობა, რომელიც შეიმუშავებს კონცეფციის შესრულების სამოქმედო გეგმებს. საქართველოს მთავრობის მიერ კონცეფციის შესრულების სამოქმედო გეგმის შემუშავება ხორციელდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო ჩართულობით, რაც გულისხმობს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობას. საზოგადოებრივი იმპლემენტაციის ორგანიზაციების შეფასებას განვითარების ახორციელებს ღია სახელმწიფო მმართველობის კონცეფციის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. 5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: საქართველოს დემოკრატიული განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებასთან. წინამდებარე კონცეფცია მიზნად ისახავს შექმნას საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებისათვის საჭირო- გარემო და გაზარდოს მათი მონაწილეობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემების გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა: საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლითაც საქართველოს პარლამენტმა აღიარა საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გზაზე. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ აიღო ვალდებულება შეემუშავებინა საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფცია. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები: საზოგადოებრივი ორგანიზაციების მნიშვნელობა იზრდება ქვეყნის წინაშე დღეს არსებული გამოწვევების ფონზე. 2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაში ხაზგასმულია ხელისუფლების გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების, კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა. ძლიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს , როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებულ ნაწილს, შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანების გზაზე. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილებით ხდება „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცება, ამასთან ევალება ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს 2021 წლის 1 იანვრამდე გამართოს კონსულტაციები საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონცეფციით გათვალისწინებული ფუნქციების უზრუნველყოფისთვის საბჭოს დებულებაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელებამდე და საქართველოს მთავრობასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციით განსაზღვროს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის პრიორიტეტები. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას ევალდება, „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის“ პრინციპების გათვალისწინებით და ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს მიერ განსაზღვრული საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის პრიორიტეტების საფუძველზე 2021 წლის 1 აპრილამდე შეიმუშავოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სამოქმედო გეგმა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი დადგენილების პროექტთან მიმართებით, დადგენილების პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ; ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისათვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე რათა მოხდეს ოპერატიულად კონცეფციის დამტკიცება. დადგენილებით გათვალისწინებული არაა უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ დადგენილებით განსაზღვრული აქტივობები განხორციელდება საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. დადგენილებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შემუშავება მოხდება საქართველოს მთავრობისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. რაც შეეხება საშუალოვადიან პერიოდში საჭირო დაფინანსების წყაროს, აღნიშნული დამოკიდებული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ აქტივობებზე. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა დამოკიდებული იქნება სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე და დაფინანსების წყაროებზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კონცეფცია განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებასთან დაკავშირებით. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ დადგენილებით განსაზღვრული აქტივობები განხორციელდება საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ კონცეფციის პრიორიტეტების შესაბამისად, 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადება და დამტკიცება. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის მიღებას ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. რაც შეეხება საშუალოვადიან პერიოდს, გავლენა და მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ აქტივობებზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: დადგენილების მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: პირებზე შესაბამისი ფინანსური გავლენა დამოკიდებულია სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ აქტივობებზე. ბ.ვ) დადგენილების პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში რაოდენობის განსაზღვრის პრინციპი: დადგენილებით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) დადგენილების სტანდარტებთან: პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, დადგენილების პროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორემხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს; დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის საბჭოში შემავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციები; დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არასაწარმოო სამსართლის ევროპული ცენტრის დასკვნა (ინგლისურ და ქართულ ენაზე); დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი დადგენილების პროექტის იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) დადგენილების პროექტის ავტორი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გუგული მაღრაძე, კახაბერ კუჭავა, სიმონ ნოზაძე, თემურ გოცირიძე, გივი ჭიჭინაძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი თოთლაძე, სამველ მანუკიანი, ედიშერ თოლორაია, იოსებ მაკრახიძე, თამარ ხულორდავა, დავით სონღულაშვილი, ოთარ დანელია, რომან მუჩიაშვილი, ეკა ბესელია, კობა ნაკაიძე, ვლადიმერ კახაძე, გენადი მარგველაშვილი, ლევან კობერიძე, ზურაბ ხაჩიძე, დიმიტრი მხეიძე, ლევან ბეჟანიძე, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი ხატიძე, შოთა ხაბარელი