„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.06.2020
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/485/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და 492 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 493 მუხლი: „მუხლი 493. საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით კონტრაჰენტებთან მიმართებით გასატარებელი ღონისძიებები 1. თუ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება შეუძლებელი ხდება ან რთულდება საგანგებო მდგომარეობის გამო, ასეთი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას, ამავე პირის მიმართვის საფუძველზე, ქონების მმართველის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა. ასეთ შემთხვევაში, ამ კანონის 491 მუხლის მე3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარემ ქონების მმართველს უნდა მიმართოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვეში, თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.“ მუხლი 2. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 და ამავე წლის 21 აპრილს N2 ბრძანებებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარემ, მის მიმართ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ თხოვნით ქონების მმართველს უნდა მიმართოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსი, წარმოადგენს გამოწვევას მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობისათვის მოქალაქეთა ჯანდაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. საქართველოში, აღნიშნული პანდემიის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 და ამავე წლის 21 აპრილს N2 ბრძანებებით ქვეყანაში გამოცხადებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა (შემდგომში - საგანგებო მდგომარეობა) 2020 წლის 21 მარტიდან ამავე წლის 22 მაისის ჩათვლით. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ იქნა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილება (მოქმედი 22/05/2020 წლის ჩათვლით), რომლით დამტკიცებული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო მდგომარეობის ვადით შეიზღუდა როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიდა მიმოსვლა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება, საჯარო სივრცეში თავშეყრა და სოციალური ღონისძიებები, ეკონომიკური აქტივობები, მათ შორის საქონლისა და პროდუქციის მიწოდება (გარდა გამონაკლისებისა), რესტორნებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტებს აეკრძალათ სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვება, შეიზღუდა გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების საქმიანობა და ა.შ. ასევე, „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების საფუძველზე, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში აიკრძალა ყველა სახის მიმოსვლა და გადაადგილება, შეჩერდა მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობები (გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების ფუნქციონირებისა). ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილმა შეზღუდვებმა აჩვენა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, გარკვეულ შემთხევებში აძნელებს/შეუძლებელს ხდის სახელმწიფო ქონების შემძენთა/სარგებლობის უფლებით/მართვის უფლებით მიმღებ პირთა მიერ ხელშკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, რაც არ არის დამოკიდებული მათ ბრალეულ ქმედებაზე და უკავშირდება ისეთ გარემოებებს, რომლებიც მათი კონტროლის ფარგლებში არ ექცევა. მაგალითისათვის, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლის მიერ საიჯარო ქირის დროულად გადახდა დამოკიდებულია სარგებლობის უფლებით მიღებული ობიექტის ფუნქციონირების შესაძლებლობასა და ამ ფუნქციონირებით გენერირებულ შემოსავალზე. სახელმწიფო ქონების შემძენთა/მოსარგებლეთა ნაწილს ვალდებულების შესრულების პრობლემა შეექმნათ არაერთი მიზეზით (შესაბამისი სარგებლობის უფლებით მიღებული ობიექტის ფუნქციონირების შეჩერება, მშენებლობის პროცესში გამოყენებულ მასალებთან წვდომის შეზღუდვა, წარმოების პროცესში ნედლეულის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება დაწესებული შეზღუდვების გამო და სხვა). შესაბამისად, წარმოიშობა საჭიროება, იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება შეუძლებელი ხდება ან რთულდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, სახელმწიფო ქონების შემძენთა/სარგებლობის უფლებით/მართვის უფლებით მიმღებ პირთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ან/ და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება, ამავე პირთა მიმართვის საფუძველზე და ქონების მმართველის წარდგინებით, მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ, ინდივიდუალური შემთხვევების და სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის ეს უფლებამოსილება გავრცელდეს სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის ნებისმიერ ფორმაზე. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მიმართვის წარდგენისათვის უნდა იქნეს გათვალისწინებული სპეციალური ვადა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონიპროექტით შემოთავაზებული საკითხი რეგულირდება საკანონმდებლო აქტით. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციის შემოღებისთვის აუცილებელია ზემოაღნიშნულ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საგანგებო მდგომარეობის დროს, ასეთი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის განხილვა მოხდება შესაბამისი მომართვის საფუძველზე, რაც მნიშვნელოვანია დასახელებული მოვლენით ეკონომიკისათვის გამოწვეული ნეგატიური შედეგების მინიმიზაციისა და ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცედურა შეეხება სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით დადებული ყველა ხელშკრულების მხარეს, მათ შორის, სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (მაგ. სკოლის ბუფეტები და ა.შ). ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებლი ცვლილების შედეგად, დადგინდება გამონაკლისი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვიდან და დასაშვები გახდება, ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების გაძნელების/შეუძლებლობის გამო, სახელმწიფო ქონების შემძენთა/სარგებლობის უფლებით მიმღებ პირთა ვალდებულებების შეცვლის/გაუქმების/პირგასამტეხლოს პატიების საკითხი, განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ, 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ აუქციონის გზით განკარგული/სარგებლობაში გადაცემული ქონების შემთხვევაშიც. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 6 თვე დგინდება როგორც დაინტერესებული პირის მიერ ქონების მმართველისათვის მიმართვის წარდგენის ზღვრული ვადა. ამასთან, კანონი შეიცავს გარდამავალ დებულებას „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 და ამავე წლის 21 აპრილს N2 ბრძანებებით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან მიმართებით და მიმართვისათვის აწესებს კანონის ამოქმედებიდან ექვსთვიან ვადას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 492 მუხლის შემდგომ 493 მუხლის დამატება, რომლითაც გაჩნდება საფუძველი, იმ შემთხვევაში, როდესაც საგანგებო მდგომარეობის მიზეზით, გართულდება ან შეუძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება, შესაბამისი კონტრაჰენტის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება, ქონების მმართველის წარდგინებით, მიიღოს საქართველოს მთავრობამ, ამავე პირის მიმართვის საფუძველზე“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებისთანავე, რამდენადაც კანონპროექტის ამოქმდებისათვის დამატებითი ვადა საჭირო არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2020-2023 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილებით მოსალოდნელია გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი სუბიექტებისათვის განხორციელდება ვალდებულებების გადავადება/პირგასამტეხლოს პატიება და .ა.შ. რასაკვირველია აღნიშნული გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შემცირებას. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხდეს საინვესტიციო პირობების გაუქმება ან შეცვლა ლიბერალიზაციის კუთხით, რაც ასევე გარკვეულწილად შესაძლოა აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებაზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება პირთა რაოდენობაზე, საინვესტიციო პირობებსა და იმ შეღავათებზე, რომელიც აღნიშნული ცვლილების შემდეგ შეიძლება იქნას შესაბამის პირთა მიმართ გამოყენებული. კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. საქართველოს მთავრობის ეს უფლებამოსილება ეხება ფინანსურ და საინვესტიციო პირობებთან დაკავშირებით შეღავათების დადგენას. შესაბამისად, ცხადია ამ შეთხვევაში გავლენა იქნება დადებითი. აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი სუბიექტებისათვის ხარჯები შეიცვლება შემცირების კუთხით. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხდეს საინვესტიციო პირობების გაუქმება ან შეცვლა ლიბერალიზაციის კუთხით, რაც ასევე აისახება ამ სუბიექტების ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითი კუთხით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრვ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ასეთი მიმოხილვის მომზადების ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. სსიპ -