„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამორინე – სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი,
რომელშიც ორგანიზატორი სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სამორინეს მაგიდის, კლუბის
მაგიდის, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის (გარდა სათამაშო აპარატისა) საშუალებით
ახორციელებს აზარტულ თამაშობებს და ფულადი მოგების გათამაშებას;
დ) სამორინეს მაგიდა – სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინეს
წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის მიმდინარეობს თამაშობა სათამაშო
ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ კანონის
მიზნებისათვის, სამორინეს მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული ელექტრომექანიკური
სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც ამოქმედდება მექანიკურად. სამორინეს მაგიდა,
რომელზედაც მიმდინარეობს ერთდროულად ორი ან მეტი თამაში სამორინეს ორ ან მეტ
წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის, მიიჩნევა იმდენ სამორინეს მაგიდად,
რამდენ სამორინეს წარმომადგენელთანაც მიმდინარეობს თამაშობა;“;
ბ) „ე“-ზ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სათამაშო დარბაზი – ტოტალიზატორში, ბინგოსა და ლოტოში მომგებიანი თამაშობების,
ხოლო სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონსა და აზარტულ კლუბში აზარტული
თამაშობების ჩასატარებელი სპეციალური ადგილი. სათამაშო დარბაზი არ უნდა ჩანდეს შენობის
გარეთა მხრიდან;
ვ) სათამაშო აპარატების სალონი – სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობანაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო აპარატების საშუალებით
ახორციელებს აზარტულ თამაშობებს;
ზ) სათამაშო აპარატი – ელექტრონული, მექანიკური ან ელექტრომექანიკური მოწყობილობა ან
სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი,
რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას. სათამაშო
აპარატი, რომელზედაც მიმდინარეობს ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა, რომელზე თამაშიც
ერთდროულად შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს და რომელიც შედგება რამდენიმე სათამაშო
ადგილისგან, მიიჩნევა იმდენ სათამაშო აპარატად, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება
(გარდა იმ ელექტრონული სათამაშო ბორბლის (რულეტის), რომელზეც მიმდინარეობს ერთი
ან/და რამდენიმე სახეობის რულეტის თამაშობა);
ზ1) აზარტული კლუბი − სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის
ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი კლუბის მაგიდის (მაგიდების) საშუალებით
ახორციელებს ბანქოს თამაშობებს; “;
გ) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) თამაშობის ორგანიზატორი − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის
ნებართვის მფლობელი;
ჟ) სამორინეს სეიფი – სპეციალურად მოწყობილი უფანჯრო ოთახი, ერთი შესასვლელი კარით,
სადაც ინახება სამორინეს სარეზერვო თანხა (თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სულ ცოტა 10 000
ლარის ოდენობით), სამორინეს სათამაშო ინვენტარი, რომელიც არ არის სტაციონარულად
დამონტაჟებული (ბურთულები რულეტისათვის, სათამაშო ჟეტონები, ბანქოს დასტები,
კარაბინები ბანქოს დასარიგებლად, სინები ბანქოს დასარიგებლად, კამათლები და ა. შ.);“;
დ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის
გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობის სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული
ბანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა), სადაც
მოლარის საშუალებით ხორციელდება მოთამაშისათვის გახსნილ დეპოზიტზე თანხის შეტანა
ან/და გაცემა;“;
ე) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“-„ჰ3“ ქვეპუნქტები:
„ღ) ნებართვის მაძიებელი - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აპირებს განახორციელოს
ნებისმიერი საქმიანობა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სფეროში, მათ შორის,
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების გზით;
ყ) ნებართვის მფლობელი - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ
საქმიანობას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სფეროში, მათ შორის, აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების გზით;
შ) შერჩეული პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის (შემდგომში შემოსავლების სამსახური) მიერ, სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის
დანერგვისა და ოპერირების მიზნით, შერჩეული პირი;
ჩ) POS ტერმინალი - სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აკმაყოფილებს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს
ტოტალიზატორის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშისა)
თითოეული ბილეთის ასახვას კონტროლის ელექტრონულ სისტემაში;
ც) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება - აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობების მიწოდება ან/და არსებითი პროდუქციის/სერვისების მიწოდება თამაშობის
ორგანიზატორისთვის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის
საფუძველზე;
ძ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი - პირი, რომელიც აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/სერვისების თამაშობის
ორგანიზატორისთვის მიწოდებას ახორციელებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
მიწოდების ნებართვის საფუძველზე;
წ) არსებითი პროდუქცია/სერვისები - ისეთი პროდუქცია ან/და სერვისი, რომელიც მოიცავს
აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს (მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით
მოწყობილ თამაშებს) შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტების
პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის სერვერ(ებ)ი, სადაც უშუალოდ ხდება თამაშის
შედეგის გამოვლინება), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას,
სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონის შესაბამისად გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და
სერვისს, რომელიც დაკავშირებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის
ნებართვის მფლობელის მიერ საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებასთან;
ჭ) ჯეკპოტის პლატფორმა - გათამაშების უმაღლესი კატეგორია, მისი საწყისი და ზრდადი
თანხების განსაზღვრისა და განაწილების წესი;
ხ) შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმა (RNG) - შემთხვევითი რიცხვის
წარმოქმნის პროგრამა;
ჯ) კონტროლის ელექტრონული სისტემა - აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების
მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე, შერჩეული პირის მიერ დანერგილი სისტემა,
რომლის მიზანია, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ჰ) მენეჯმენტის სისტემა - აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების,
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლების შიდა მართვის ან/და კონტროლის
სისტემა;
ჰ1) სათამაშო ბიზნესი - პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ორგანიზებული ლატარია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობა ან/და აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდება, რომელთა შედეგი მთლიანად ან/და ნაწილობრივ
დამოკიდებულია შემთხვევითობაზე და რომელშიც მოთამაშე მონაწილეობას იღებს ფულადი
ან/და ნივთობრივი მოგების მიღების მიზნით;
ჰ2) ბენეფიციარი მესაკუთრე - „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირი;
ჰ3) ავტორიზაციის სერტიფიკატი - შერჩეული პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც
ადასტურებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, ასევე ზოგიერთი არსებითი
პროდუქციის/სერვისის
შესაბამისობას
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
მიერ
შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან.“.
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს
ტერიტორიაზე ტარდება, აგრეთვე, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება
საქართველოს ტერიტორიაზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
თანახმად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ თამაშობის გამართვა, აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდება ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის
დარღვევად ითვლება და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის
უფლებამოსილება მიანიჭოს შემოსავლების სამსახურს. ამ შემთხვევაში წამახალისებელი
გათამაშების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს და საპრიზო ფონდს განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა.“.
3. მე-7 მუხლის:
ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვებისა და აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების
შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების
სამსახური.
2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, გადაამოწმოს ნებართვის მაძიებლის მიერ
ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობა და „ლატარიების, აზარტული
და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის
მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო სამორინეს მოწყობის შემთხვევაში - დამატებით ამავე
კანონის 24-ე მუხლთან შესაბამისობა.
3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების
შესრულებაზე. ამ მიზნით, შესაძლებელია, კალენდარული წლის განმავლობაში რაოდენობრივი
შეზღუდვის გარეშე და ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა
და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა.
შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:
„31. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, სანებართვო პირობების შესრულების
კონტროლის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად დანერგოს კონტროლის ელექტრონული
სისტემა შერჩეული პირის მეშვეობით და როგორც შემოწმების ფარგლებში, ასევე მიმდინარე
რეჟიმში, გააკონტროლოს სანებართვო პირობების შესრულება, მათ შორის, სანებართვო
პირობების დარღვევის ფაქტზე სანებართვო პირობების შემოწმება ჩაატაროს გასულ
პერიოდზეც.“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია, სანებართვო პირობების დარღვევისათვის
დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის
ვადაში.“.
4. მე-11 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვები გაიცემა მხოლოდ
საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებზე.“;
გ) 21 და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ
აზარტული თამაშობის ორგანიზატორს სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების
სალონის მოწყობის ნებართვით. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით
მოწყობისათვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა. ამასთან, სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო
აპარატების სალონის მოწყობის ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტ დომენის
სახელის ქვეშ არსებული ვებგვერდის ორგანიზება.
22. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ
ტოტალიზატორის
მოწყობის
ნებართვის
მფლობელს
ამ
ნებართვის
ფარგლებში.
ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ
გაიცემა. ამასთან, ტოტალიზატორის მოწყობის ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი
ინტერნეტ დომენის ქვეშ არსებული ვებგვერდის ორგანიზება.“;
დ) 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული
ფორმით თამაში ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში.“;
ე) 24 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25 და 26 პუნქტები:
„25. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ ობიექტზე
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის
მიღების მიზნით, კომპიუტერის ან/და სხვა მსგავსი ელექტრონული მოწყობილობის განთავსება.
26. ნებართვით ორგანიზებული ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტისას, სისტემურ–
ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის გამართვა შესაძლებელია
მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ
მომდევნო კვარტალში აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ–ელექტრონული
ფორმით ორგანიზება შესაძლებელია მხოლოდ ნებართვით ორგანიზებული ფიზიკურად
მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში.“;
ვ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, სათამაშო
აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობისა და აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვები – 5 წლის ვადით, ხოლო აზარტული კლუბის
მოწყობის ნებართვა − სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის იმ
ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული
კლუბის მოწყობის ნებართვა.
4. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის,
ლოტოსა
და
ბინგოს
მოწყობის
ნებართვები
გაიცემა
თითოეული
ობიექტის
ფუნქციონირებისათვის. ამასთან, აზარტული და მომგებიანი თამაშობები უნდა მოეწყოს
ერთმანეთისგან გამიჯნულად.“;
ზ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის (გარდა წამახალისებელი
გათამაშების მოწყობის ნებართვისა) და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების
ნებართვა არ გაიცემა აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში.“;
თ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9-მე-11 პუნქტები:
"9. აკრძალულია სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის,
ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
მიწოდების ნებართვის გაცემა პირზე, რომლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირი არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახ
ჩადენილი ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის ან განზრახ
ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა არ აქვს
მოხსნილი ან გაქარწყლებული.
10. აკრძალულია, სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის,
ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
მიწოდების
ნებართვის
მფლობელის
ხელმძღვანელობასა
და
წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირი იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახ
ჩადენილი ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის ან განზრახ
ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა არ ჰქონდეს
მოხსნილი ან გაქარწყლებული.
11. დაუშვებელია აზარტულ თამაშობებში მონაწილეობისას ნივთობრივი მოგების მიღების
შესაძლებლობა.“.
5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხელშეკრულება ნებართვის მაძიებელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი
თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს,
დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის მითითებით;“;
ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა
აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს;“;
გ) „ბ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ1“ და „ბ.დ2“ ქვეპუნქტები:
„ბ.დ1) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში, გამოსაყენებელი POS ტერმინალების
რაოდენობა, შესაბამისი ავტორიზაციის სერტიფიკატის რეკვიზიტების მითითებით;
ბ.დ2) იმ შემთხვევაში, თუ თამაშობის მოწყობისას იყენებს სხვა პირის მიერ მიწოდებულ
თამაშ(ებ)ს ან/და არსებით პროდუქციას/სერვისებს - ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;“;
დ) „ბ.ვ“ და „ბ.ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ვ) ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის შემთხვევაში - მომგებიანი თამაშობების
ჩამონათვალი და მათი დეტალური აღწერილობები;
ბ.ზ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდი, პრიზების
ჩამონათვალი, მათი რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და გათამაშების რიგითობა, საპრიზო
ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი;“;
ე) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის პროდუქციის ან მომსახურების
მწარმოებლის წარმომადგენელზე გაცემის შემთხვევაში – პროდუქციის ან მომსახურების
მწარმოებლის
მიერ
ნებართვის
მაძიებლისთვის
წარმომადგენლობაზე
მინიჭებული
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;“;
ვ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში:
დ.ა) საპრიზო ფონდის არანაკლებ 10000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ.ბ) შერჩეული პირის მიერ გაცემული ავტორიზაციის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს
POS ტერმინალის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ
სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობას;“;
ზ) „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.გ) მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ კანონის
28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისათვის განკუთვნილი
უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)), მოგების გაცემის და პრეტენზიის განხილვის წესი და
ვადა;“;
თ) „ვ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ვ“-„ვ.ლ“ და „ზ“-„მ“ ქვეპუნქტები:
„ვ.ვ) იმ შემთხვევაში, თუ თამაშობის მოწყობისას იყენებს სხვა პირის მიერ მიწოდებულ
თამაშ(ებ)ს ან/და არსებით პროდუქციას/სერვისებს - ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
ვ.ზ) მოთამაშეთა რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი;
ვ.თ) მოთამაშეთა პერსონალურ მონაცემთა შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა;
ვ.ი) ინტერნეტ პლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი;
ვ.კ) თამაშების მართვის სისტემის აღწერილობა;
ვ.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა;
ზ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/სერვისების საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
მიერ
შემოღებულ/დადგენილ
სტანდარტებთან/მოთხოვნებთან
შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
თ) ამ პუნქტის „ბ.დ2“ და „ვ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თამაშ(ებ)ის
ან/და არსებითი პროდუქციის/სერვისების მიმწოდებელ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების
ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ნებართვის
მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს
2 დღისა აცნობოს ცვლილების შესახებ შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს ცვლილების
დოკუმენტის ასლი;
ი) თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;
კ) ნებართვის მაძიებლის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირის ნასამართლობის შესახებ ცნობა.
ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი
ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის (გარდა წამახალისებელი
გათამაშებისა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი,
დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
ბენეფიციარი მესაკუთრე
ფიზიკური პირი;
ლ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის
დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნებართვის
მაძიებელს;
მ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელსაც მოითხოვს შემოსავლების
სამსახური ნებართვის გაცემის თაობაზე ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისა და
გადაწყვეტილების მისაღებად.“.
6. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი
თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობებისა) ბილეთებს,
დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის და ნუმერაციის მითითებით;
დ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), ხოლო სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში - სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესი;“;
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/სერვისების საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
მიერ
შემოღებულ/დადგენილ
სტანდარტებთან/მოთხოვნებთან
შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი.“;
ბ) 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:
„13. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი POS ტერმინალების რაოდენობის
ან/და გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/სერვისების ცვლილების
შემთხვევაში, ვალდებულია 2 დღით ადრე აცნობოს ამის თაობაზე შემოსავლების სამსახურს და
წარუდგინოს
შესაბამისი
ავტორიზაციის
სერტიფიკატი
(ტერმინალების,
არსებითი
პროდუქციის/სერვისების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში).“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი
ვალდებულია ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“, “ბ.ვ“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში, თამაშობის ჩამონათვალსა და მათ აღწერილობაში
ცვლილების შეტანის შემთხვევაში, თანხმობის მისაღებად, ცვლილების განხორციელებამდე
მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების
განხორციელებამდე არანაკლებ 1 დღით ადრე, ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების
სამსახურს აღნიშნულის თაობაზე. ამასთან, „ვ.ბ“ ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილების შესახებ
შეტყობინება 2 დღის ვადაში განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე
(ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).“;
დ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე
დაუშვებელია
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანა, გარდა
ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის ცვლილებისა. აღნიშნულის თაობაზე წამახალისებელი
გათამაშების ორგანიზატორმა ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 1 დღით ადრე,
ინფორმაციის სახით უნდა აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“;
ვ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის,
რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით
მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის
მითითებით.“.
7. მე-19 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ“-„გ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამორინეს მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
ბ.ა) სამორინეს მაგიდების ან/და კლუბის მაგიდ(ებ)ის ჩამონათვალი, სახელწოდების, საქარხნო
ნომრის, დამზადების წლის, დამამზადებელი ქვეყნისა და მწარმოებლის მითითებით;
ბ.ბ) თითოეულ სამორინეს მაგიდისთვის მინიმალური და მაქსიმალური ფსონები;
ბ.გ) კლუბის მაგიდის (მაგიდების) არსებობის შემთხვევაში – თითოეულ კლუბის მაგიდაზე
მომსახურების საკომისიოს ოდენობა;
ბ.დ) სამორინეში მიმდინარე თამაშობების სრული ჩამონათვალი და მათი დეტალური წესები;
ბ.ე) სამორინეს მუშაობის საათები და წესები, სამორინეში მოქცევის წესები;
ბ.ვ) მოგების გაცემის ვადა და ადგილი;
ბ.ზ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა
აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს;
ბ.თ) იმ შემთხვევაში, თუ თამაშობის მოწყობისას იყენებს სხვა პირის მიერ მიწოდებულ
არსებით პროდუქციას/სერვისებს - ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
გ) სათამაშო ჟეტონის ნიმუშები, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს ნომინალი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), ორნამენტი და ფერი;
გ1) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე
ფიზიკური პირის ნასამართლობის შესახებ ცნობა. ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული
უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის
ნებართვის მაძიებლის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირი;“
ა.ბ) „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:
„გ2) სანებართვო მოსაკრებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადასახდელად საჭირო
ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის სისწორეზე
პასუხისმგებლობა ეკისრება ნებართვის მაძიებელს;“;
ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში:
დ.ა) სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
დ.ა.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და
ორგანიზება;
დ.ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;
დ.ა.გ) მოგების გაცემის წესი, ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ
კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისათვის
განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)), პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა
;
დ.ა.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის
რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებგვერდზე ქართულ ენაზე
მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის
ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები,
ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;
დ.ა.ე) ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის
ნომერი;
დ.ა.ვ) იმ შემთხვევაში, თუ თამაშობის მოწყობისას იყენებს სხვა პირის მიერ მიწოდებულ
თამაშ(ებ)ს ან/და არსებით პროდუქციას/სერვისებს - ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
დ.ა.ზ) მოთამაშეთა რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი;
დ.ა.თ) მოთამაშეთა პერსონალურ მონაცემთა შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა;
დ.ა.ი) ინტერნეტ პლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი;
დ.ა.კ) თამაშების მართვის სისტემის აღწერილობა;
დ.ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა;
დ.ა.მ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც მოითხოვს შემოსავლების სამსახური;
დ.ბ) სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესში ჩამოთვლილი სისტემურ-ელექტრონული
ფორმით მოწყობილი თამაშ(ებ)ის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი
ავტორიზაციის სერთიფიკატი;
დ.გ) გამოსაყენებელი არსებითი პროდუქციის/სერვისების საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მიერ
შემოღებულ/დადგენილ
სტანდარტებთან/მოთხოვნებთან
შესაბამისობის
დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
დ.დ) თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;“;
ა.დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ –„ზ“ ქვეპუნქტი:
„ე) ამ პუნქტის „ბ.თ“ და „დ.ა.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თამაშ(ებ)ის
ან/და არსებითი პროდუქციის/სერვისების მიმწოდებელ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების
ასლი; აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ნებართვის
მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან 2 დღის
ვადაში აცნობოს ცვლილების შესახებ შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს ცვლილების
დოკუმენტის ასლი;
ვ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/სერვისების
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
მიერ
შემოღებულ/დადგენილ
სტანდარტებთან/მოთხოვნებთან
შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელსაც მოითხოვს შემოსავლების
სამსახური ნებართვის გაცემის თაობაზე ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისა და
გადაწყვეტილების მისაღებად.“;
ბ) 11 და 12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. აკრძალულია სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემა პირზე, რომლის ხელმძღვანელობასა
და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირი, არის მსჯავრდებული ან
ნასამართლევი განზრახ ჩადენილი ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში
დანაშაულისთვის ან განზრახ ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას
ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
12. აკრძალულია, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირი, იყოს მსჯავრდებული ან
ნასამართლევი განზრახ ჩადენილი ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში
დანაშაულისთვის ან განზრახ ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას
ნასამართლობა არ ჰქონდეს მოხსნილი ან გაქარწყლებული.“;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სამორინეს და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია
საქმიანობა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შესაბამისი ნორმატიული
აქტით დადგენილი წესით და სააღრიცხვო ფორმების მეშვეობით.“.
8. 191 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით
გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს:
ა) აზარტული კლუბის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
აზარტულ კლუბში არსებული კლუბის მაგიდების ჩამონათვალი, სახელწოდების, საქარხნო
ნომრის, დამზადების წლის და დამამზადებელი ქვეყნის მითითებით; კლუბის მაგიდაზე
მომსახურების პროცენტის/საკომისიოს ოდენობა; აზარტული კლუბის მუშაობის წესები;
აზარტულ კლუბში მოქცევის წესები; აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესები;
სათამაშო ჟეტონის ნიმუშები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ თამაშობის
მოწყობისას იყენებს სხვა პირის მიერ მიწოდებულ არსებით პროდუქციას/სერვისებს - ამ პირზე
გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/სერვისების საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის
დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
გ) არსებითი პროდუქციის/სერვისების მიმწოდებელ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების
ასლი; აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ნებართვის
მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან 2 დღის
ვადაში აცნობოს ცვლილების შესახებ შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს ცვლილების
დოკუმენტის ასლი;
9. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული
უნდა იყოს:
ა.ა) აზარტული თამაშობების ჩატარების ვადა და ადგილი;
ა.ბ) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი, თითოეული სათამაშო აპარატის სახელწოდების,
მოდიფიკაციის, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის, დამამზადებელი ქვეყნისა და
მწარმოებლის მითითებით;
ა.გ) თითოეულ აპარატზე მინიმალური და მაქსიმალური ფსონები და მოგების მაქსიმალური
ოდენობა;
ა.დ) სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების სრული ჩამონათვალი და
თამაშის დეტალური წესები;
ა.ე) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა
აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს;
ა.ვ) იმ შემთხვევაში, თუ თამაშობის მოწყობისას იყენებს სხვა პირის მიერ მიწოდებულ
თამაშ(ებ)ს ან/და არსებით პროდუქციას/სერვისებს - ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;“
ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:
ა1) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/სერვისების
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
მიერ
შემოღებულ/დადგენილ
სტანდარტებთან/მოთხოვნებთან
შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
ა2) რეგლამენტის შესაბამისად, თითოეულ სათამაშო აპარატში არსებული კონკრეტული
თამაშის კონტენტის ავტორიზაციის სერტიფიკატი;“;
გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში:
ბ.ა) სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ბ.ა.ა.) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და
ორგანიზება;
ბ.ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;
ბ.ა.გ) მოგების გაცემის წესი, ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ
კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისათვის
განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)); პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა;
ბ.ა.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის
რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; საქართველოში რეგისტრირებული
ტელეფონის ნომერი; ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის
დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების
ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში
მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;
ბ.ა.ე) ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის
ნომერი;
ბ.ა.ვ) იმ შემთხვევაში, თუ თამაშობის მოწყობისას იყენებს სხვა პირის მიერ მიწოდებულ
თამაშ(ებ)ს ან/და არსებით პროდუქციას/სერვისებს - ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
ბ.ა.ზ) მოთამაშეთა რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი;
ბ.ა.თ) მოთამაშეთა პერსონალურ მონაცემთა შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა;
ბ.ა.ი) ინტერნეტ პლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი;
ბ.ა.კ) თამაშების მართვის სისტემის აღწერილობა;
ბ.ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა;
ბ.ა.მ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც მოითხოვს შემოსავლების სამსახური;
ბ.ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/სერვისების
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
მიერ
შემოღებულ/დადგენილ
სტანდარტებთან/მოთხოვნებთან
შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
ბ.გ) თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;“;
დ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტები:
„გ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე
ფიზიკური პირის ნასამართლობის შესახებ ცნობა. ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული
უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის
ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი,
დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე
ფიზიკური პირი;
დ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის
დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნებართვის
მაძიებელს;
ე) ამ პუნქტის „ა.ვ“ და „ბ.ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თამაშ(ებ)ის ან/და
არსებითი პროდუქციის/სერვისების მიმწოდებელ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი;
აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ნებართვის
მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ცვლილების შესახებ
შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი;
ვ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელსაც მოითხოვს შემოსავლების
სამსახური ნებართვის გაცემის თაობაზე ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისა და
გადაწყვეტილების მისაღებად.“.
10. 201 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს თანხმობის
მისაღებად
წარუდგენს
ამ
კანონის
მე-19
მუხლის
პირველი
პუნქტის
„დ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის წესს და დოკუმენტაციას/ინფორმაციას.“;
ბ) 21 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის
შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის სახით
შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობებს,
რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის ჩატარების ადგილს, დაწყებისა და
დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას; არსებობის შემთხვევაში, აზარტულ
ტურნირში მონაწილეობის საფასურის ოდენობას ან/და მომსახურების საკომისიოს ოდენობას.”.
3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობის
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს თანხმობის
მისაღებად
წარუდგენს
ამ
კანონის
მე-20
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის წესს და დოკუმენტაციას/ინფორმაციას.“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი
აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებისას, მის მიერ
გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/სერვისების ცვლილების შემთხვევაში,
ვალდებულია 2 დღით ადრე აცნობოს ამის თაობაზე შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს
შესაბამისი ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის/სერვისების ჩანაცვლების
ან/და დამატების შემთხვევაში);
6. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი მის მიერ
გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/სერვისების ცვლილების შემთხვევაში,
ვალდებულია 2 დღით ადრე აცნობოს ამის თაობაზე შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს
შესაბამისი ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის/სერვისების ჩანაცვლების
ან/და დამატების შემთხვევაში), ხოლო სათამაშო აპარატების ცვლილების შემთხვევაში,
თითოეულ სათამაშო აპარატში არსებული კონკრეტული თამაშის კონტენტის ავტორიზაციის
სერტიფიკატი.“.
11. 21-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია (მათ შორის სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის შემთხვევაში), სამორინეში, სათამაშო აპარატების
სალონსა და აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშის წესებში, თამაშობების ჩამონათვალსა და
აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, თანხმობის მისაღებად, ცვლილების
განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში –
ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 1 დღით ადრე, ინფორმაციის სახით აცნობოს
შემოსავლების სამსახურს. ამასთან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშში
შეტანილი ცვლილების შესახებ შეტყობინება 2 დღის ვადაში განათავსოს თამაშობისთვის
განკუთვნილ ვებგვერდზე (ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
12. კანონს 24-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:
„მუხლი 241
1.
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მისაღებად ნებართვის
მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე
მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა
წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მისაწოდებელი თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/სერვისების სრული ჩამონათვალი
და დეტალური აღწერილობა;
ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/სერვისების
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
მიერ
შემოღებულ/დადგენილ
სტანდარტებთან/მოთხოვნებთან
შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
გ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე
ფიზიკური პირის ნასამართლობის შესახებ ცნობა. ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული
უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის
ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი,
დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე
ფიზიკური პირი;
დ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის
დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნებართვის
მაძიებელს;
ე) ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელსაც მოითხოვს შემოსავლების
სამსახური ნებართვის გაცემის თაობაზე ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისა და
გადაწყვეტილების მისაღებად.
2. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელის მიერ მიწოდებული თამაში ან/და არსებითი
პროდუქცია/სერვისი განიცდის არსებით ცვლილებას (მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ,
ჯეკპოტების გაცემის წესი, არსებული თამაშების ნებისმიერი ცვლილება ან ახალი თამაშების
დამატება), იგი ვალდებულია, აცნობოს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი ცვლილებების
შესახებ, თანხმობის მოპოვების მიზნით და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი.
აღნიშნული თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს ეკრძალება
სახეცვლილი თამაშის ან/და სერვისის მიწოდება. ამ პუნქტში გათვალისწინებული არსებითი
ცვლილება ითვალისწინებს, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, იმ ცვლილებებს, რომელსაც
შეიძლება გავლენა ჰქონდეს:
ა) მოთამაშის მიერ განთავსებულ ფსონზე;
ბ) მოგების ოდენობაზე;
გ) თამაშის არქიტექტურაზე;
დ) თამაშების კომბინაციურ ხაზებზე;
ე) შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმაზე (RNG);
ვ) ჯეკპოტის გაცემის სისტემაზე.
3. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების
ასლი წარადგინოს შემოსავლების სამსახურში, მისი გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 დღისა.
აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ნებართვის
მფლობელი ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან 2 დღის ვადაში აცნობოს
ცვლილების შესახებ შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი.
4. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია დროულად
გადაიხადოს შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურ(ებ)ი.“.
13. „თავი IV“-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის, აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის უფლება-მოვალეობები“.
14. 29-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია:“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი მოწყობის პირობების
(რეგლამენტის) ან/და სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესის შესაბამისად;“;
ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) დროულად გადაიხადოს შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურ(ებ)ი;“;
ა.დ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:
„მ1)
ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვის ან/და ოპერირების მიზნით
შემოსავლების სამსახურს ან/და შერჩეულ პირს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები,
მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და უზრუნველყოს მათი დაშვება
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილას, ასევე თამაშობების
მოწყობისათვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისათვის
გამოსაყენებელ/გამოყენებულ ნებისმიერ და ყველა მოწყობილობასთან და მოთხოვნის
შესაბამისად, დააერთებინოს ელექტრონული კონტროლისათვის საჭირო მოწყობილობები თავის
საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ, თამაშობების მოწყობისათვის ან/და აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდებისათვის გამოსაყენებელ/გამოყენებულ მოწყობილობებზე და
მისცეს წვდომა მის მიერ გამოყენებულ არსებით პროდუქციაში/სერვისებში არსებულ
ინფორმაციაზე;“;
ა.ე) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით
მოწყობის შემთხვევაში უზრუნველყოს თითოეული მოთამაშის იდენტიფიკაცია, შემოწმება
(ვერიფიკაცია) და რეგისტრაცია პერსონალური საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით,
კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;
ა.ვ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“-„ფ“ ქვეპუნქტები:
„ს) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე პირის დაშვება ან/და
თამაშობაში მონაწილეობა უზრუნველყოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის, ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა,
კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული, დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში;
ტ) შეასრულოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით ან/და მის საფუძველზე გამოცემული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაკისრებული ვალდებულებები და საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს
წარუდგინოს ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
უ) ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით
მოწყობის შემთხვევაში, ანგარიშზე თანხის შეტანა/გატანა უზრუნველყოს საქართველოს
ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ფ) მოთამაშეთა პრეტენზიებთან დაკავშირებით
გადაწყვეტილება მიიღოს მოწყობის
პირობებით
(რეგლამენტით)
ან/და
სისტემურ-ელექტრონული
თამაშობის
წესით
გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის წესით და ვადებში.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-13 პუნქტები:
„11. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი (გარდა სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ორგანიზებული თამაშისა) ვალდებულია თამაშობის ორგანიზება/მოწყობა
განახორციელოს შერჩეული პირის მიერ მიწოდებული
POS ტერმინალით, რომელიც
ავტორიზებულია შემოსავლების სამსახურის მიერ. ავტორიზაციის წესი განისაზღვრება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.
12. ლატარიის ორგანიზატორზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“,
„ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“, „ო“, „ჟ“, „ტ“, „უ“ და „ფ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
ვალდებულებები.
13. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი
პუნქტის „ზ“, „ზ1“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „მ1“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
ვალდებულებები.“;
გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს, ეკრძალება მოთამაშეებზე სესხის გაცემა ფსონის
დასადებად.
3. ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს, აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს ეკრძალება არასრულწლოვან პირებთან შრომითი
ხელშეკრულების დადება, რომლის მიხედვითაც მათ ევალებათ თამაშობის ჩატარების ადგილზე
მუშაობა, თამაშობის ორგანიზების ან ჩატარების კონტროლი.“;
დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. თამაშობის ორგანიზატორი, რომელიც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
მიმწოდებლისგან იღებს შესაბამის აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს ან/და არსებით
პროდუქციას/სერვისს,
ვალდებულია
ასეთი
თამაშობების
ან/და
არსებითი
პროდუქციის/სერვისის მიღებამდე, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს
მოსთხოვოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა და არ დაუშვას თავის
საქმიანობაში ისეთი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ან/და არსებითი
პროდუქციის/სერვისების გამოყენება, რომელიც არ არის მიწოდებული შესაბამისი ნებართვის
მქონე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ.
5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია, შეასრულოს ამ კანონით და ამ კანონის საფუძველზე
გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები,
რომელთა შეუსრულებლობაც ჩაითვლება სანებართვო პირობების დარღვევად.“.
15. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4
პუნქტები:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნისთვის, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესულ პირს მოსთხოვოს
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო
მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული, დოკუმენტის
ასლი ფიზიკური ან ელექტრონული სახით.
4. ამ მუხლის შესაბამისად მოპოვებული ინფორმაცია კანონმდებლობის შესაბამისად 5 წლის
განმავლობაში ინახება სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ბაზაში/არქივში. აღნიშნული
ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი მესამე პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
16. 33-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2. სამორინეს მაგიდების და კლუბის მაგიდების თამაშობისათვის გამოყენება დასაშვებია
მხოლოდ განმასხვავებელი აღნიშვნის (საქარხნო ნომრის) არსებობის შემთხვევაში.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სათამაშო აპარატების თამაშობისათვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ განმასხვავებელი
აღნიშვნის (საქარხნო ნომრის) და ელექტრონული კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო
მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში.“.
17. კანონს 36-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:
„თავი IV1. შერჩეული პირი
მუხლი 361
1. შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე, შერჩეული პირი ვალდებულია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად, დანერგოს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული
სისტემა და უზრუნველყოს მისი ოპერირება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის
ელექტრონული სისტემის საშუალებით კონტროლდება სათამაშო აპარატების, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი (გარდა წამახალისებელი
გათამაშებისა) თამაშობების და ტოტალიზატორის ორგანიზატორის მიერ სანებართვო
პირობებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ფორმდება 15 წლის
ვადით.
4. შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის უფლებები და ვალდებულებები
განისაზღვრება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
5. შერჩეული პირის სერვერი განთავსებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე.
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს მოთხოვნებს სათამაშო ბიზნესის
კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ.
7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების
ორგანიზატორებს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლებს დაუწესოს
დამატებითი მოთხოვნები/ვალდებულებები კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა
და ფუნქციონირების მიზნით. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის,
თამაშების მიმწოდებლის მიერ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩაითვლება
სანებართო პირობების დარღვევად.
8. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის ორგანიზების შემთხვევაში, თუ
ნებართვის მფლობელი/მაძიებელი საქმიანობისთვის იყენებს საკუთარი რესურსით შექმნილ
სისტემას,
იგი,
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
სამართლებრივი
აქტით
შემოღებული/დადგენილი სტანდარტების/მოთხოვნების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს
შერჩეული პირის მიერ და გაიცეს შესაბამისი ავტორიზაციის სერტიფიკატი.
9. ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს
ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.
10. შერჩეული პირის მიერ ნებართვის მაძიებლის, თამაშობის ორგანიზატორის, თამაშების
მიმწოდებლის ონლაინ სათამაშო სისტემის პირველადი კვლევისთვის (შემოწმებისთვის) და
შესაბამისი ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობის
ორგანიზატორთან
ან/და
თამაშების
მიმწოდებელთან
და
მათ
კონტრაქტორთან/აგენტთან განსათავსებელი მოწყობილობებისთვის/აღჭურვილობისთვის და
კონტროლის/მონიტორინგის სისტემისთვის (ასევე მათი დამონტაჟებისთვის), ელექტრონული
კონტროლის სისტემის ოპერირებისთვის (საოპერაციო საფასური), ტოტალიზატორის
ორგანიზატორისთვის POS ტერმინალის მიწოდებისთვის ნებართვის მაძიებელი/ნებართვის
მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს საფასურ(ებ)ი.
11. შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობები, მათი
ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
სამართლებრივი აქტით.“.
18. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ, აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების
შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.“.
19.
371 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“
ქვეპუნქტები:
„პ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის მიმართ
- 2 000 ლარს;
ჟ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ,
სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში - 10 000 ლარს.“.
20.
38-ე მუხლს მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11
პუნქტები:
„10. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობების მოწყობისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის
გაცემის დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის
მფლობელისთვის სავალდებულოა და მათი შეუსრულებლობა ჩაითვლება სანებართვო
პირობების დარღვევად.
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ადგენს/სამოქმედოდ შემოიღებს იმ
მოთხოვნებს/სტანდარტებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობების მოწყობის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის
მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული
არსებითი
პროდუქცია/სერვისები
ან/და
ნებისმიერი
სხვა
მოწყობილობა.“.
21. კანონს 392 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 393 მუხლი:
„მუხლი 393
1. საქართველოს მთავრობა, არაუგვიანეს 2020 წლის 1 ოქტომბრისა უზრუნველყოფს
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების/ნებართვის მაძიებლების,
თამაშების მიმწოდებლების/ნებართვის მაძიებლების, და შერჩეული პირის უფლებებისა და
ვალდებულებების განსაზღვრას კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და
ფუნქციონირების მიზნით.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი არაუგვიანეს 2020 წლის 1 ოქტომბრისა
ადგენს/სამოქმედოდ
შემოიღებს
იმ
მოთხოვნებს/სტანდარტებს,
რომელსაც
უნდა
აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის, აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის
საქმიანობაში
გამოსაყენებელი/გამოყენებული
არსებითი
პროდუქცია/სერვისები,
POS
ტერმინალები ან/და ნებისმიერ სხვა მოწყობილობა.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა, ამ კანონის ძალაში შესვლიდან
არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, უზრუნველყოს შერჩეულ პირთან ხელშეკრულების გაფორმება.
2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოქმედი ნებართვის მფლობელებმა სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ამ კანონით
გათვალისწინებულ
შეცვლილ/დამატებით
სანებართვო
პირობებთან
შესაბამისობა
უზრუნველყონ არაუგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა.
3. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოქმედი სათამაშო აპარატების სალონის და
ტოტალიზატორის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობებისა)
მოწყობის ნებართვის მფლობელებმა ამ კანონით გათვალისწინებულ შეცვლილ/დამატებით
სანებართვო პირობებთან შესაბამისობა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2021 წლის 1 სექტემბრისა.
4. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელმა
სუბიექტებმა, არაუგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა, უზრუნველყონ აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშების მიწოდების ნებართვის აღება.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყოს ლატარიის, აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, ანგარიშზე
თანხის შეტანისა და გატანის წესის დადგენა არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა.
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ლატარიის/აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელების მიერ
მოთამაშის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დადგენა არაუგვიანეს 2021 წლის 1
იანვრისა.
7. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების
ნებართვის მფლობელები და ლატარიის ორგანიზატორი ვალდებული არიან, სისტემურელექტრონულ თამაშში მონაწილეობის მიღების მიზნით უკვე რეგისტრირებული მოთამაშეების
იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია არაუგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა განახორციელონ ფინანსთა
მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყოს სამორინეს და აზარტული კლუბის
მოწყობის ნებართვის მფლობელების მიერ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო
სააღრიცხვო ფორმების შემუშავება არაუგვიანეს 2021 წლის 01 იანვრისა. ამ კანონის ამოქმედების
მომენტისათვის მოქმედი სამორინეს და აზარტული კლუბის ნებართვის მფლობელები
ვალდებული არიან ამ პუნქტით გათვალისწინებული სააღრიცხვო ფორმებით განახორციელონ
საქმიანობა არაუგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა.
მუხლი 3.
1.
ეს კანონი, გარდა ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული
ნორმებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.
ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული „ღ“, „ყ“, „ჩ“-„ჰ3“, მე-2 პუნქტის „ა“, მე-3 პუნქტის „ა“, მე-4 პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“,
„თ“, მე-5 პუნქტის „გ“, „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „დ.ა“ ქვეპუნქტი, „თ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული „კ“-„მ“ ქვეპუნქტები, მე-6 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-7 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი (გარდა ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ბ.თ“ ქვეპუნქტისა),
მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი (გარდა ამავე ქვეპუნქტით
გათვალისწინებული „ე“ქვეპუნქტისა) , მე-11 და მე-12 პუნქტები და მე-14 პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“
ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან.
3.
ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
„ვ.ვ“- „ვ.ლ“, მე-6 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი, მე-7 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
„ბ.თ“ ქვეპუნქტი, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები, მე-8 პუნქტი, მე-9 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები,
„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ე“ ქვეპუნქტი, მე-10 პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მე-5 პუნქტი, მე-13 პუნქტი, მე-14 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი, მე-14 პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 12 და 13 პუნქტები, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-15 პუნქტი,
მე-18 და მე-19 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან.
4.
ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
„დ.ა“ ქვეპუნქტი, მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე -10 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-6 პუნქტი, მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული 11 პუნქტი და მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1
სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
(შემდგომში - კანონი) განმარტავს იმ თამაშობათა სახეობებს, რომლებიც განეკუთვნება აზარტულ
ან/და მომგებიან თამაშებს, მათი მოწყობის წესს, ნებართვის მიღების წესებსა და პირობებს (გარდა
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პირობებისა), ნებართვის
მფლობელთა უფლება-მოვალეობებს და სხვა ზოგად პრინციპებს. თუმცა ვერ უწყობს ფეხს
სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიის სწრაფ განვითარებას.
მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო დონეზე მკაფიოდ დარეგულირდეს საქართველოს
ტერიტორიაზე ისეთი (არარეზიდენტი) პირების მოქმედების საკითხი, რომლებიც არ ფლობენ
კანონმდებლობით გათვალისწინებულ თამაშების მიწოდების შესახებ ნებართვას. ასეთი
ოპერატორები დღეს ფაქტობრივად საქმიანობენ ქართულ ბაზარზე, ხოლო მათ მიერ მოწყობილი
თამაშები, ცალკეულ შემთხვევებში, არ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ რეგულირებას. ისინი არ იხდიან შესაბამის მოსაკრებლებს და გადასახადებს და
შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებენ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას.
მსოფლიოს სხვადასხვა იურისდიქციებში მიღებული პრაქტიკაა, რომ სათამაშო სფეროსთან
დაკავშირებული არსებითი პროდუქციის/სერვისების მომწოდებლებმა გაიარონ ავტორიზება
შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ. ამის საჭიროება არსებობს რამდენიმე მიზნით:
ა) სახელმწიფომ უნდა მიიღოს გარანტია, რომ მათ მიერ მოწოდებული პროდუქცია/სერვისები
შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ბ) ისინი აკმაყოფილებენ საერთაშორისო და ადგილობრივ ტექნიკურ სტანდარტებს;
გ) დაცულია რეზიდენტი ოპერატორების ინტერესები და ისინი არ იღებენ არალეგალურ
კონტენტს და სხვ.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებულ სათამაშო აპარატებზე, კანონის 23-ე მუხლის
შესაბამისად, დადგენილია დადებული ფსონის მინიმუმ 80% მოგება, თუმცა, არ არსებობს
მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ნებართვის გამცემი ეფექტიანად გააკონტროლებს
აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულებას.
შესაბამისად, არსებული სანებართვო პირობების ჩამონათვალი არასრულია და საჭიროებს
დამატებით პირობებს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას სახელმწიფო და
საზოგადოებრივი ინტერესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების
დაცვა.
როგორც აღინიშნა, სათამაშო ინდუსტრიის სექტორი, კონკრეტულად კი „ინტერნეტ-გემბლინგის“
მიმართულება, ძალიან სწრაფად მზარდი და მუდმივად ცვალებადია. ამასთან, მუდმივი
ტექნოლოგიური განვითარება ქმნის ახალ გამოწვევებს მარეგულირებელი ორგანოების წინაშე
ყველა იურისდიქციაში. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ოპერატორებს განესაზღვროთ მკაცრად
გაწერილი სანებართვო პირობები და მათი კონტროლი მოხდეს სწრაფად და ეფექტიანად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ აზარტული თამაშების ინდუსტრიის
მარეგულირებელი კანონმდებლობა მთელი რიგი მიმართულებებით კვლავ ნაკლებად
განჭვრეტადი ან/და მოძველებულია, შესაბამისად, ვერ უწყობს ფეხს სათამაშო ბიზნესის
ინდუსტრიის სწრაფ განვითარებას. შესაბამისად, სწორედ კანონში ცვლილების შეტანის გზით
არის შესაძლებელი არსებული პრობლემის გადაჭრა, კანონში არსებული ხარვეზების გასწორება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის
გათვალისწინებით, მოხდება კანონში არსებული ხარვეზების გასწორება, ადმინისტრირების
გაუმჯობესება და სხვა პრობლემური საკითხების გადაჭრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი რამდენიმე ძირითად საკითხს მოიცავს:
1. კანონპროექტის შესაბამისად განისაზღვრება ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის
ახალი სახე - აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება, რაც გულისხმობს აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობების მიწოდებას ან/და არსებითი პროდუქციის/სერვისების მიწოდებას
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორისთვის „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
მიწოდების ნებართვის საფუძველზე.
არსებით პროდუქციას/სერვისებს წარმოადგენს ისეთი პროდუქცია ან/და სერვისი, რომელიც
მოიცავს: შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტების პლატფორმას,
სათამაშო პლატფორმას (მათ შორის სერვერ(ებ)ი, სადაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის
გამოვლინება), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის/კონტროლის
სისტემას, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშებს და ამ კანონის შესაბამისად
გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და სერვისს. კანონპროექტი მოიცავს, ასევე, შესაბამისი
პროდუქტების/სერვისების (ჯეკპოტის პლატფორმა; შემთხვევითი რიცხვების გენერირების
პლატფორმა (RNG);
მენეჯმენტის/კონტროლის სისტემა - აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობების ორგანიზატორების შიდა მართვის სისტემა) განმარტებებს.
ისევე როგორც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვების, ასევე თამაშების
მიწოდების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ
სანებართვო რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონისა და ამ კანონის შესაბამისად განახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების
სამსახური. ნებართვის გაცემა მოხდება 5 წლის ვადით.
ამასთან, კანონს ემატება 241 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშების მიწოდების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის მიერ წარსადგენი
დოკუმენტები, კერძოდ, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს:
ა) მისაწოდებელი თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/სერვისების სრული ჩამონათვალი
და დეტალური აღწერილობა;
ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/სერვისების
საქართველოს
ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის
დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
გ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე
ფიზიკური პირის ნასამართლობის შესახებ ცნობა. ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული
უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის
ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი,
დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე
ფიზიკური პირი;
დ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის
დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნებართვის
მაძიებელს;
ე) ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელსაც მოითხოვს შემოსავლების
სამსახური ნებართვის გაცემის თაობაზე ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისა და
გადაწყვეტილების მისაღებად.
იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელის მიერ მიწოდებული თამაში ან/და არსებითი
პროდუქცია/სერვისი განიცდის არსებით ცვლილებას (მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ,
ჯეკპოტების გაცემის წესი, არსებული თამაშების ნებისმიერი ცვლილება ან ახალი თამაშების
დამატება), იგი ვალდებულია, აცნობოს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი ცვლილებების
შესახებ, თანხმობის მოპოვების მიზნით და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი.
აღნიშნული თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს ეკრძალება
სახეცვლილი თამაშის ან/და სერვისის მიწოდება. ამ პუნქტში გათვალისწინებული არსებითი
ცვლილება ითვალისწინებს, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, იმ ცვლილებებს, რომელსაც
შეიძლება გავლენა ჰქონდეს:
ა) მოთამაშის მიერ განთავსებულ ფსონზე;
ბ) მოგების ოდენობაზე;
გ) თამაშის არქიტექტურაზე;
დ) თამაშების კომბინაციურ ხაზებზე;
ე) შემთხვევითი რიცხვების გენერირების პროგრამაზე (RNG);
ვ) ჯეკპოტის გაცემის სისტემაზე.
ასევე დგინდება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ვალდებულება
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მფლობელთან გაფორმებული
ხელშეკრულების ასლი წარადგინოს შემოსავლების სამსახურში, მისი გაფორმებიდან არაუგვიანეს
3 დღისა. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ნებართვის
მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ცვლილების შესახებ შემოსავლების
სამსახურს და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი.
ამასთან, ახალი ნებართვის სახის შემოღებასთან არის დაკავშირებული ასევე შესაბამისი
სანქციების დადგენა. კერძოდ, დგინდება, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა იწვევს ჯარიმას
- 2 000 ლარის ოდენობით; ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის
შემთხვევაში - 10 000 ლარს.
2. კანონპროექტის თანახმად შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი ხდება, სანებართვო
პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად დანერგოს
კონტროლის ელექტრონული სისტემა შერჩეული პირის მეშვეობით და როგორც შემოწმების
ფარგლებში, ასევე მიმდინარე რეჟიმში, გააკონტროლოს სანებართვო პირობების შესრულება.
შერჩეული პირი განისაზღვრება, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ,
სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით,
შერჩეული პირი.
ასევე განისაზღვრება, რომ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს
სანებართვო პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით, შესაძლებელია, კალენდარული წლის
განმავლობაში რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე და ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის
მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების
შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა
მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე, შერჩეული პირი ვალდებულია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად, დანერგოს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული
სისტემა და უზრუნველყოს მისი ოპერირება. ხელშეკრულება ფორმდება 15 წლის ვადით.
სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით კონტროლდება
სათამაშო აპარატების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და
მომგებიანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების და ტოტალიზატორის
ორგანიზატორის მიერ სანებართვო პირობებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.
კეთდება დათქმა, რომ შერჩეული პირის სერვერი განთავსებული უნდა იყოს საქართველოს
ტერიტორიაზე. მოთხოვნებს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ
განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ამასთან, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობების
ორგანიზატორებს, თამაშების მიმწოდებლებს დაუწესოს დამატებითი
მოთხოვნები/ვალდებულებები კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და
ფუნქციონირების მიზნით. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის,
თამაშების მიმწოდებლის მიერ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩაითვლება
სანებართვო პირობების დარღვევად.
პროექტით
განისაზღვრება,
ასევე,
რომ
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ტოტალიზატორის ორგანიზების შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელი/მაძიებელი
საქმიანობისთვის იყენებს საკუთარი რესურსით შექმნილ სისტემას, იგი, საქართველოს ფინანსთა
მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად, უნდა შემოწმდეს
შერჩეული პირის მიერ და გაიცეს შესაბამისი ავტორიზაციის სერტიფიკატი. ავტორიზაციის
სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის
სამართლებრივი აქტით.
შერჩეული პირის მიერ ნებართვის მაძიებლის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის
ორგანიზატორის, თამაშების მიმწოდებლის ონლაინ სათამაშო სისტემის პირველადი
კვლევისთვის (შემოწმებისთვის) და შესაბამისი ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემისთვის,
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორთან ან/და თამაშების მიმწოდებელთან და
მათ კონტრაქტორთან/აგენტთან განსათავსებელი მოწყობილობებისთვის/აღჭურვილობისთვის
და კონტროლის/მონიტორინგის სისტემისთვის (ასევე მათი დამონტაჟებისთვის), ელექტრონული
კონტროლის სისტემის ოპერირებისთვის (საოპერაციო საფასური), ტოტალიზატორის
ორგანიზატორისთვის POS ტერმინალის მიწოდებისთვის ნებართვის მაძიებელი/ნებართვის
მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს საფასურ(ებ)ი. შერჩეული პირისათვის გადასახდელი
საფასურის დეტალური სახეობები, მათი ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
3.
ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და მთელი რიგი საკითხების დაზუსტების
მიზნით ხორციელდება შემდეგი ცვლილებები:
სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის განმარტებაში დაზუსტდა, რომ ობიექტი
უნდა მოეწყოს შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში, რაც მოიცავს მაგალითად ისეთ
შემთხვევებს, როდესაც სამორინე და სათამაშო აპარატების სალონი ეწყობა ერთად, სამორინე და
სათამაშო აპარატების სალონი მოეწყოს ერთ სივრცეში, შენობა-ნაგებობის ნაწილში და ამასთან,
სათამაშო აპარატები და სამორინეს მაგიდები განთავსდეს ერთმანეთისგან გამიჯნულად.
სამორინეს მაგიდის განმარტებას დაემატა შემდეგი ნაწილი - „სამორინეს მაგიდა,
რომელზედაც მიმდინარეობს ერთდროულად ორი ან მეტი თამაში სამორინეს ორ ან მეტ
წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის, მიიჩნევა იმდენ სამორინეს მაგიდად,
რამდენ სამორინეს წარმომადგენელთანაც მიმდინარეობს თამაშობა.“, რაც მოიცავს, ისეთ
შემთხვევას, რომ თუ სამორინეს მაგიდაზე 2 წარმომადგენელს შორის მიმდინარეობს თამაში უნდა
გადაიხადოს 2 მაგიდის მოსაკრებელი.
– ელექტრონული, მექანიკური ან
ელექტრომექანიკური მოწყობილობა ან სხვა
სპეციალიზებული მოწყობილობა, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი,
რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას. სათამაშო
აპარატი, რომელზედაც მიმდინარეობს ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა, რომელზე თამაშიც
ერთდროულად შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს და რომელიც შედგება რამდენიმე სათამაშო
ადგილისგან, მიიჩნევა იმდენ სათამაშო აპარატად, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება
(გარდა იმ ელექტრონული სათამაშო ბორბლის (რულეტის), რომელზეც მიმდინარეობს ერთი
ან/და რამდენიმე სახეობის რულეტის თამაშობა);
სათამაშო აპარატის განმარტების ცვლილებით სათამაშო აპარატი, რომელზედაც
მიმდინარეობს ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა, რომელზე თამაშიც ერთდროულად შეუძლია
რამდენიმე მოთამაშეს და რომელიც შედგება რამდენიმე სათამაშო ადგილისგან, მიიჩნევა იმდენ
სათამაშო აპარატად, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება (გარდა იმ ელექტრონული
სათამაშო ბორბლის (რულეტის), რომელზეც მიმდინარეობს ერთი სახეობის თამაშობა).
შესაბამისად, ასეთი ტიპის სათამაშო აპარატებზე მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება სათამაშო
ადგილების მიხედვით.
კანონის მე-3 მუხლს, ემატება ბენეფიციარი მესაკუთრის განმარტება. აღნიშნული ცვლილება
განპირობებულია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის
თვალსაზრისით FATF და MONEYVAL-ის რეკომენდაციების იმპლემენტაციისა და ამ
მიმართულებით კონტროლის გამკაცრების აუცილებლობით. აღნიშნული რეკომენდაციების
თანახმად, ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია ნებართვის გაცემამდე გამოიკვლიოს
ნებართვის მაძიებელი ბენეფიციარი პირი და მისი კაპიტალი, შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის
ყველა ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოთხოვნისას, ნებართვის მაძიებელი
ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრეების ნასამართლობის
შესახებ. ხოლო, ტოტალიზატორის, სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის
ნებართვის გაცემისას ასევე სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი
სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის დამატებით, შემოღებულ იქნა სანებართვო პირობების
დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა, რაც აქამდე არ იყო დადგენილი.
კერძოდ, განისაზღვრება, რომ ნებართვის მფლობელი ვალდებულია, სანებართვო პირობების
დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების თაობაზე
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 30
კალენდარული დღის ვადაში.
აზარტული და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის
შემთხვევაში არ არის დაზუსტებული ორგანიზატორს ერთი ნებართვით რამდენი ვებ-გვერდის
ორგანიზება შეუძლია, შესაბამისად მე-11 მუხლის 21 და 22 პუნქტების დამატებით, ზუსტდება,
რომ ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტ დომენის სახელის ქვეშ არსებული
ვებგვერდის ორგანიზება.
მე-11 მუხლის 25 პუნქტის დამატებით განისაზღვრება, რომ აკრძალულია აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ ობიექტზე სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში მონაწილეობის მიღების მიზნით,
კომპიუტერის ან/და სხვა მსგავსი ელექტრონული მოწყობილობის განთავსება.
კანონში არ არის დაზუსტებული რეალური ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის
შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს თუ არა სისტემურ-ელექტრონული ფორმით
განაგრძოს თამაშის ორგანიზება. ცვლილების თანახმად, დადგინდება შეზღუდვა, რომლის
თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით
ორგანიზება, რეალური ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტისას, შესაძლებელია მიმდინარე
კვარტლის განმავლობაში არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით ორგანიზება
შესაძლებელია მხოლოდ რეალური ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების
შემთხვევაში (მუხლი 11, 26).
კანონში ცალსახად არ არის გაწერილი მომგებიანი და აზარტული თამაშობების
ნებართვებით ორგანიზებული ობიექტების ერთად მოწყობის აკრძალვა-დაშვების თაობაზე.
გახშირდა შემთხვევები, როცა ობიექტები ეწყობა ერთ სივრცეში, გააჩნიათ ერთი სალარო და ა.შ.
ან სათამაშო აპარატების სალონს არ გააჩნია სალარო და მოგებას გასცემენ ტოტალიზატორის
სალაროში. შესაბამისად განისაზღვრა, რომ სამორინე, სათამაშო აპარატების სალონი, აზარტული
კლუბი, ტოტალიზატორი, ლოტო და ბინგო უნდა მოეწყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად,
ცალკე ობიექტად (მუხლი 11, 41).
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა არ გაიცემა საგადასახადო
დავალიანების არსებობის შემთხვევაში. წამახალისებელი გათამაშება, როგორც წესი ეწყობა
კონკრეტული სახის პროდუქციის ან/და მომსახურების უკეთ რეალიზების მიზნით. პროდუქციის
ან/და მომსახურების უკეთ რეალიზება გადამხდელს დაეხმარება საგადასახადო დავალიანების
დაფარვაში. შესაბამისად, ცვლილების თანახმად, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის
ნებართვის მაძიებელს ნებართვა მიეცემა საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც.
აღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილება შედის კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტში.
მე-11 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით
დგინდება შეზღუდვები, კერძოდ იკრძალება სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის,
აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობის, აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემა პირზე, რომლის ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირი არის მსჯავრდებული ან
ნასამართლევი განზრახ ჩადენილი ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში
დანაშაულისთვის ან განზრახ ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას
ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული. დათქმა ვრცელდება ნებართვის ფლობის
მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ასევე სამორინეს მოწყობის
ნებართვის გაცემაზეც (მე-19 მუხლის 11 და 12 პუნქტები).
მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად იზღუდება აზარტულ თამაშობებში
მონაწილეობისას ნივთობრივი მოგების მიღება.
მე-12 მუხლში განსახორციელებელი ცვლილებებით ფართოვდება იმ დოკუმენტების
ჩამონათვალი, რომელიც ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს შემოსავლების სამსახურში.
კერძოდ, მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, სხვა
დოკუმენტებთან ერთად შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს: მომგებიანი თამაშობის
მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც ასევე აღნიშნული უნდა იყოს: ტოტალიზატორის
მოწყობის შემთხვევაში, გამოსაყენებელი/გამოყენებული POS ტერმინალების რაოდენობა,
შესაბამისი ავტორიზაციის სერტიფიკატის რეკვიზიტების მითითებით; ტოტალიზატორის,
ლოტოს, ბინგოს მოწყობის შემთხვევაში - მომგებიანი თამაშობების ჩამონათვალი და მათი
დეტალური აღწერილობები; წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში –საპრიზო
ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული
ფორმით მოწყობის შემთხვევაში − სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესში დამატებით
მითითებული უნდა იყოს: ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში: შერჩეული პირის მიერ
გაცემული ავტორიზაციის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს POS ტერმინალის საქართველოს
ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან/სტანდარტებთან შესაბამისობას; მოგების
გაცემის და პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; იმ შემთხვევაში, თუ თამაშობის მოწყობისას
იყენებს სხვა პირის მიერ მიწოდებულ თამაშ(ებ)ს ან/და არსებით პროდუქციას/სერვისებს - ამ
პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის
ნომერი; მოთამაშეთა რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი;
მოთამაშეთა პერსონალურ მონაცემთა შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა; ინტერნეტ
პლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი; თამაშების მართვის სისტემის
აღწერილობა; ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა;
ასევე
წარდგენილ
უნდა
იქნეს:
გამოსაყენებელი/გამოყენებული
არსებითი
პროდუქციის/სერვისების
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
მიერ
დადგენილ
მოთხოვნებთან/სტანდარტებთან
შესაბამისობის
დამადასტურებელი
ავტორიზაციის
სერტიფიკატი; თამაშ(ებ)ის ან/და არსებითი პროდუქციის/სერვისების მიმწოდებელ პირთან
გაფორმებული
ხელშეკრულების
ასლი;
აღნიშნულ
ხელშეკრულებაში
ცვლილების
განხორციელების შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია,
დაუყოვნებლივ აცნობოს ცვლილების შესახებ შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს
ცვლილების დოკუმენტის ასლი; თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;
ნებართვის მაძიებლის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირის ნასამართლობის შესახებ ცნობა.
ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი
ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის (გარდა წამახალისებელი
გათამაშებისა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი,
დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე
ფიზიკური პირი; სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების
წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება
ნებართვის მაძიებელს; ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელსაც მოითხოვს
შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის თაობაზე ნებართვის მაძიებლის განცხადების
განხილვისა და გადაწყვეტილების მისაღებად.
მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტში ზუსტდება წამახალისებელი გათამაშების
მოწყობის ნებართვის წარმომადგენელზე გაცემის საკითხი, რა დროსაც სავალდებულოა
ნებართვის მაძიებლის მიერ პროდუქციის ან მომსახურების მწარმოებლის მიერ ნებართვის
მაძიებლისთვის წარმომადგენლობაზე მინიჭებული უფლებამოსილების დამადასტურებელი
დოკუმენტის წარმოდგენა.
მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით ზუსტდება, რომ
ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში
მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს:
ხელშეკრულება დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის და ნუმერაციის მითითებით;
მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), ხოლო სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
მოწყობის
შემთხვევაში
სისტემურ-ელექტრონული
თამაშობის
წესი;
გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/სერვისების საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი
ავტორიზაციის სერტიფიკატი;
კანონის მოქმედი რედაქციით მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია
თამაშობის ზოგად წესში ცვლილების შეტანის შემთხვევაში თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა
ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში
ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს აღნიშნულის თაობაზე. მიზანშეწონილია
არა ცვლილების განხორციელების შემდეგ, არამედ ცვლილების განხორციელებამდე 1 დღით
ადრე აცნობოს შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან შემოწმებისას აღმოჩენილი უზუსტობები
ნებართვის მფლობელთა მიერ ზუსტდება მომდევნო დღეს და ამით თავიდან ირიდებენ სანქციის
დაკისრებას. (მუხლი 13). ანალოგიური ცვლილება ხორციელდება 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში
აზარტული თამაშობის ორგანიზატორთან მიმართებაში.
ანალოგიური ცვლილება შედის აზარტული თამაშობების მარეგულირებელ ნორმებშიც
(მუხლი 21).
მე-19 მუხლის პირველ პუნქტში და მე-20 მუხლის პირველ პუნქტში განსახორციელებელი
ცვლილებებით ზუსტდება ასევე, სამორინეს მოწყობის ნებართვის და სათამაშო აპარატების
სალონის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის მიერ წარსადგენი
დოკუმენტები. ამასთან, უცვლელი რჩება აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული
ფორმით მოწყობის შემთხვევაში – სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესში, ინტერნეტით
მოწყობის შემთხვევაში მისათითებელი ინფორმაცია.
მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დამატებით, განისაზღვრება, რომ სამორინეს და აზარტული
კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით და
სააღრიცხვო ფორმების მეშვეობით.
201 მუხლის 21 პუნქტში დაემატა მოთხოვნა, რომლის თანხმად, აზარტული ტურნირის
ორგანიზატორმა ტურნირის წესებში უნდა მიუთითოს ტურნირში მონაწილეობის საფასურის
ოდენობა ან/და მომსახურების საკომისიოს ოდენობა, აღნიშნული ცვლილება განხორციელდა
ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნებისთვის, რაც შემოსავლების სამსახურს მისცემს
შესაძლებლობას განსაზღვროს ორგანიზატორის მიერ ტურნირიდან მიღებული შემოსავლის
ოდენობა.
29-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილებებით, ზუსტდება აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის ვალდებულებები. კერძოდ, ორგანიზატორი
ვალდებულია დროულად გადაიხადოს შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურ(ებ)ი;
ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვის ან/და ოპერირების მიზნით შემოსავლების
სამსახურს ან/და შერჩეულ პირს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, მიაწოდოს
მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და უზრუნველყოს მათი დაშვება აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილას, ასევე თამაშობების მოწყობისათვის ან/და
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისათვის გამოსაყენებელ/გამოყენებულ
ნებისმიერ და ყველა მოწყობილობასთან და მოთხოვნის შესაბამისად, დააერთებინოს
ელექტრონული
კონტროლისათვის
საჭირო
მოწყობილობები
თავის
საკუთრებაში/მფლობელობაში
საკუთრებაში/სარგებლობაში
არსებულ,
თამაშობების
მოწყობისათვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისათვის
გამოსაყენებელ/გამოყენებულ მოწყობილობებზე და მისცეს წვდომა მის მიერ გამოყენებულ
არსებით პროდუქციაში/სერვისებში არსებულ ინფორმაციაზე; აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში უზრუნველყოს
თითოეული მოთამაშის იდენტიფიკაცია, შემოწმება (ვერიფიკაცია) და რეგისტრაცია
პერსონალური საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი
წესით; შეასრულოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით ან/და მის საფუძველზე გამოცემული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაკისრებული ვალდებულებები და საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს
წარუდგინოს ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით; აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, ანგარიშზე თანხის
შეტანა/გატანა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად; მოთამაშეთა პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს მოწყობის
პირობებით
(რეგლამენტით)
ან/და
სისტემურ-ელექტრონული
თამაშობის
წესით
გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის წესით და ვადებში.
29-ე მუხლის 11 პუნქტის დამატებით დგინდება, რომ ტოტალიზატორის მოწყობის
ნებართვის მფლობელი (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშისა)
ვალდებულია თამაშობის ორგანიზება/მოწყობა განახორციელოს შერჩეული პირის მიერ
მიწოდებული POS ტერმინალით, რომელიც ავტორიზებულია შემოსავლების სამსახურის მიერ.
ავტორიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება, რომ თამაშობის ორგანიზატორი,
რომელიც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლისგან იღებს შესაბამის აზარტულ
ან/და მომგებიან თამაშობებს ან/და არსებით პროდუქციას/სერვისს, ვალდებულია ასეთი
თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/სერვისის მიღებამდე, აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშების მიმწოდებელს მოსთხოვოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა
და არ დაუშვას თავის საქმიანობაში ისეთი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ან/და
არსებითი პროდუქციის/სერვისების გამოყენება, რომელიც არ არის მიწოდებული შესაბამისი
ნებართვის მქონე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ.
32-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დამატებით, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებული
ხდება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესულ პირს მოსთხოვოს
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო
მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული, დოკუმენტის
ასლი, ფიზიკური ან ელექტრონული სახით. ამასთან, განისაზღვრება, რომ ორგანიზატორის მიერ
მოპოვებული ინფორმაცია კანონმდებლობის შესაბამისად 5 წლის განმავლობაში ინახება
სპეციალურად
შექმნილ
ელექტრონულ
ბაზაში/არქივში.
აღნიშნული
ინფორმაცია
კონფიდენციალურია და მისი მესამე პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
33-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად, დგინდება, რომ სათამაშო
აპარატები თამაშობისათვის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აქვს, არა მხოლოდ
განმასხვავებელი აღნიშვნა (საქარხნო ნომერი), არამედ, აუცილებელია ასევე ელექტრონული
კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობის არსებობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია რამდენიმე ეტაპად, კერძოდ:
გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება დებულებები, რომელიც დაკავშირებულია შერჩეული პირის
უფლება-მოვალეობებთან და დაზუსტებითი ხასიათის ცვლილებები, რომლებიც დამატებით
რეგულაციებს არ საჭიროებს;
2020 წლის პირველი ოქტომბრიდან გათვალისწინებულია იმ რეგულაციების ამოქმედება,
რომელიც მოიცავს სათამაშო ბიზნესით დაკავებული სამეწარმეო სუბიექტების უფლებამოვალეობებს, რომლისთვისაც ბიზნესს ესაჭიროება დრო გასაცნობათ და შესაბამისობაში
მოსაყვანათ;
2021 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების
ნებართვების აღებასთან დაკავშირებული რეგულაციები და შერჩეული პირის უფლებამოვალეობები, რაც დაკავშირებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული
თამაშებისთვის ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემასთან.
2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედება გათვალისწინებულია იმ რეგულაციებისთვის,
რომელიც მოიცავს POS ტერმინელების დამონტაჟებისა და სათამაშო აპარატებზე სპეციალური
მოწყობილობების დამონტაჟების ვალდებულებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტი მიზანშეწონილია განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან,
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი
მიღებულია 2005 წელს და მასში წლების განმავლობაში მრავალი ცვლილება შევიდა. მიუხედავად
ამისა, მთელი რიგი მიმართულებებით, კანონი კვლავ ნაკლებად განჭვრეტადი ან/და
მოძველებულია, შესაბამისად, ვერ უწყობს ფეხს სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიის სწრაფ
განვითარებას. აღნიშნული ეხება როგორც მასში მოცემულ ზოგად პრინციპებს, ასევე, კონკრეტულ
სანებართვო პირობებს.
ამასთან, დღეის მდგომარეობით არ არსებობს მექანიზმი, რათა დადგინდეს ფინანსების რეალური
მოძრაობა სათამაშო ბიზნესის სექტორში. წარმოდგენილი პროექტები ითვალისწინებს სათამაშო
ბიზნესის კონტროლის ერთიანი სისტემის დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისათვის მიმდინარე რეჟიმში
თითოეულ სათამაშო აპარატზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშებზე და
ტოტალიზატორში განთავსებული ფსონის შესახებ რეალურ დროში ინფორმაციის მიწოდებას.
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეძლებს სათამაშო
ბიზნესისთვის სწორი დაბეგვრის რეჟიმის შერჩევას, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას
მოახდენს ბიუჯეტის შემოსულობებზე.
გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი პროექტებით გათვალისწინებული ცვლილებების
აღსრულება სსიპ შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს შერჩეული პირის მეშვეობით,
რომელსაც თავის მხრივ სჭირდება გონივრული ვადა სისტემის გამართულად დანერგვისა და
ოპერირებისთვის, მიზანშეწონილია წარმოდგენილი პროექტები საქართველოს პარლამენტის
მიერ განხილული ქნეს 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაჩქარებული წესით. წინააღმდეგ
შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების საბოლოო იმპლემენტაცია დროში
შეფერხდება, რაც თავის მხრივ დააყოვნებს სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიის ეფექტიანი
კონტროლის განხორციელებასა და შესაბამისი თანმდევი ღონისძიებების განხორციელებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები
დაფინანსდება შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
აღნიშნული კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. მათ შორის, კანონპროექტი ითვალისწინეს სანქციის შემოღებას აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების
დარღვევისთვის (ჯარიმა - 2000 ლარი) და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის
დარღვევისთვის (ჯარიმა - 10000 ლარი). რაც თავის მხრივ, გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილს. კონკრეტული ოდენობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და
დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა ოდენობაზე.
კანონპროექტი ასავე გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს იმ კუთხით, რომ ითვალისწინებს
ნებართვის ახალ სახეს - აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მიწოდების ნებართვა,
შესაბამისი მოსაკრებელი განისაზღვრება 100 000 ლარით. გავლენის ოდენობა კი დამოკიდებული
იქნება იმაზე თუ რამდენი პირი მიმართავს შემოსავლების სამსახურს აღნიშნული ნებართვის
მისაღებად.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ვინაიდან, კანონპროექტით გათვალისწინებულია რიგი
უფლებამოსილებებისა, რომელიც დაკავშირებული იქნება შემოსავლების სამსახურის
დატვირთულობის გაზრდასთან. საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტის მიღებასთან
დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებსაც სურვილი ექნებათ
განახორციელონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მიწოდება, ვინაიდან აღნიშნული
საქმიანობა დაექვემდებარება ნებართვას და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდას (100 000 ლარის
ოდენობით). ამასთან, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორისთვის დადგენილი
დამატებითი ვალდებულებები და სანებართვო პირობები, ასევე იქონიებს ფინანსურ გავლენას
შესაბამის პირებზე, რომლის ოდენობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
ამასთან,
კანონპროექტი
ითვალისწინებს
ნებართვის
მაძიებლების,
თამაშობების
ორგანიზატორების და აზარტული ან მომგებიანი თამაშების მიმწოდებლების მიერ შერჩეული
პირისათვის საფასურების გადახდის ვალდებულებას. კერძოდ, შერჩეული პირის მიერ ნებართვის
მაძიებლის, თამაშობის ორგანიზატორის, თამაშების მიმწოდებლის ონლაინ სათამაშო სისტემის
პირველადი კვლევისთვის (შემოწმებისთვის) და შესაბამისი ავტორიზაციის სერტიფიკატის
გაცემისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორთან ან/და თამაშების
მიმწოდებელთან
და
მათ
კონტრაქტორთან/აგენტთან
განსათავსებელი
მოწყობილობებისთვის/აღჭურვილობისთვის და კონტროლის/მონიტორინგის სისტემისთვის
(ასევე მათი დამონტაჟებისთვის), ელექტრონული კონტროლის სისტემის ოპერირებისთვის
(საოპერაციო საფასური), ტოტალიზატორის ორგანიზატორისთვის POS ტერმინალის
მიწოდებისთვის ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს
საფასურ(ებ)ი. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულების შემოღება ფინანსურ გავლენას იქონიებს
სამეწარმეო სუბიექტებზე, ვინც ისარგებლებს აღნიშნული მომსახურებით. თუმცა ფინანსური
გავლენის ზუსტი განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია, ვინაიდან შერჩეული პირისათვის
გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობები, მათი ოდენობები, გადახდის პერიოდულობა
და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს აგრეთვე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
მიწოდების ნებართვის მფლობელებზე (ვინც აიღებს ასეთ ნებართვას), კერძოდ, მათ მიერ
სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხოლო
სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევა - 10000 ლარის ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი ან მოსაკრებელი, თუმცა ჯარიმების სახით
ხდება სხვა სახის გადასახდელის შემოღება. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინეს სანქციის
შემოღებას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიერ
სანებართვო პირობების დარღვევისთვის (ჯარიმა - 2000 ლარი) და სანებართვო მოსაკრებლის
გადახდის ვადის დარღვევისთვის (ჯარიმა - 10000 ლარი).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.