საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმის 2020 წლის 1 ივნისიდან ძალაში შესვლის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.06.2020
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-7647/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-12
ბიუროს ნომერი 360

📜 ტექსტი

წერილი
15403-01-2-202006112124 № 01/15403 11/06/2020 საქართველოს პარლამენტის აპარატი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად და ჩეხური მხარის მიერ მოწოდებული შეტყობინების საფუძველზე, გაცნობებთ, რომ 2019 წლის 10 ივლისს, ქ. თბილისში, ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმი ძალაშია 2020 წლის 1 ივლისიდან. პატივისცემით, ირინე ბართაია დეპარტამენტის დირექტორი საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი