„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-15
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 372 პუნქტი:
„372. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა.“.
2. 33-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მე-2-მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის 262, 263 და 265
მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, აგრეთვე „ლატარიების, აზარტული და
მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებზე.
9. ამ კანონის 262, 263 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, სანებართვო პირობების კონტროლი ხორციელდება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია აზარტული თამაშების ინდუსტრიის
მოქნილი ადმინისტრირების სისტემის შექმნისა და მთელი რიგი ნორმების დახვეწის
მიზნით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
მომზადებით, რაც აუცილებლად მოითხოვს შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ დებულებებში ცვლილებების
განხორციელებით, რაც გათვალისწინებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ
დებულებებთან და განისაზღვრება ნებართვის ახალი სახე - აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშების მიწოდების ნებართვა. ასევე, დაიხვეწება სანებართვო პირობების კონტროლთან
დაკავშირებული რეგულაციები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ ნებართვების ჩამონათვალს
ემატება ნებართვის ახალი სახე - აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების
ნებართვა. ამასთან, განისაზღვრება, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ
გავრცელდება სანებართვო პირობების შესრულების მხოლოდ შერჩევით შემოწმებასთან
დაკავშირებული დებულებები და სანებართვო პირობების კონტროლი განხორციელდება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული სამთავრობო პროგრამასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია 2021 წლის 1 იანვრიდან, რაც
დაკავშირებულია “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრულ ამოქმედების ვადებთან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტი განხილულ უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან წარმოდგენს
ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად. შესაბამისად,
გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი პროექტებით გათვალისწინებული
ცვლილებების აღსრულება სსიპ შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს
შერჩეული პირის მეშვეობით, რომელსაც თავის მხრივ სჭირდება გონივრული ვადა
სისტემის
გამართულად
დანერგვისა და ოპერირებისთვის, მიზანშეწონილია
წარმოდგენილი პროექტები საქართველოს პარლამენტის მიერ განხილული ქნეს 2020 წლის
საგაზაფხულო სესიაზე დაჩქარებული წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტით
გათვალისწინებული ცვლილებების საბოლოო იმპლემენტაცია დროში შეფერხდება, რაც
თავის მხრივ დააყოვნებს სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიის ეფექტიანი კონტროლის
განხორციელებასა და შესაბამისი თანმდევი ღონისძიებების განხორციელებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი
ხარჯები დაფინანსდება შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ცენტრალური ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან, პროექტით გათვალისწინებულია ახალი ნებართვის სახე, ხოლო
სანებართვო მოსაკრებელი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
თანახმად განისაზღვრება 100 000 ლარით. შესაბამისად, გავლენის ოდენობა საშემოსავლო
ნაწილზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი სუბიექტი მიმართავს ნებართვის
გამცემს ნებართვის მისაღებად.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღებამ
შესაძლოა
გავლენა
იქონიებს
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ვინაიდან, აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემა და შემოწმებების ჩატარების
სიხშირის გაზრდა დაკავშირებული იქნება შემოსავლების სამსახურის დატვირთულობის
გაზრდასთან. საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული
აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ნებართვის მიღების სურვილის მქონე ბიზნეს
სუბიექტებზე, ვინაიდან პროექტით გათვალისწინებულია ახალი ნებართვის სახე, ხოლო
სანებართვო მოსაკრებელი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
შესაბამისად განისაზღვრება 100 000 ლარით. შესაბამისად, გავლენის ოდენობა
დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი სუბიექტი მიმართავს შემოსავლების სამსახურს
ნებართვის მისაღებად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა